ფენის გამოყენების საიდუმლო: 5 გზა მაქსიმალური მოცულობის მისაღებად

0
851

სალონში დავარცხნის შემდეგ, თმა ყოველთვის მოცულობითი და ფუმფულა ჩანს, თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ფენს სახლის პირობებში მსგავსად ვერ ვიყენებთ? Girl.ge-ის რედაქციამ იცის 5 ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალური მოცულობის მიღებაში. მაშინაც კი, თუ ხელებში “რაზვალი” გაქვთ.

1. დაიხვავეთ თმა ძირებთან

Photo credit: GettyImages

თმის ძირებთან თმის წამოწევაზე დრო რომ არ დაკარგოთ, უბრალოდ დაახვავეთ თმის ღერები ძირებთან ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, დაიმაგრეთ უხილავი სამაგრებით და ქაოტურად გაიშრეთ ფენით. საბოლოოდ, არამხოლოდ მოცულობას, არამედ მსუბუქ, ბუნებრივ ხვეულებსაც მიიღებთ. მარტივია!

2. გამოიყენეთ მოცულობის პუდრა ან მშრალი შამპუნი

Photo credit: GettyImages

თმის წამოწევის ყველაზე მარტივი მეთოდი სპეციალური პუდრის გამოყენებაა. თუ იგი ხელთ არ აღმოგაჩნდათ, იმავე ეფექტს მოგცემთ მშრალი შამპუნიც. დიახ! იგი სუფთა თმაზე წასასმელადაც გამოდგება. წაისვით იგი მხოლოდ ძირებზე, მშრალ თმაზე, შემდეგ ჩამოივარცხნეთ და აურიეთ ხელებით. სულ ესაა!

3. ბოლოები უთოთი დაისწორეთ

Photo credit: GettyImages

ვარცხნილობას სიმკვეთრე და ტექსტურა რომ შემატოთ, წამოწიეთ თმა ძირებთან ფენის გამოყენებით, როგორც ზემოთ გასწავლეთ, ბოლოები კი, თმის შუა ნაწილიდან, პირიქით, უთოთი გაისწორეთ. ეს მარტივი საშუალება ძირებს უფრო მოცულობითს გამოაჩენს! P.S. არ დაგავიწყდეთ თერმოდამცავი საშუალებების დატანება უთოს გამოყენებამდე.

4. სწორად გამოიყენეთ მრგვალი სავარცხელი

Photo credit: GettyImages

მაქსიმალური მოცულობის მიღწევის ყველაზე საიმედო გზაა თმის გაშრობა ბრაშინგის (მრგვალი სავარცხლის) გამოყენებით. ამის გაკეთება რომ გაგიმარტივდეთ, დაყავით თმა რამდენიმე ზონად და დაიმაგრეთ ისინი სპეციალური დამჭრებით. თითოეული ზონა გააშრეთ ცალკე, გაწელეთ ზემოთ, განსაკუთრებული ყურადღება კი დაუთმეთ ძირებს. შემდეგ გახსენით შემდეგი ხვეული და შეუდექით მის გაშრობას – ასე გააგრძელეთ, სანამ თმის მთელი მასა არ გაშრება. რეალურად, ეს სულაც არაა რთული – ივარჯიშეთ.

5. გამოიყენეთ თმის ლაქი

Photo credit: GettyImages

დაბოლოს, საბოლოო შტრიხი. გადაწიეთ თავი ქვემოთ, კარგად დაფერთხეთ თმა და წაისვით ლაქი მოცულობისთვის, ძირებთან ახლოს. შეგიძლიათ, ეს მანიპულაცია რამდენჯერმე გაიმეორეთ, ვარცხნილობამ ფორმა მაქსიმალურად დიდხანს რომ შეინარჩუნოს.

წყაროcosmo