
დილით ლამაზი ვარცხნილობით და სუფთა, ბზინვარე კანით გაღვიძება გსურთ? მაშინ Girl.ge-ს მასალა წაიკითხეთ და ნაზეთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ძილის წინ.
1. ღამით ჭამა
თუ დილით შესიებული სახე და თვალების ქვეშ მუქი წრეები გაწუხებთ, ღამით ბევრი წყალი არ დალიოთ. ღამის რაციონიდან მარილიანი კერძები აუცილებლად გამორიცხეთ: საჭმელი ორგანიზმში სითხეს აკავებს, ამიტომ შეშუპება გარდაუვალია. ექიმები ტყუილად არ გირჩევენ, რომ ბოლო საკვები დაძინებამდე 4 საათით ადრე მიიღოთ!
2. საძინებელი კუთხე მოაწყვეთ
ძილის ხარისხი ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს, ამიტომ მასზე წინასწარ იზრუნეთ. მაგალითად, შენობა აუცილებლად გაანიავეთ, სანამ ლოგინში დაწვებით. მნიშვნელოვანია, რომ ოთახში სიბნელე იყოს, მუქი ფერის ფარდები შეიძინეთ. ამრიგად, ტვინი დაძინებაზე დაფიქრდება და არანაირი უძილობა არ შეგაწუხებთ.
3. სრული დემაკიაჟი
ღამე კანის აღსადგენად ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, ამიტომ მაკიაჟი კარგად უნდა მოიშოროთ. წლის ცივ სეზონზე მისი მოშორება ჰიდროფილური ზეთით ან ბალზამით მოგვწონს: ისინი კანს დელიკატურად წმენდენ და სასიამოვნო დატენიანების შეგრძნებას ტოვებენ. როცა ქუჩაში სითბოა, შეგიძლიათ მაკიაჟი მიცელარული წყლით მოიშოროთ, ოღონდ ნაზი კრემით ან გელით მისი ჩამობანა არ დაგავიწყდეთ.
4. სახის კანის სწორი მოვლა
მაკიაჟის მოშორების შემდეგ დამატენიანებელი ან მკვებავი საშუალება უნდა წაისვათ. სწრაფი ვარიანტის სახით ღამის ნიღბები გამოგადგებათ, რომლებიც დაძინებამდე 1 საათით ადრე უნდა წაისვათ და დილით მოიშოროთ. ისინი გაუწყლოებულ კანს აცოცხლებენ, ნაოჭებს ასწორებენ და ბზინვარებას ანიჭებენ. თვალის ირგვლივ კრემის და ტუჩის ბალზამის გამოყენება არ დაგავიწყდეთ.
5. თმა მსუბუქად ჩაიპწენით
დილით აბურძგნული თმით რომ არ გაიღვიძოთ, საღამოს თმა მსუბუქად ჩაიპწენით, რომელიც დილით მსუბუქი ტალღების ეფექტს შექმნის. ეს კი სამსახურში წასვლამდე მინუს ერთი საზრუნავია, ასე არაა?