
ზეთი ასოცირდება წებოვნებასთან, ცხიმიან ლაქებთან და დახშულ ფორებთან? სულ ტყუილად! დღეს სახის ზეთები მსუბუქი, ნაზი და ხავერდოვანი ტექსტურებით გვახარებს – თვით ზეთიდან ემულსიამდე, მუსითა და ჰაეროვანი ქაფით. მოქმედების სპექტრით თქვენს კოსმეტიკურ ჩანთაში ბევრი პროდუქტის ჩანაცვლება შეუძლია. Girl.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა დანიშნულების ზეთები.
ეთერზეთი თუ საბაზისო? ზეთების ტიპები
ზოგადად, ზეთი ორ ტიპად იყოფა – ეთერზეთი და საბაზისო. ეთერზეთი ყვავილების ფურცლების, ფესვების და მცენარის არომატული ნაწილების გამოხდის და ექსტრაქციის ხარჯზე მიიღება. ეთერზეთი აქროლადია და გაჯერებული არომატი აქვს. სწორედ ამიტომ, მთავარი წესი: სუფთა სახით არ გამოიყენოთ, სხვადასხვა საშუალებას თითო წვეთი დაუმატეთ! საბაზისო ზეთი, როგორც წესი, ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი მცენარის ნაწილების გაწურვის და დაპრესვის ხარჯზე მიიღება – თესლი, კაკალი და კურკა. ის უფრო ცხიმიანია, არომატი თითქმის არ აქვს და არ ორთქლდება.
გამწმენდი ზეთი: აღმოჩენა ცხიმიანი კანისთვის!

1.გამწმენდი ჰიდროფილური ზეთი Shiseido Perfect Cleansing Oil; 2.მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთი Chanel L’HUILE; 3.გამწმენდი ზეთი Dior Hydra Life Oil Milk Deep Cleanser; 4.სახის გამწმენდი ზეთი Kanebo Mellow Rich Oil Cleansing; 5.შავი ზეთი კანის გასაწმენდად Erborian Purifying Cleansing Oil; 6.სახის გამწმენდი ზეთი ORIGINS Clean Energy Gentle Cleansing Oil;
კარგი ამბავი: ზეთები პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის კანს უხდება – მთავარია, მისი სწორად გამოყენება იცოდეთ. თუ პრობლემური კანი გაქვთ, სჯობს სწორედ ზეთოვანი გამწმენდი საშუალებები გამოიყენოთ. ქიმიურად დამტკიცებულია, რომ ცხიმი ცხიმს შლის – ანუ, სწორედ ზეთს შეუძლია ჭარბ სებიუმთან გამკლავება და ცვილზე ან ზეთზე დაფუძნებული მაკიაჟის მოშორება. ასეთი დასაბანი საშუალებების უპირატესობა მშრალ და მგრძნობიარე კანზე: დატენიანების ეფექტი უწვრილესი ზეთოვანი ფირის ხარჯზე, რომელიც კანის ჰიდროლიპიდურ ფენას ჰგავს. კიდევ – ის კანზე ადვილად სრიალებს, ბამბის დისკებისგან განსხვავებით კანს არ ჭიმავს და ხეხავს.
მკვებავი ზეთები: იდეალური მშრალი კანისთვის და არა მხოლოდ

1.შრატი–მოვლა Kiehl’s Midnight Recovery Concentrate; 2.სახის ზეთი Kenzoki Belle de Jour; 3.სახის ზეთი Clarins Lotus Face Treatment Oil; 4.ვიტამინებით მდიდარი სახის ზეთი Comfort Zone Renight Oil; 5.სახის ლიფტინგ ზეთი Guerlain Abeille Royale; 6.სახის ზეთი L’Occitane Immortelle Oil
მკვებავი ზეთი საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც სწრაფად დატენიანება და სტაბილური ანტიეჯ ეფექტის მიღება სურს. სიმძიმის და წებოვნების არ შეგეშინდეთ: თანამედროვე ტექსტურები სწრაფად იწოვება და სხვა საშუალებებს კარგად ერწყმის. რამდენიმე წვეთი ზეთი შეგიძლიათ კრემს ან შრატს დაუმატოთ, ან მაკიაჟის ბაზად გამოიყენოთ. მთავარია, შემადგენლობა დეტალურად შეისწავლოთ, თუ თქვენი კანი ცხიმიანობისკენ მიდრეკილია. თქვენი ამოცანა: თავი აარიდეთ კომედოგენურ ზეთებს, რომლებსაც ფორების დახშობა შეუძლიათ. მათ მიეკუთვნება ქოქოსის, სელის და პალმის ზეთები, ასევე კაკაოს და გაღვივებული ხორბლის ზეთები.
როგორ უნდა გამოიყენოთ
- მშრალი ხელებით გამწმენდი ზეთი პირდაპირ მაკიაჟზე წაისვით და 2-3 წუთით დაიმასაჟეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ – ტექსტურა რძიან მასად უნდა გადაიქცეს;
- დემაკიაჟის დროს თვალები დახუჭეთ, რომ საშუალება ლორწოვან გარსში არ მოხვდეს;
- თუ მკვებავ ზეთს იყენებთ, ყოველთვის დატენიანებულ კანზე წაისვით და ზემოდან კრემის წასვით „დააფიქსირეთ“.
როგორ არ უნდა მოიქცეთ
- ეთერზეთი სუფთა სახით არ გამოიყენოთ!
- სახეზე ჩვეულებრივი ზეთი არ წაისვათ (მაგალითად, ზეითუნის ზეთი). მასში სტაბილიზატორი არაა, რომლის წყალობით ზეთი წყალში არ იშლება, ანუ სკრაბის გარეშე ზეთის მოშორება გაგიჭირდებათ. და ისიც, მხოლოდ 5 გამეორების შემდეგ.
- ძალიან ბევრი ზეთი არ წაისვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფორების დახშობის რისკი გაიზრდება.