
ბევრ ჩვენგანს არაერთხელ სმენია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტონალური კრემი კანისთვის მავნეა. ითვლებოდა, რომ მისი ხშირი გამოყენება ნაოჭების გაჩენას აჩქარებს, კანი ფუჭდება და ბერდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე არც ისე ცუდადაა, და ამ კოსმეტიკურ საშუალებას ძალიან სასარგებლო თვისებებიც აქვს.
Girl.ge-ის რედაქცია თქვენ თვალწინ დაამსხვრევს 3 მითს ტონალური კრემის შესახებ, რომლებიც აქამდე ხელს გიშლიდათ ყოველდღიური მაკიაჟის წასმაში.
მითი №1: ტონალური კრემი ავსებს ნასვრეტებს
პირველ რიგში, გავფანტოთ მითი იმის შესახებ, რომ ტონალური კრემი ფორებს ხერგავს. შეიძლება ადრე, 50 წლის წინ, ასეც იყო, თუმცა, თანამედროვე ტონალური ფუძეები სახეზე ლამის უწონო ფენას ქმნის, რომელიც თავისუფლად ატარებს ჟანგბადს. გარდა ამისა, იგი იცავს კანს მტვრისა და მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც შეიძლება დღის განმავლობაში დაილექოს სახეზე. ტონალური კრემის წასმამდე, გამოიყენეთ სპეციალური ფუძე მაკიაჟის ქვეშ. იგი არამხოლოდ უფრო თანაბარ გადანაწილებას, არამედ ტონალური კრემის დამცავი ფუნქციის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს.
მითი №2: ტონალური კრემი აშრობს კანს
ტონალური კრემის გამოყენებით, კანის სიმშრალის თავიდან აცილებაც კი შეგიძლიათ! როგორც წესი, ამ ტონალური კრემების შემადგენლობაში შედის მცენარეების, მათ შორის, ავოკადოსა და ჟოჟობას ზეთები. ეს კომპონენტები არამხოლოდ ხელს უშლის კანის გაქარვას ცუდ ამინდში, არამედ აღადგენს მის ჰიდროლიპიდურ ბარიერს.
მითი №3: ტონალური კრემი ნაოჭების გაჩენას იწვევს
ტონალური კრემის გამოყენებასა და ნაოჭების გაჩენას შორის კავშირი მორიგი მითია. თანამედროვე კრემები შესანიშნავად ატენიანებს კანს. მეტიც, მრავალი კოსმეტიკური კომპანია უშვებს სპეციალურ კრემებს, რომლებსაც ლიფტინგ-ეფექტი აქვს. ჩამოთვლილის გარდა, არსებობს ისეთი ტონალური კრემებიც, რომლებიც შეიცავს უ.ი.-ფილტრს და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც კანის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. აი, ამიტომ გირჩევთ უფრო ყურადღებით დაკვირვებასა და ცალკე სანსკრინის გამოყენებას – როგორც წესი, ასეთი დაცვა საკკმარისია.
ყურადღებით იყავით!
ტონალური კრემის ყველა ეს საოცარი ეფექტი მხოლოდ მისი სწორი გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა. ტონალური კრემის კანზე წასმამდე აუცილებელია მისი გაწმენდა და დატენიანება, ამიტომ, პირველ რიგში, გამოიყენეთ დასაბანი საშუალება, სახის ტონიკი და დამატენიანებელი კრემი. უმნიშვნელოვანესი წესი ტონალური კრემის მოყვარულებისთვის: ტონი გულდასმით უნდა შეირჩეს, კანის ტონის მიხედვით. ვიზაჟისტები გვირჩევენ ორი სხვადასხვა ტონის კრემის ქონას: საზაფხულო (გარუჯული კანისთვის) და ზამთრის – უფრო ღია ფერისა. აგრეთვე, არ დაგავიწწყდეთ კანის საგულდაგულოდ გაწმენდა ძილის წინ.
გამოიყენეთ ტონალური კრემი სწორად და ნახავთ, რომ იგი შესანიშნავ დამხმარედ იქცევა კანის მოვლის რუტინაში.