
რას ნიშნავს 4 ციფრი ჩვენი ცხოვრებისთვის?
იმ მოულოდნელი და საბედისწერო მოვლენების შემდეგ, რომლებმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ყოველგვარი გადაარბების გარეშე, ბუნებრივია, რომ ერთი სული გვაქვს გავიგოთ, რა მოხდება მომავალში. როგორც ჩანს, თავად ციფრები, რომელთაგანაც 2021 წელი შედგება, სასიხარულო ამბებს გვამცნობს.
მოკლე მიმოხილვა: ნუმეროლოგია წინასწარმეტყველების სისტემაა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ ციფრებს (1-9) სულიერი, ფილოსოფიური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ყოველ წელს თავისი, ე.წ. “უნივერსალური ციფრი” აქვს, რომელიც 365-ვე დღეზე მოახდენს გავლენას. ამ განწყობის განსასაზღვრავად, უნდა შევკრიბოთ ყველა ის ციფრი, რომლებისგანაც 2021 წელი შედგება. მივიღებთ 2+0+2+1=5. მაშ ასე, ჩვენ შევდივართ ახალ წელში, რომლის ჯადოსნური ციფრი 5-ს უდრის. რა არის ამ ციფრის მთავარი თემა? “თავისუფლება”. საუბარია განცდებზე, მხიარულებაზე, ურთიერთობასა და თავგადასავლებზე.
2020-ის შემდეგ, რომელიც ლამის ცხრაკლიტულს მიღმა გავატარეთ, ასეთი ნუმეროლოგიური პროგნოზი შვებით ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს. თუმცა, როგორც ვიცით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავიხსენით თავი ვირუსის ანკესისგან. ამერიკელი წინასწარმეტყველები შეგვახსენებენ: წელი ამერიკულ ბორცვებს ემსგავსება. ჩვენ თავი არა უსაფრთხოების წესებისგან, არამედ პარადიგმებისგან უნდა დავიხსნათ. როცა 4-ის (ანუ “დაშლისა და შეზღუდვების”) ენერგია თანდათან გაილევა, დავფიქრდეთ – რას დავაყენებთ მის ადგილზე?
მაშ ასე, როგორ და საით უნდა ვიმოძრავოთ 5-იანის მიერ მართულ წელს? ნუმეროლოგები გვირჩევენ: ის ცვლილებები და გაურკვევლობა რომ მიიღოთ, რომლებიც ჯერ კიდევ თქვენ გარშემოა, თქვენი საქმის პროფესიონალი უნდა იყოთ. ამ წელს გაიხსენით და დაეყრდენით ახალ იდეებს. მიიღეთ სიამოვნება, თუმცა, იყავით პასუხისმგებლიანი. ეცადეთ, კონცენტრირდეთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია, და გადაანაწილეთ პრიორიტეტები ქმედებებში. იყავით ცნობისმოყვარე! ეს მარტივი არ იქნება, თუმცა, მალე იპოვით სწორ პასუხებს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებით.