
თუ გეშინიათ, რომ თმის ფერის შერჩევისას შეცდომას დაუშვებთ, Girl.ge–ს რედაქცია გირჩევთ, ქვემოთ მოცემული 4 ვარიანტიდან ერთ–ერთი თამამად აირჩიეთ. ასეთი შეფერილობა ყველას უხდება!
რიტა ჰაზანი, ვარსკვლავების სტილისტი და ქოლორისტი საუბრობს უნივერსალურ ფერებზე, რომელთა შერჩევით წარმატებულ და მოდურ სტილს მიიღებთ იმის მიუხედავად, თუ როგორია თქვენი თმის საწყისი ტონი და კანის ფერი.
1. შოკოლადისფერ–მოყავისფრო
„მუქი ფერებიდან ეს შეფერილობა ყველაზე უნივერსალურია. ის ეფექტურად გამოიყურება როგორც ღია, ასე მუქი ფერის კანზე. ხაზს უსვამს ყავისფერი თვალების სიღრმეს, ცისფერი და მწვანე ფერების სიკაშკაშეს. ბალიაჟის ტექნიკის დახმარებით ვარცხნილობის მოცულობაზე თამაში შეგიძლიათ. მოდიდან არასდროს გადავა“.



2. მუქი ქერა ოქროსფერი ელფერით
„ბევრი მუქ ქერა შეფერილობას მოსაწყენად მიიჩნევს და უფრო ღია ან მუქ ფერზე გადასვლას ცდილობენ. ორივე შემთხვევაში ძირების მუდმივად შეღებვა ან გაზრდილი ძირებით უსიამოვნო იერთან შეგუება მოგიწევთ. არადა, მუქი ქერა შეფერილობა პიგმენტურად ნეიტრალური იდეალური ბაზაა. უბრალოდ ოქროსფერი კულულებით ოდნავ სიკაშკაშე შემატეთ და სტილი გამოცოცხლდება!“



3. თაფლისფერი ქერა
„თაფლისფერი ქერა შეფერილობა ისეთივეა, როგორც ცისფერი ჯინსი გარდერობში. მას ყველაფერი უხდება! რით განსხვავდება თაფლისფერი ქერა ოქროსფერისგან? თაფლისფერი უფრო ღრმაა, მოწითალო პიგმენტით, უფრო თბილი, რაც აბსოლუტურად უნივერსალურს ხდის და კანს და თვალს მომგებიანად კვეთს“.



4. ნატურალური ქერა
„ახლა ყველა ბუნებრიობისკენ მიისწრაფვის, ხოლო ქერა ყველაზე ბუნებრივი თმის შეფერილობაა. მას მხოლოდ შავგრემანებს არ ვურჩევდი, რადგან მათი ზეთისხილის კანი თმის ფერთან კონტრასტში ცოტა მიწისფერი გახდება. სხვებისთვის კი იდეალური არჩევანია“.


