
ქალურობის განვითარებასთან დაკავშირებული უამრავი წიგნის წაკითხვა შეიძლება, თუმცა, ისინი ყველას არ შველის. ამ შემთხვევაში, თქვენს დასახმარებლად უძველესი სიბრძნეებია მზად. უძველესი ვედების წმინდა ხელნაწერების თანახმად, თუ ქალი თავს უბედურად ან ულამაზოდ გრძნობს, ან სიყვარულში არ უმართლებს, ესე იგი, ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. საუბარი არა დაღლილობაზე, ხასიათზე ან ტემპერამენტზე, არამედ ქალური ენერგიის ძველებურ გაგებაზეა, რომელსაც შეუძლია ძალის, თავდაჯერების, მიმზიდველობისა და მომხიბლავობის შემატება. გინდათ, გაიგოთ, როგორ განავითაროთ და გააძლიეროთ იგი?
ზოგიერთი ადამიანი უკვე “სავსე” ქალური ენერგიით იბადება და მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. თუმცა, არასწორ მოქმედებებს ან ქცევებს მისი განადგურება შეუძლია. როგორ დავიბრუნოთ ქალური ენერგია, რა უნდა და არ უნდა გავაკეთოთ ამისთვის – ყველაფერს Girl.ge-ის დღევანდელი სტატიიდან გაიგებთ.
როგორ “ავივსოთ” ქალური ენერგიით?
ვედების (ძველი ინდუისტური ნაშრომები, რომლებიც 5 ათასი წლის წინ დაიწერა) თანახმად, სამყარო ქალის ენერგიაზეა დაფუძნებული. სწორედ ქალის ენერგია მართავს ყველა სამყაროს, სწორედ იგი აკონტროლებს უზენაეს ღმერთს, კრიშნას. რას ნიშნავს ეს, მარტივი სიტყვებით? იმას, რომ ქალი, რომელსაც საკმარისად აქვს ასეთი ენერგია, თავს ბედნიერად და ლამაზად გრძნობს, არ აქვს თვითშეფასებასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები, იგი ბევრს უყვარს, მამაკაცებს მოსწონთ.
არსებობს სპეციალური მანტრები, რომლებიც ზრდის ქალური ენერგიის დონეს. აგრეთვე, ვედებში იპოვით რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა და არ უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ენერგია არ დაკარგოთ. ზოგიერთი მათგანი უაღრესად სპეციფიკურია და თანამედროვე ცხოვრებისთვის ნაკლებად შესაფერისი იქნება, ხოლო ზოგიერთი ჯერ კიდევ გონივრული და ლოგიკურია, ათასწლეულების შემდეგაც კი.
როგორ აღვადგინოთ ქალური ენერგია: 7 რჩევა, რომლებიც ათასწლეულებმა გამოსცადა
ვედების მიხედვით, არაა რეკომენდებული ქალისთვის თავღია სიარული ან უცხო მამაკაცებისთვის თავისი სხეულის ჩვენება (მათ შორის, მაჯის ან ხორხის): ამის გამო, ქალური ენერგია მყისიერად “გაედინება”. ნაწილობრივ, აქედან მოდის ქალის თავით ფეხებამდე შეფუთვის აღმოსავლური ტრადიცია. რა თქმა უნდა, აღმოსავლელ ლამაზმანებს ვერ მივბაძავთ. თუმცა, ვედები მოიცავს ისეთ რჩევებსაც, რომლებიც სავსებით შეეფერება თანამედროვე ევროპელ ქალბატონებს.

- დაიცავით სისუფთავე სახლში, ურთიერთობებში, აზრებში, ტანსაცმელში. ესაა ფაქტორი, რომელიც მხარს უჭერს როგორც მთვარის, ისე მასთან დაკავშირებულ ქალურ ენერგიასაც.
- შექმენით სილამაზე – ქალი, რომლის სახლშიც ლამაზი არაფერია, რომელიც არ იცვამს ლამაზად, კარგავს თავის ქალურ ძალასა და ენერგიას.
- გახსენით და მიანდეთ საკუთარი გული სხვას – ესეც აგავსებთ ქალური ენერგიით.
- იზრუნეთ – სხვებზე ზრუნვის უნარი აქცევს ქალს ქალად.
- გაუზიარეთ პასუხისმგებლობა და ნუ შეუშინდებით დახმარების თხოვნას. თუ მამაკაცი, რომელიც რთულ საქმეებს დამოუკიდებლად უმკლავდება, უფრო ძლიერი ხდება, ქალის ენერგიაზე პასუხისმგებლობის ტვირთი უარყოფითად მოქმედებს. სხვათა შორის, სწორედ ეს ხსნის იმას, თუ რატომ არ აღიქვამენ წარმატებულ ბიზნესვუმენებს ქალებად.
- სრულჰყავით საკუთარი თავი – რაც უფრო მეტი შეგიძლიათ, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი ქალური ენერგია.
- უფრო ხშირად გამოავლინეთ სინაზე – აქ არაფერია ასახსნელი.
ქალური ენერგიის მანტრა “ადი შაქთი”
კუნდალინი-იოგაში არსებობს სპეციალური მედიტაცია ქალური ენერგიისთვის. მის დროს იკითხება მანტრა, რომელიც ეძღვნება სამყაროს დედას, იმავე ადი შაქთის, რომელიც ღვთაებრივ ქალურ საწყისად ითვლება. სიტყვა “შაქთის” მრავალი მნიშვნელობა აქვს – ასე უწოდებენ ღვთაებებს, ინდუისტური ღმერთების ცოლებს, დიად ღვთაებრივ ენერგიას, ადამიანის შინაგან ენერგიასა და ქალურ საწყისს.

ამ მანტრის წასაკითხავად,
- მოთავსდით მარტივ პოზაში (გადაჯვარედინებული ფეხები, გასწორებული ხერხემალი და ოდნავ წინ გადახრილი წელი – თავი მტკიცედ და კომფორტულად უნდა იგრძნოთ);
- შეკარით მუშტები, დიდი თითები გარედან დატოვეთ, მოხარეთ ხელები იდაყვებში, ოღონდ არ მიაბჯინოთ ნეკნებს;
- დაალაგეთ ხელები მხრების წინ, ხელის გულებით წინ და საჩვენებელი თითები ვერტიკალურად (ეს უკანასკნელი იუპიტერს უკავშირდება, რომელიც გვჩუქნის სიბრძნეს, წონასწორობასა და სიმშვიდეს – ქალური ენერგიის მედიტაციისთვის ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);
- დახუჭეთ თვალები და იმღერეთ მანტრა:
ადი შაქთი, ადი შაქთი, ადი შაქთი ნამო ნამო.
სერაბ შაქთი, სერაბ შაქთი, სერაბ შაქთი ნამო ნამო.
პრიტამ ბაგვატი, პრიტამ ბაგვატი, პრიტამ ბაგვატი ნამო ნამო.
კუნდალინი მატა შაქთი, მატა შაქთი ნამო ნამო.
სიტყვები ასე ითარგმნება: “ქედს ვიხრი საწყისი ძალის წინაშე, ქედს ვიხრი ყოვლისშემძლე ძალის წინაშე, ქედს ვიხრი შემოქმედი საწყისი ძალის წინაშე, ქედს ვიხრი სამყაროს დედის ღვთაებრივი ძალის წინაშე.”
შეგიძლიათ, თავად იმღეროთ ან უსმინოთ სხვის მანტრას. მისი მოსმენისა და შესრულების დრო შეუზღუდავია.

სხვა მანტრები
ქალური ენერგიისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მანტრაა მთვარის ქალღმერთისადმი მიძღვნილი მანტრა, რომელიც სამყაროს დედის ენერგიასაც იზიდავს. წაიკითხეთ იგი სავსემთვარეობაზე, დედამიწის თანამგზავრისკენ გაწვდილი ხელებით, 12 წუთის განმავლობაში: აუი შრი გაია ადი ჩანდრა აია ნამაჰ. ითვლება, რომ ეს მანტრა, თუ მას 12 სავსემთვარეობაზე ზედიზედ წაიკითხავთ, იღბალსა და სიმდიდრესაც მოგიტანთ.
კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მანტრა ქალური ენერგიის აღსადგენად – მწვანე ტარეს მანტრა. მრავალი იერსახის მქონე ქალღმერთი ტარე არამხოლოდ იცავს კაცობრიობას უბედურებებისგან, არამედ ქალებს ეხმარება მათი ცხოვრებისეული გზის გავლაში, თავდაჯერებულობისა და მიმზიდველობის მომატებაში, ჩუქნის მათ საპასუხო სიყვარულსა და ჰარმონიას ურთიერთობებში. როგორც წინა, ეს მანტრაც რამდენიმე სიტყვისგან შედგება: ომ ტარე ტუტტარე ტურა სოჰა (სანსკრიტის ვარიანტში “სვაჰა”, რაც ითარგმნება, როგორც “დაე” ან “იდიდე”).
ტარეს მანტრის კითხვა რეკომენდებულია:
- თუ ვერ ახერხებთ დაფეხმძიმებას;
- თუ ქალური დაავადებები გაქვთ;
- თუ სიყვარულთან ან ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ;
- თუ მუდმივად უკმაყოფილო ხართ საკუთარი გარეგნობით – ეს მანტრა დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეყვარებაში.
კიდევ როგორც შეიძლება ქალური ენერგიის დაბრუნება?
ვედებზე დაყრდნობით, ისეთი თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებული და მარტივი რჩევების შეგროვებაც შეიძლება, რომლებიც დაგვეხმარება დაკარგული ქალური ენერგიის აღდგენასა და უკვე არსებულის გაძლიერებაში.
- არ აუწიოთ ხმას და არ გადახვიდეთ ყვირილზე – თქვენი ქალური ენერგია ამ დროს იკარგება;
- ხშირად ჩაიცვით გრძელი კაბები (მით უმეტეს, ისინი ახლა მოდაშია) – ასე ქალური ენერგიის გადინებას შეუშლით ხელს;
- გაანებივრეთ საკუთარი თავი – მასაჟილ სილამაზის სალონი, ახალი კაბა თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინებთ;
- ხშირად იკონტაქტეთ დაქალებთან – ამ მომენტში ენერგეტიკური გაცვლა ქალურ ენერგიას აძლიერებს;
- დაკავდით კულინარიით, ჩაატარეთ ცდები ორიგინალური რეცეპტებით – ეს ტრადიციული საქმიანობაც აძლიერებს ქალის ძალასა და ენერგიას;
- ჩაეწერეთ ვოკალის გაკვეთილებზე ან უბრალოდ იმღერეთ გულში, თუ გსურთ – სიმღერა წმენდს ყელის ჩაკრას;
- იცეკვეთ – ეს ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა ქალური ენერგიის მოსამატებლად.