
კვება და დატენიანება კანის ნებისმიერ ტიპს სჭირდება, განსაკუთრებით, როცა დარაბებს მიღმა სუსხიანი, ქარიანი ზამთარია, სახლსა და ოფისში კი გათბობა მაქსიმუმამდეა აყვანილი. Girl.ge-ის რედაქციამ შეაგროვა საუკეთესო ვარიანტები ნებისმიერი ბიუჯეტისა და კანის ტიპის გათვალისწინებით.
დატკეპნილი შრატ-კრემი ressed Serum Tundra Chaga, Blithe
ერთ-ერთი უახლესი ფორმატი ბიუთი-ინდუსტრიაში – დატკეპნილი შრატ-კრემი. როგორც დასახელებით მიხვდებოდით, ამ საშუალებამ გააერთიანა კონცენტრირებული შრატისა და კრემის დადებითი მხარეები: პროდუქტი შესანიშნავად ატენიანებს, კვებავს და ამკვრივებს კანს. დიდი პლუსია ისიც, რომ ერთ ასეთ ქილას შეუძლია შრატის, დღისა და ღამის კრემების, ღამის ნიღბისა და თვალის გარშემო კანის კრემის ჩანაცვლება. მის გამოყენებას ვურჩევთ ნორმალური, მშრალი და ასაკობრივი კანის მფლობელებს.
ლიპოსომალური შრატი Resveraderm Liposomal Serum, Sesderma
ესპანური სავაჭრო ნიშანი Sesderma ცნობილია ნანოტექნოლოგიების გამოყენებით: მაგალითად, ამ შრატის აქტიური ინგრედიენტები ინკაფსულირებულია ნანოსომებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეაღწიონ კანის ღრმა ფენებში და, შესაბამისად, გააძლიერონ ზემოქმედება. სწორედ ამიტომ, ეს საშუალება ყველა წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს: პროდუქტი იცავს კანს გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან, აღადგენს მას და ზრდის ტონუსს, აუმჯობესებს სახის ფერს და აგლუვებს ნაოჭებსაც კი. ჯადოქრობაა!
სახის ფერის გასათანაბრებელი კონცენტრატი Tulasara Bright Concentrate, Aveda
ავედა ყოველთვის გამოირჩეოდა ბუნებისადმი თავისი პატივისცემით, ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ეს კონცენტრატი 97%-ით მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება. თავისი ტექსტურით, საშუალება საკმაოდ თხევადია, თუმცა, ეს მას არ უშლის ხელს კანის დატენიანებასა და გამოკვებაში. ამასთან, პროდუქტის ფორმულა შეიცავს გლუკოზამინს, რომელიც აჩქარებს კანის განახლების პროცესს, ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი კი კანს ელვარებას ანიჭებს.
უნივერსალური აღმდგენი კომპლექსი Advanced Night Repair, Estée Lauder
მთელი მსოფლიოს ვიზაჟისტები ამ შრატს ოდებს ტყუილად კი არ უძღვნიან: პირველივე გამოყენების შემდეგ, კანი იწყებს ელვარებას, შეხებისას, იგი უფრო მკვრივი და გაჯერებული იქნება. ბრენდი გვირჩევს პროდუქტის გამოყენებას ღამით, რამდენადაც ფორმულაში სპეციალური კომპლექსიც შედის, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების განახლებას. თუმცა, თამამად შეგიძლიათ პროდუქტის გამოყენება მაკიაჟის წასმამდეც, ფუძის სახით, თუ ძალიან გამომშრალი და გაუწყლოებული კანი გაქვთ.
შრატი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის “ავიწროებს ნასვრეტებს”, Natura Siberica
როგორც დასახელებიდან ხვდებით, ეს საშუალება ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვისაა განკუთვნილი. შრატს გელისებრი, მსუბუქი ტექსტურა და ჟელესებრი კონსისტენცია აქვს. იგი დაუყოვნებლივ შეიწოვება, თუმცა ნელა იხარჯება – მთელი სახისთვის დოზატორზე მხოლოდ ერთი დაჭერაა საკმარისი. იაპონური სოფორა აძლიერებს კანს გვირილისა და გულყვითელას ექსტრაქტები კი ამშვიდებს მას და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, ალტაის სელი კი სახეს ოდნავ მატე ეფექტსაც კი ანიჭებს.
შრატი Age Protect Multi-Action Intensive Serum, Uriage
სულ ცოტა ხნის წინ, Uriage-მა გამოუშვა ხაზი Age Protect, რომელიც კანის ნებისმიერი ტიპის დაბერების პროფილაქტიკისთვისაა შექმნილი. ბრენდის აზრით, სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების ცისფერი შუქი უარყოფით გავლენას ახდენს კანის სილამაზეზე, ამიტომაც შეიმუშავეს “ანტიდოტი”. შრატის შემადგენლობაშია რეტინოლი, ჰიალურონის მჟავა, ვიტამინები და თერმული წყალი – ეს ყველაფერი ამკვრივებს კანს, აღადგენს ელვარებას, იცავს პიგმენტური ლაქებისა და ნაოჭების გაჩენისგან და, რაღა თქმა უნდა, შესანიშნავად ატენიანებს კანს.
შრატი კუპეროზის წინააღმდეგ Adios Couperose, SkinBiotic
მართალია, ეს საშუალება კუპეროზისკენ მიდრეკილი კანის შრატად წარმოგვიდგინეს, თუმცა, მისი გამოყენება აბსოლუტურად ყველას შეგვიძლია. პროდუქტი განსაკუთრებით გვჭირდება მაშინ, როცა სახეზე სიწითლე და გაღიზიანება ჩნდება, ამ დღეს კი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. შემადგენლობაში შეხვდებით ფინიკის თესლის ექსტრაქტს, რომელიც ამშვიდებს კანს და ათანაბრებს ტონს.
ანტიასაკობრივი შრატი Herbalife Skin, Herbalife
ნუ შეუშინდებით ანტიასაკობრივ შრატებს, როგორც წესი, ისინი შესანიშნავად კვებავს, ატენიანებს და აღადგენს კანს. მაგალითად, ამ საშუალების შემადგენლობაშია B3, C და E ვიტამინები, ალოე ვერას წვენის ექსტრაქტი და პეპტიდები, რომლებიც რბილ, გლუვ და მკვრივ კანზე აგებენ [ასუხს. გამოყენებამდე, შეიშხეფეთ სახეზე თერმული წყალი ან დამატენიანებელი მისტი – ასე მოერიდებით წებოვან შეგრძნებებს და ხარჯსაც შეამცირებთ.