
ცოტა გძინავთ, მაგრამ ბევრს მუშაობთ? ამ შემთხვევაში თვალის ირგვლივ კანისთვის ექსპრეს ნიღაბი გამოგადგებათ. Girl.ge-ს რედაქციამ ბესტსელერები და ახალი ნიღბები დატესტა და მათგან საუკეთესოებს გიზიარებთ. ასეთი ნიღბების დახმარებით დასვენებულ იერს შეიძენთ – გპირდებით!
ნაჭრის პატჩები თვალების ქვეშ „დატენიანება + ჯანსაღი იერი“, Garnier

Garnier–ის პატჩები განსაკუთრებით კარგად მუშაობს, თუ ღამით ან ყოველთვის მაცივარში შეინახავთ. ამ შემთხვევაში თვალების ქვეშ კანს არა მხოლოდ დაატენიანებს, არამედ შეშუპებას გააქრობს. ნამდვილი მხსნელი მათთვის, ვინც ღამით ბევრ წყალს სვამს და მარილიანი კერძები უყვარს. ასევე სასიხარულოა საშუალების მოკრძალებული ფასი – მხოლოდ 3.7 ლარი!
Advanced Genifique Yeux Light Pearl Youth Activating Eye Mask, Lancome

ნიღბები შრატით უხვად გაჟღენთილია, ამიტომ 15 წუთში აქერცვლას, სიმშრალეს და ნაოჭებს შესანიშნავად უმკლავდება. მარგალიტის და კვარცის მიკრონაწილების დახმარებით თვალების ქვეშ კანს ლამაზად ანათებს და აშკარა სილურჯეებს აქრობს. პატჩები არ სრიალებს, შეგიძლიათ დაიკრათ და სახლში მასთან ერთად იაროთ.
Microneedle Eye Patches, BLOM

BLOM–ის პატჩები არა მხოლოდ ჰოლოგრაფიული დიზაინის, არამედ განსაკუთრებული მიკრონემსების ტექნოლოგიის გამო მოგვწონს. როგორ მუშაობს? ნემსები კანში აღწევს (დიახ, ეს მტკივნეული არაა) და ამის ხარჯზე ფორმულების ეფექტურობა იზრდება. შედეგად, კანი ნამდვილად დატენიანებულია, სილურჯეები და ნაოჭები გამქრალი. შედეგი 4-6 წყვილი პატჩის გამოყენების შემდეგ განსაკუთრებით შესამჩნევია. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს ტექნოლოგია არ გააქტიუროთ და უბრალოდ „ინსტაგრამისთვის“ რამდენიმე სელფი გადაიღოთ.
Lychee Eye Masks, Sephora

ამ ბრენდის ნაჭრის პატჩიდან სასწაულს არ ველოდით და სულ ტყუილად: პატჩები შრატით კარგად გაჟღენთილია, კანს შესანიშნავად ატენიანებს, პრაქტიკულად არ სრიალებს და სახეზე ძლივს შესამჩნევია (რაც განსაკუთრებით აქტუალურია თვითმფრინავებში, თუ სახეზე ზრუნვას პირდაპირ ბორტზე გადაწყვეტთ). გამოყენების შემდეგ კომპლიმენტები მივიღეთ!
Stress Relief Eye Mask, Estee Lauder

ბევრი ცნობილი ადამიანის და ვიზაჟისტის კოსმეტიკის ჩანთაში Estee Lauder–ის ასეთი პატჩები დევს. ისინი შეშუპებას ნამდვილად აქრობენ და თვალების ირგვლივ წვრილ ნაოჭებს ასწორებენ. ეფექტი ასაკობრივ კაზე უფრო შესამჩნევია.
Pro-Collagen Hydra-Gel Eye Mask, Elemis

თუ სილამაზის სამყაროთი დაინტერესებული ხართ, ალბათ, ამ წყვილის შესახებ ბევრი შესაქები კომენტარი ნახეთ. და ყველაფერი სიმართლეა: ისინი ნაოჭებს ასწორებენ, ატენიანებენ და ცოტა აღიავებენ კიდეც. ეფექტი დროებითია, მაგრამ თუ სადმე გასვლას აპირებთ, გამოგადგებათ. გარდა ამისა, სახიდან არ სრიალებს, თუნდაც მასთან ერთად პლანკა გააკეთოთ.
Hydro Cool Firming Eye Gels, Skyn Iceland

წვეულების მეორე დღეს ან „სამეფო კარის თამაშების“ ყურებაში გათენებული ღამის შემდეგ გიშველით. თუ თვალებს ძლივს ახელთ, აშკარა შეშუპება და უთანსწორობა გაწუხებთ, სწრაფი პროცედურის სახით Hydro Cool Firming Eye Gels დაიკარით. პატჩები ყველა პრობლემას 15 წუთში მოაგვარებს. არ ინანებთ, მერწმუნეთ!
Focuspot Dark Melting Patch, Dr. Jart+

მდნობი პატჩები – მითი თუ რეალობა? უკვე რეალობა! Dr. Jart+–მა გამოიგონა ნიღაბი, რომელიც 20 წუთში კანზე იშლება. სპეციალური დეჰიდრატაციის პროცესით აქტიური ინგრედიენტები კანში ეფექტურად აღწევს და ბევრად უკეთ მუშაობს. მაგალითად, Focuspot Dark Melting Patch–ის შემადგენლობაში შედის გამაღიავებელი ნივთიერებები 4-5-ჯერ მეტი კონცენტრაციით, ვიდრე კლასიკურ თვალის კრემებში. ვფიქრობთ, მიხვდით, რომ ნამდვილად მაგარი შედეგი აქვს.
Sublime Skin Eye Patch, (comfort zone)

უძილო ღამეების შემდეგ დილით ეს ნაჭრის პატჩები დაიკარით და მშვიდად იყავით. ისინი სახეს შესანიშნავად აჯანსაღებენ. ამასთან, სახეზე პრაქტიკულად არ ჩანს – თვითმფრინავში თამამად გამოიყენეთ.
Gold Racoony Hydrogel Eye & Spot Patch, Secret Key

სილამაზის ბლოგერების საყვარელი ჰიდროგელის პატჩები. ისინი თვალის ირგვლივ კანს კარგად ატენიანებენ, შეშუპებას აქრობენ, კანს ასწორებენ. ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ლიფტინგ ეფექტიც შეიმჩნევა. ნაკრებში მრგვალი პატჩებია, რომლებიც შეგიძლიათ ანთებაზე და აქერცლილ კანზე დაიკრათ, პრობლემას სწრაფად მოიშორებთ.
Patch Contour des Yeux Augenpatches, Les Thermes Marins

თვალებს ფინჯანი ყავა სჭირდებათ? ვხვდებით, ამიტომ ამ პატჩებს თამამად გირჩევთ. პატჩები თხელი და შრატით უხვად გაჟღენთილია, სუნი თითქმის არ აქვს, ძალიან კარგად მაგრდება, ამიტომ 15 წუთში მისი მოხსნა არ დაგავიწყდეთ (დიახ, კანზე ასეთი შეუმჩნეველია). გამოყენების შემდეგ თვალი ცოცხლდება: ქვედა ქუთუთოს ქვემოთ კანი ღიავდება და თითქოს იჭიმება. კანი დატენიანებული და სასიამოვნოდ ხელშესახებია.
Ansaligy for You, Ansaligy

თინა კანდელაკი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს: ტელეწამყვანმა თვალის ირგვლივ კანისთვის პატჩები გამოუშვა. პატჩები შრატებით გაჟღენთილია და ამიტომ ცოტა სრიალებს (გირჩევთ დაიკრათ და დაწვეთ). გამოყენების შემდეგ კანი უფრო დატენიანებული ხდება, ტექსტურა თანაბარი და სწორი, ერთფეროვანია. ამ ბრენდმა მამაკაცებისთვის ნახშირის შემცველობით შავი პატჩები შექმნა.