
Girl.ge-ის რედაქციის აზრით, ფინანსური წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული დაბადების თარიღზე. გამოთვალეთ თქვენი იღბლიანი ციფრი!
ოდესმე იფიქრებდით, რომ ცხოვრებაში წარმატება პირდაპირ იქნებოდა დაკავშირებული თქვენი დაბადების თარიღთან? დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ სიმდიდრის ნუმეროლოგიის გასაოცარი მეთოდიკა, რომელიც თქვენი დაბადების დღის ციფრებთან მუშაობაზეა დაფუძნებული. ასეთი უნიკალური მეთოდიკა საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეები, ფარული შესაძლებლობები, აგრეთვე, მიგანიშნებთ მიმართულებას, საითაც უნდა მიმართოთ ბიოენერგეტიკული ნაკადები, რათა, საბოლოო ჯამში, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა მიიღოთ “თქვენი” ციფრი – სწორედ ეს იქნება თქვენი ბიომატრიცის კოდი. ამისთვის უნდა შეკრიბოთ დაბადების დღის, თვისა და წელის ციფრები და დაიყვანოთ ისინი 1 ციფრამდე.
მაგალითად, თუ 1968 წლის 3 ივლისს დაიბადეთ, ჯერ შეკრიბეთ ყველა შესაკრები: 3 + 7 + 1968 = 1978. ახლა კი შეკრიბეთ ყველა ცალკეული ციფრი: 1 + 9 + 7 + 8 = 25. დაიყვანეთ ისინი 1 ციფრამდე: 2+5=7.
კიდევ ერთი მაგალითი, უკეთ რომ გაიგოთ: მაგალითად, 1984 წლის 22 სექტემბერს დაიბადეთ. იმოქმედეთ შემდეგი სქემით: 22 + 9 + 1984 = 2015. შეკრიბეთ ყველა ციფრი: 2 + 0 + 1 + 5 = 8.
თუ თქვენი შვილი 2007 წლის 13 იანვარს გაჩნდა, მისი ციფრი ასე გამოითვლება: 13 + 1 + 2007 = 2021. შეკრიბეთ კიდევ ერთხელ: 2 + 2 + 1 = 5.
ახლა, როცა უკვე გამოთვალეთ თქვენი ციფრი, გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ სიმდიდრის მოსაზიდავად, ხოლო რას უნდა მოერიდოთ.
შედეგები:
1. თუ თქვენი ციფრი ერთიანია, როგორც წესი, ამბიციური, ძლიერი ხასიათის მქონე, ბუნებით ლიდერი ხართ. სიმდიდრის მოზიდვის მიზნით, განავითარეთ იუმორის გრძნობა და იყავით ლოიალური გარშემომყოფებისადმი, დაიცავით აქტიური ცხოვრების წესი. ყველა პრობლემის გადაჭრისთვის, საუკეთესო დღე ოთხშაბათია. სწორედ ამ დღეს უნდა გამართოთ მოლაპარაკებები და შეადგინოთ გარიგება.
უარყოფითი ვიბრაციები: ეგოიზმი, ქედმაღლობა, ტრაბახის სიყვარული.
თილისმა: მზე, დრაკონი, არწივი.
2. თუ ციფრი 2 მიიღეთ, არ იმუშაოთ მარტო, უპირატესობა მიანიჭეთ გუნდურ საქმიანობას. განავითარეთ კონტაქტურობა, სიკეთე, ზრუნვა და შეძლებთ სამსახურისთვის აუცილებელ სიმდიდრის შეგრძნებასთან ერთად, რიტმის გრძნობასაც. მოლაპარაკებების ან ხელშეკრულებების დასრულებისას, ეცადეთ, დოკუმენტებს ხელი ორი თითით მოაწეროთ. ეს იქნება თქვენი გასაღები ფულადი ნაკადის მოზიდვისკენ.
უარყოფითი ვიბრაციები: მომატებული მგრძნობელობა, რისკის მოთხოვნილება, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება, უნებისყოფობა, სიმხდალე.
თილისმები: ალექსისის ხმალი, თორის თილისმა, სიმდიდრის თილისმა.
3. სამიანის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ ძლიერი თანდაყოლილი ინტუიცია და ენთუზიაზმი, ჯერდებით იმას, რაც გაქვთ. განავითარეთ ხმა და წარმოსახვა, შეიძინეთ ბევრი მეგობარი. ორიენტირდით მხოლოდ თქვენი წინათგრძნობის მიხედვით. უფრთხილდით წყალს, რამდენადაც სწორედ ეს სტიქია შეიძლება იყოს “სამიანისკენ” მომავალი ფულადი ნაკადის ყველაზე დიდი დაბრკოლება.
უარყოფითი ვიბრაციები: ეჭვიანობა, ყბედობა, მოუთმენლობა, არაკრიტიკულობა.
თილისმა: თორის ჩაქუჩი, არწივი, მოვლენათა ცვლილებების თილისმა, სქესის თილისმა.
4. თუ თქვენი ციფრი ოთხიანი აღმოჩნდა, განავითარეთ სერიოზულობა, მოთმინება და ცნობიერება. დაგეგმეთ მხოლოდ ხანგრძლივი პროექტები, უარი თქვით ხანმოკლე პერსპექტივებზე. მიუხედავად გონებრივი შრომისკენ მიდრეკილებისა, ნუ მოერიდებით ხელებით მუშაობასაც. მოუფრთხილდით გამომუშავებულ ფულს, დააბანდეთ იგი ოჯახსა და სახლში, მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.
უარყოფითი ვიბრაციები: მბრძანებლობა, კრიტიკულობა, სხვებზე ზეწოლა, სიზარმაცე, მოუთმენლობა, გამოუთქმელობა.
თილისმა: კუ, სიმდიდრის, დრაკონის, არწივის თილისმა, იღბლის ვარსკვლავი, ღვთაებრივი დახმარების თილისმა.
5. ხუთიანმა ისეთო სამსახური უნდა შეარჩიოს, სადაც შეძლებს მაშინ მივიდეს და წავიდეს, როცა უნდა. ფინანსურ წარმატებას სხვებთან თანამშრომლობის შედეგად მიაღწევს. ნუ შეუშინდებით საქმიანობის სფეროს ცვლილებებს, ეწვიეთ ახალ ადგილებს: რუტინა სწრაფად ბეზრდება ამ ციფრს. მოერიდეთ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას.
უარყოფითი ვიბრაციები: უპასუხისმგებლობა, გულგრილობა.
თილიმა: ლითონის ფულზე გადაუცვლელი კუპიურა, იღბლის ვარსკვლავი, არწივის ან დრაკონის თილისმა, სირინისა და სიმარგლის “ოქროს თილისმები”, სიმდიდრის თილისმა.
6. ექვსიანი სხვებს უნდა ემსახუროს. ფინანსური შემოსავლის მისაღებად ხელსაყრელი ენერგია რომ შექმნათ, გადახედეთ გარემოცვას. არ შეგეშინდეთ თქვენი მიმზიდველობისა და მეგობრულობის გამოყენება; ადამიანები იფიქრებენ, რომ სამართლიანი ხართ და შეგიძლიათ კონფლიქტების წარმატებით გადაჭრა. თქვენი ფინანსური წარმატება სახლთან, სასწავლებელ დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ სამსახურთან და განათლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას მოჰყვება.
უარყოფითი ვიბრაციები: სიამაყე, უგულობა, სხვის საქმეში ჩარევის სიყვარული, სიჯიუტე, სხვების დაჩაგვრა.
თილისმა: დრაკონი, არწივი, სირინისა და სიმარგლის “ოქროს თილისმები”, სიმდიდრის, ხორსის თილისმა, დაუხურდავებელი კუპიურა, კეთილდღეობის თილისმა.
7. მუდმივად ეძებთ ახალ ცოდნას, გიყვართ ახალი ცნობების მიღებას. შვიდიანი მარტოხელების ციფრია: ალბათ, გიყვართ დიდი დროის გატარება მარტო. სიმდიდრის მოსაზიდავად, გამოიყენეთ ეს დრო დადებითი საქმიანობისთვის – იკითხეთ, იფიქრეთ, ისწავლეთ, გაერკვიეთ რამე ახალში. არავითარ შემთხვევაში არ დაკავდეთ ფიზიკური შრომით: ასე ფულს ვერ გააკეთებთ.
უარყოფითი ვიბრაციები: მოუთმენლობა, მელანქოლიის, ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება, ჩაკეტილობა, განდეგვა.
თილისმა: სიმდიდრის, დრაკონის, არწივის, ბედნიერების თილისმები.
8. რვიანის გზა სიმდიდრემდე მარტივია; ფინანსური წარმატება თქვენი კეთილდღეობის გაზრდისკენ მიმართული ძალისხმევის შედეგად მოვა. ისწავლეთ სხვებისთვის მუშაობა. მიისწრაფეთ დიდ ბიზნესში მოხვედრისკენ, რამდენადაც, როვა მსხვილ კომპანიაში მუშაობას დაიწყებთ, თქვენი საფულე მაშინვე სასიამოვნოდ გასუქდება. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა საღი აზრი, გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა, მტკიცე პრინციპები. განავითარეთ ორატორული უნარები: თქვენი მგზნებარე სიტყვის შემდეგ, ბევრი წაიღებს ხელს საფულისკენ.
უარყოფითი ვიბრაციები: ზედმეტი ამბიციურობა, ჯანმრთელობის უგულებელყოფა, მოუთმენლობა, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა, უაზრო მფლანგველობა, სიძუნწე.
თილისმა: ხორსის, “კელტების ღმერთის” თილისმები, კელტური სხივური ჯვარი, სიმდიდრისა და არწივის თილისმა, იღბლის ვარსკვლავი.
9. განავითარეთ მოთმინებისა და გარშემომყოფთა პრობლემების გაგების უნარი. ეცადეთ, დაეხმაროთ და ურჩიოთ სხვებს ფინანსური პრობლემების გადაჭრა, შთააგონოთ ისინი შრომითი მიღწევებისთვის. ნუ მოითხოვთ ძალაუფლებას საკუთარი თავისთვის, გარკვეული საგნების უსაზღვრო ფლობასა და უანგარო სიყვარულს თანამშრომლებისგან. შეგიძლიათ, მატერიალური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაზარდოთ ქველმოქმედებით, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს უკავშირდება.
უარყოფითი ვიბრაციები: ღვარძლი, სიძუნწე, დათრგუნვა, დამონება, გაურკვევლობა, ყოყმანი.
თილისმა: სიმდიდრის, არწივის, სირინისა და სიმარგლის “ოქროს თილისმა”.
იმედია, ეს ეფექტური მეთოდიკა დაგეხმარათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეცნობაში. ნუ უგულებელყოფთ ამ ინფორმაციას, რამდენადაც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები უთმობდნენ ციფრებსა და რიცხვებს განსაკუთრებულ ყურადღებას. შესაძლოა, ამ რჩევების გათვალისწინებით, დღეიდან დაიწყოთ სახლში სიმდიდრის მოზიდვა. სცადეთ!