ვმალავთ ლოყებს: მოდური ვარცხნილობები მრგვალი სახისთვის

0
1017

თუ თქვენს წარმოსახვაში დახვეწილობა და ელეგანტურობა საყვარელ ლოყებს არ ესადაგება, და სახისთვის ვიზუალურად ოვალური ფორმის მინიჭება გსურთ, სცადეთ პრობლემის გადაჭრა დალაქთან! Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ აქტუალურ ვარცხნილობებს მრგვალი სახისთვის, ვარსკვლავების მაგალითზე.

მირანდა ქერი

მირანდა ქერი უპირატესობას ანიჭებს ვარცხნილობებს მსუბუქი ხვეულებით და ყოველთვის გადააქვს თმა სახის ერთ მხარეს, რითაც ვარცხნილობას ასიმეტრიულობას ანიჭებს და ასე “ფარავს” მრგვალ სახეს.

სელენა გომესი

იგი უპირატესობას ტალღოვან ვარცხნილობებს ანიჭებს, რომლებიც თმის ზედა ნაწილში მოცულობას ზრდის და სახეს ვიზუალურად აგრძელებს.

მილა კუნისი

მსახიობი ირჩევს გრძელ თმას, ცვალებადი სიგრძის რიგებით და მრუდემ წაგრძელებული წინამოთი. მსუბუქი ხვეულები მომგებიანად უსვამს ხაზს აქტუალურ გაღიავებას და აკორექტირებს სახის ოვალს.

ქირსთენ დანსთი

იგი ირჩევს მოგრძო კარეს ან მხრებამდე სიგრძის ვარცხნილობასა და მსუბუქ, გვერდულ წინამოს, რომელიც სახეს ვიზუალურად ასწორებს.

მიშელ ვილიამსი

მიშელი მოკლე ვარცხნილობას ირჩევს. ყურადღება მიაქციეთ ამ ვარცხნილობის რბილ ფორმას, თხემზე ბორცვითა და გვერდზე ხშირი წინამოთი, რომელიც სახის ოვალს ფორმას უცვლის.

მაილი საირუსი

მოკლე ვარცხნილობის კიდევ ერთ ვარიანტს ვხედავთ მაილი საირუსზე. ძალიან მოკლე თმა ყურებს ზემოთ, გვერდითა ზონებში, ხოლო წინამოს ზონაში – მაქსიმალური მოცულობა, სახიდან უკანა მიმართულებით გადაწეული თმა, აქტიუალური შეღებვა ძირებთან მუქი და ბოლოებთან ღია საღებავით – ეს ყველაფერი სახის ოვალის იდეალურ კორექციას უწყობს ხელს.

თქვენ როგორ ნიღბავთ საყვარელ ლოყებს?

წყაროcosmo