
ადამიანის დაბადების დროს, პლანეტები განსაკუთრებული სახით ლაგდება, მათი განლაგება კი ახალშობილის ხასიათზე, იღბალსა და ჰარმონიულ ურთიერთობებზე ახდენს გავლენას. ადამიანები უფრო ხშირად რომ უფიქრდებოდნენ ასტროლოგიურ სასიყვარულო პროგნოზებს, გაცილებით მეტი ბედნიერი ოჯახური წყვილი შედგებოდა. ადამიანები, რომლებიც ერთი სტიქიის ნიშნების ქვეშ დაიბადნენ, უკეთ უგებენ ერთმანეთს. მათთვის მარტივია ერთად ყოფნა, ყველაფერი მოსწონთ ერთმანეთში. თუმცა, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, გარკვეული დროის შემდეგ, ბეზრდებათ ერთმანეთი და თითოეული პარტნიორი უფრო შესაფერისი თანამგზავრის ძიებას დაიწყებს.
სასწორი – მერწყული
ამ წყვილის წარმატებული კავშირის საიდუმლო ნებისმიერ კონფლიქტში კომპრომისის ძიებაში მდგომარეობს. სასწორისთვის ოჯახური ცხოვრება უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა, ამიტომ, იგი ნებისმიერ უსიამოვნებას ძალიან მძიმედ იტანს. ეს კეთილშობილი ადამიანები ჰარმონიისკენ მიისწრაფვიან ყველაფერში, მათ შორის, ოჯახურ ურთიერთობებშიც. მერწყული თვითკმაყოფილი ჯიუტია, რომელიც ასევე მუდმივად ცდილობს გამოსავლის პოვნას კონფლიქტური სიტუაციებიდან. ამიტომ, სასწორისა და მერწყულის წყვილში ყოველთვის გათვალისწინებულია პარტნიორის ინტერესები და ნაკლებია კონფლიქტი. ბავშვები ასეთ ოჯახში არასდროს იტანჯებიან მშობლების სკანდალებით და ტკბებიან ზოგადი ურთიერთგაგებით.
ქალწული – მორიელი
ქალწული თავისი მეორე ნახევრისთვის შესანიშნავი მეგობარი და ნამდვილი მეოჯახეა. ისინი ზრუნავენ საოჯახო კერაზე, ძალიან უყვართ ბავშვები და არ უშინდებიან საყოფაცხოვრებო უსიამოვნებებს, რომლებსაც პატარა ბანდიტები ქმნიან. მორიელი წყლის სტიქიის ვნებიანი და იდუმალი წარმომადგენელია. დაქორწინების შემდეგაც კი, მასთან არასდროს მოიწყენთ ერთფეროვნებისგან. ისინი შესანიშნავად ერკვევიან ადამიანებში, ყოველთვის უსმენენ პარტნიორს და მზად არიან დასახმარებლად. ისინი აფასებენ და პატივს სცემენ თავიანთ მეორე ნახევრებს, ამიტომ, არასდროს აჩუქებს თავის გრძნობებს ვინმე სხვას.
მორიელი – თევზები
მგრძნობიარე მორიელს ყურადღება და სიყვარული სწყურია, თუ მან პარტნიორის გულის დაპყრობა გადაწყვიტა, თავისი მიზნის მიღწევაზე კონცენტრირდება. საწოლში იგი ვნებიანი, ხანდახან აგრესიულიც კია. თევზებთან იგი მკვეთრ ემოციურ ტანდემს ქმნის, ისინი ერთმანეთს იტუიტურად შეიგრძნობენ. მათი განსხვავებული ტემპერამენტები თანაცხოვრებას საინტერესოსა და ჰარმონიულს ხდის. მხიარული მორიელები თევზებს მკვეთრ ემოციებს ჩუქნიან, რომლებიც მათ ამ მოსაწყენ ცხოვრებაში ნამდვილად აკლიათ.
ტყუპები – მშვილდოსანი
სასაცილო და ენერგიული ტყუპები ყოველთვის ახერხებს საუბარს ნებისმიერ თემაზე, საკმაოდ გონებამახვილი პიროვნებაა და არასდროს მისცემს თავის პარტნიორს მოწყენის საშუალებას. სამწუხაროდ, იგი უფრთხილს სერიოზულ ურთიერთობებს და როცა რაღაც მსგავსს გრძნობს, თავქუდმოგლეჯილი გარბის. პარტნიორად იგი აღიქვამს ლამაზ და ჭკვიან თანამოსაუბრეს, რომელთანაც დროს მხიარულად და სასიამოვნოდ გაატარებს, ყველა თვალსაზრისით. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, მშვილდოსანი შესანიშნავი მეწყვილე იქნება იმპულსური ტყუპებისთვის. ამ ორი პერსონაჟის ტანდემი თავად მათ და გარშემო ყველაფერს აყვავებს. მათი კავშირი ხანგრძლივი უნდა იყოს, თუმცა, ურთიერთობაში მათ შორის რომელიღაც “კაპიტანი” უნდა იყოს.
ლომი – ვერძი
იდეალური კავშირი, რომელშიც ლომი იდეათა გენერატორის როლს ასრულებს, ვერძი ამ ყველაფერს ახორციელებს. ლომის ბუნება გლუვი და მშვიდია, ვერძისა – განსხვავებული: ხან ძლიერი, ხან სუსტი. იგი იპყრობს, ანათებს და თავისი შარმით თავბრუს ხვევს პარტნიორს. იგი დინამიკური ხასიათის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ცხოვრებისგან ყველაფერს იღებს. წყვილი ერთად თავს კარგად, მხიარულად გრძნობს, ეჭვიანობის აფეთქებები ურთიერთობას “ცეცხლს” მატებს. სექსში ისინი სრულად, უნაკლოდ ნებდებიან ერთმანეთს, ბავშვების აღზრდაშიც კი შესაშურ აქტივობას იჩენენ.
მშვილდოსანი – სასწორი
ორი ნიშნის კავშირი ბედნიერ ოჯახს შეადგენს. მათ განვითარებული ბუნებრივი ოპტიმიზმი აქვთ, ისინი ცოცხლები, მომხიბლავები, მგზნებარენი არიან, გამოირჩევიან იუმორის შესანიშნავი გრძნობით. მათ უყვართ ყველაფერი ახალი და უჩვეულო, გიჟდებიან ურთიერთობასა და ახალ ნაცნობობაზე. ცეცხლოვან-ჰაეროვან კავშირში მთავარ საფრთხეს ფულის უკონტროლო ფლანგვა წარმოადგენს. პარადოქსულია, თუმცა, მათი ურთიერთობის საფუძველი სექსია, თანაც, დამოუკიდებელი. თითოეული პარტნიორი, ქორწინებაში ყოფნისას, მართავს თავის ცალკეულ ცხოვრებას. სახლში ისინი იმისთვის “იკრიბებიან”, რომ დატკბნენ ოჯახითა და კერით. სხვის მკლავებში ყოფნისას, ორივე მათგანს ენატრება თავისი კანონიერი მეორე ნახევარი, და ოჯახის ფასეულობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ, მათი თითოეული შეხვედრა პირველი პაემანივით მიმდინარეობს. ყველას არ ესმის, რატომ დაქორწინდნენ ისინი საერთოდ.
კურო – კირჩხიბი
ეს წყვილი შესანიშნავად ეწყობა ერთმანეთს. მათი ურთიერთობის საწინდარი ზრუნვა და სინაზე, სანდოობა და რომანტიკაა, ისინი ერთმანეთში ლტოლვას იწვევენ. წლებთან ერთად, მათი კავშირი სულ უფრო მტკიცდება. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლი სრულყოფილი იყოს – მასში აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ჰქონდეთ. ისინი ერთად უმკლავდებიან საყოფაცხოვრებო საქმეებს, ზრდიან ბავშვებს, პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს. გვერდიდან მსგავსი ურთიერთობა მოსაწყენად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა, ამ კავშირს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტანდარტები. სწორედ ამიტომ, თითოეულ მათგანს, სურვილისამებრ, შეუძლია გაერთოს ცალკე, თუმცა, ამით არასდროს მიაყენებს ტკივილს მეორე ნახევარს.
რა თქმა უნდა, ჰოროსკოპს მთლიანად არ უნდა დაეყრდნოთ, რამდენადაც თითოეული ადამიანი თავისი ბედისწერის შემოქმედია. ნიშნების ასტროლოგიური თავსებადობა ბედნიერი ურთიერთობის საძირკვლად ითვლება, თუმცა, ვარსკვლავური თავსებადობაც კი ვერ მოგცემთ სამუდამო ჰარმონიისა და სიყვარულის გარანტიას. აუცილებლად ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და გაგება, კომპრომისზე წასვლა, მაშინაც კი, თუ ეს ძალიან რთულია. ამიტომ, შეცდომებზე მუშაობა და ერთმანეთის მხარდაჭერა შეყვარებულ წყვილს მრავალი წლის განმავლობაში ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარება, მიუხედავად ყველაფრისა.