კრემების ნაცვლად – ნიღბები და კორეელი ქალების კიდევ 4 საიდუმლო, რაზეც წარმოდგენაც არ გქონდათ

0
778
photo credit: Getty Images

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კორეელი სილამაზის ბლოგერი შარლოტა ჩო გვიზიარებს კანის მოვლის 5 საიდუმლო ხრიკს, რომელზეც გარანტიას იძლევა. ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ!

1. აკნეს პატჩები

photo credit: Getty Images

„ჩვენ, კორეაში აკნეს მოსაშორებლად კრემებს ან მალამოებს პრაქტიკულად არ ვიყენებთ. პატჩები უფრო ეფექტურია: საფარის ქვეშ საშუალების შეღწევის ეფექტურობა ასჯერ იზრდება და ხშირად ერთი ღამე საკმარისია, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი უკვალოდ გაქრეს. ჩემი საყვარელი Corsx–ის Acne Pimple Master Patch თეთრები ღირს, მაგრამ ძალიან ეფექტურია“ – ამბობს შარლოტა.

2. მიცერალური წყალი – ნებისმიერი შემთხვევისთვის

photo credit: Getty Images

„მიცერალური წყალი მსოფლიოში ყველა გამწმენდ საშუალებას მინაცვლებს“ – იღიმის ჩო, – „მისი დახმარებით მაკიაჟს ვიშორებ, კანს ვიწმენდ ან უბრალოდ ვამშვიდებ. ყველა სახის ქაფი, სკრაბი, გომაჟი, დემაკიაჟის საშუალება მოვიშორე და მხოლოდ მიცერალური წყალი დავიტოვე. ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ არჩევანი Neogen Dermalogy-ს Real Flower Cleansing Water Calendula-ზე შევაჩერე. ის თითქმის სრულად ორგანულია, ბოთლში გულყვითელას ფურცლები დაცურავს. მას შესანიშნავი დამატებითი ეფექტი აქვს – სიწითლეს აქრობს!“

3. კრემების ნაცვლად ნიღბები

photo credit: Getty Images

„გაოცდებით, მაგრამ ამ ბოლო დროს კორეაში მკვებავ და დამატენიანებელ კრემებზე უარის თქმა და მათ ნაცვლად ნიღბების გამოყენების ტენდენცია პოპულარული ხდება. კვლავ, ინგრედიენტები კანში უფრო ღრმად აღწევს, ეფექტი უფრო გამოხატულია და კანს გაწელვა საჭირო არაა. ახლა პოპულარულია „კვირები“ (Soko Glam-ს ძალიან მაგარი 7 Day Sheet Mask Challenge ნიღბების ნაკრები აქვს), შეფუთვაში 14 ნიღაბია, დღეში 2 – დილა–საღამოს, სხვადასხვა შემადგენლობით. ამრიგად, კანი 7 დღეში სხვადასხვა საჭირო ნივთიერებას იღებს და არა ერთი და იმავეს“.

4. ღვინის პილინგი

photo credit: Getty Images

„ფერმენტირებული ყურძნის და გლიკოლის მჟავა კანის გასაწმენდად ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებად ითვლება. მომწონს პილინგები გაჟღენთილი დისკების სახით, როგორიცაა Neogenlab–ის Peel Gauze Peeling Wine. მისი გამოყენება მოსახერხებელია და ასე ზედმეტი არ მოგივათ“.

5. Beauty Water

photo credit: Getty Images

„მჯერა, რომ ასეთ საშუალებებს მომავალი აქვთ. ეს წყალი მიცელარულისგან განსხვავდება იმით, რომ ამქერცლავ ინგრედიენტებს შეიცავს, ანუ სკრაბს, პილინგს და ტონიკს ანაცვლებს“.

წყაროcosmo