
დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ ლოცვას, რომელიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ.
ლოცვა შიშის წინააღმდეგ
არსებობს მრავალი ლოცვა წმინდანებისადმი, რომლებიც გვეხმარება დამთრგუნველი გრძნობების მოშორებაში დაგეხმარებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართავთ, გულმა უნდა გიკარნახოთ. მთავარია, ლოცვა წარმოთქვათ და გულში იმედი შემოუშვათ. პირველ რიგში, დასახმარებლად შეგიძლიათ ქალწულ მარიამს მიმართოთ. ნუგეშისმცემელი მოგისმენთ და დაგამშვიდებთ. მისი კალთა ყოველთვის იცავს მათ, ვინც ლოცულობს. არაა აუცილებელი ეკლესიაში წასვლა სალოცავად. დაანთეთ სანთელი ღვთისმშობლის ხატის წინაშე და წარმოთქვით სიტყვები:
ლოცვა დათრგუნვის დროს
“კეთილშობილო დედოფალო, ჩემო იმედო, ნაწყენთა მფარველო, მომაკვდავთა მხსნელო, ჩაგრულთა სასოებავ, შენ ხედავ ჩემს უბედურებას, ჩემს დარდსა და ნაღველს.
დამეხმარე მე, უძლურს, გამაძლიერე მე, ტანჯული. შენ კარგად იცი ჩემი წყენა და დარდი, მომაშორე ისინი, გადამაფარე კალთა, რამეთუ არავინ მყავს იმედი სხვა, მხოლოდ შენ მყავხარ მცველად და შუამავლად უფლის წინაშე, რამეთუ უსაზღვროდ ცოდვილი ვარ შენი და ხალხის წინაშე. განდევნე ჩეიმ ნაღველი, დარდი და უიმედობა. დამეხმარე, ჩემი უფლის დედაო.”
ლოცვა შიშის დროს
“ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენთანა ხარ, განჰმზადებული ჩუენთჳს ადგილსა ამას კეთილსა, განსასვენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდნელისა მისთჳს დღისა – დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო, რა ჟამს იგი საშინელებათა ზარ და საყჳრისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გუემათა და საარებათა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხოურებასა დაუსრულებელსა.”