საბედოზე მკითხაობა შობას და სხვა დღეებში: როგორ გავიგოთ ყველაფერი საქმროს შესახებ

0
1224
photo credit: Legion Media

გაჯეტების და მისაწვდომი ინფორმაციის ეპოქაშიც მკითხაობა დღემდე აქტუალური რჩება. როდის შევხვდები საბედოს? – ამ კითხვას გოგოები ხშირად სვამენ საძიებო სისტემაში, კარტაზე, სანთელზე, სარკეში ყურებისას და სხვა მისტიკური ატრიბუტების გამოყენებისას.

ამბობენ, რომ ყველაზე ზუსტი მკითხაობაა შობის წინა ღამეს ან ხუთშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, როცა ქალის ენერგია განსაკუთრებით ძლიერია. Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საბედოზე მკითხაობას ორივე შემთხვევისთვის, ასევე რიტუალებს, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში ასრულებენ. არ ინერვიულოთ, ღამით ეკლესიაში წასვლა ან გზაჯვარედინზე ფეხსაცმლის გადაგდება არ მოგიწევთ. საბედოზე მკითხაობა სავარცხლით, კარტით ან სანთლით შეგიძლიათ სახლში მარტივად შეასრულოთ.

საბედოზე მკითხაობა შობას

შობის მთავარ რიტუალებს შორისაა სარკის წინ საბედოზე მკითხაობა. სანთლის შუქზე გოგონა სარკეში იყურება და შელოცვით პარტნიორს იძახებს, მისი გამოსახულების დანახვას ცდილობს. თუმცა, მამაკაცის ანარეკლის დანახვას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ამასთან, სარკეში საბედოს დანახვამ შეიძლება სერიოზულად შეგაშინოთ.

ღირს თუ არა ასეთი მკითხაობის ჩატარება თავად გადაწყვიტეთ. ჩვენ უფრო მარტივ, მაგრამ არა ნაკლებ საინტერესო საშობაო რიტუალებს გთავაზობთ.

საბედოზე მკითხაობა კარტით

საბედოს სახელის გასაგებად შეგიძლიათ კარტი გამოიყენოთ. დასტა აჩეხეთ და გადატრიალებული დადეთ. მამაკაცის სახელი თქვით და კარტი გადმოაბრუნეთ, ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ გულის მეფეს არ შეხვდებთ. მის გამოჩენამდე ნათქვამი სახელი თქვენი მომავალი საქმროს სახელია.

საბედოზე მკითხაობა ღამით

შობის ღამეს, როცა ოჯახის წევრები დაიძინებენ, ფანჯარასთან დაჯექით. ამ მკითხაობისთვის მხოლოდ სიბნელე და სიჩუმე გჭირდებათ. თქვით: მოდი ჩემთან, ჩემო საბედოვ! და დაელოდეთ, როცა ვინმე თქვენს ფანჯარასთან ჩაივლის.

თუ ჩავლილი ხალხი იცინის და საუბრობს, მანქანამ ხმამაღლა ან მუსიკით ჩაიარა, მამაკაცთან თქვენი ურთიერთობა ბედნიერებით და მოვლენებით სავსე იქნება. თუ ჩავლილი ადამიანი ან ავტომობილი ჩუმად მოძრაობს, მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობაში.

საბედოს სახელზე მკითხაობა

პატარა ქაღალდის ფურცლებზე მამაკაცის სახელები დაწერეთ. მნიშვნელოვანი დეტალი: არა მხოლოდ პოტენციური შეყვარებულების სახელები, არამედ უცნობი ხალხის სახელებიც გამოიყენეთ. ერთი ფურცელი ცარიელი დატოვეთ.

ფურცლები ბალიშის ქვეშ შეინახეთ – მკითხაობა ძილის წინ, შობის ღამეს უნდა შეასრულოთ. დილით ერთ–ერთი ფურცელი გამოიღეთ და სახელი წაიკითხეთ – ამ ადამიანთან შეხვედრა გელოდებათ. თუ ქაღალდი ცარიელია, არ ინერვიულოთ: უბრალოდ ბედი თქვენს საბედოს ჯერ არ იცნობს, მაგრამ მალე გამოჩნდება.

საბედოზე მკითხაობა ბალიშის ქვეშ

კარტა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრების მეგზური და რას მოგიტანთ ურთიერთობა. მთავარია, რომ ადრე კარტი სათამაშოდ გამოყენებული არ გქონდეთ.

დაგჭირდებათ 1 ყვავის დედოფალი, 4 მეფე და 4 რაინდი. ძილის წინ შეასრულეთ: დაბანის შემდეგ 9 კარტი აჩეხეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ. დილით, გაღვიძებისთანავე ერთ–ერთი კარტი გამოიღეთ.

თუ ამოვიდა ყვავი დედოფალია, სასიყვარულო ურთიერთობაში მესამე პირი გამოჩნდება, რომელიც დაგაშორებთ. თუ მეფე – ასაკოვან მამაკაცს შეხვდებით, ხოლო რაინდი ახალგაზრდა ადამიანთან სიყვარულს გპირდებათ. ხოლო ფერები ნიშნავს შემდეგს:

  • გული: ძლიერი და ორმხრივი სიყვარული გელით.
  • ყვავი: პოტენციური პარტნიორიდან ან მესამე პირიდან ეშმაკობაა მოსალოდნელი.
  • ჯვარი: ურთიერთობა გაგრძელდება, მაგრამ შეიძლება ქორწინებით არ დასრულდეს. გამორიცხული არაა, რომ პარტნიორი დაქორწინებული იყოს.
  • აგური: წინ ბედნიერი თანაცხოვრება გელით.
photo credit: Legion Media

საბედოზე მკითხაობა პარასკევს

საბედოზე მკითხაობა

ეს ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მკითხაობაა. ღამით, პარასკევს აივანზე ან ფანჯარასთან პირსახოცი ჩამოკიდეთ და თქვით: „მორთულო საბედოვ, მოდი და პირი მოიწმინდე“. თუ დილით პირსახოცი სველი იქნება, მომავალ წელს ქორწინება გელოდებათ, ხოლო თუ მშრალია – საბედო ჯერჯერობით თქვენთან არაა.

მკითხაობა სანთლით

ეს მკითხაობა შეგიძლიათ შეასრულოთ, თუ უკვე იცით იმ მამაკაცის სახელი, ვისთვის გულგრილი არ ხართ – ეს არჩევანის გაკეთებაში და პოტენციური პარტნიორის გრძნობების გაგებაში დაგეხმარებათ

ხუთშაბათ–პარასკევს ღამით იმდენი სანთელი აიღეთ, რამდენი თაყვანისმცემელიც გყავთ – თითოეული რომელიმე მამაკაცის სიმბოლოა (კომფორტისთვის შეგიძლიათ გვერდზე სახელები მიუწეროთ). სანთლები წრეზე დააწყვეთ. ცენტრში კიდევ ერთი სანთელი ჩადეთ – ეს თქვენ ხართ. ყველა აანთეთ და დააკვირდით, როგორ იწვება ცენტრალური სანთელი. წრეზე რომელ სანთელზეც მიუთითებს, სწორედ მას შეგიძლიათ საბედო უწოდოთ.

საბედოზე მკითხაობა სავარცხლით

პარასკევს ღამით მოემზადეთ: დაწოლისას გვერდით სავარცხელი დაიდეთ. დილით გაღვიძებისთანავე სავარცხლით თმა ერთხელ დაივარცხენთ და ნახეთ, რამდენი თმის ღერი დარჩა კბილებზე. მათი რიცხვი ნიშნავს შემდეგს:

  • არც ერთი: საბედოზე მკითხაობა მეორე დღეს უნდა გაიმეოროთ.
  • 1: საბედო ახლოსაა, მას მალე შეხვდებით.
  • 2: საყვარელ ადამიანზე სიახლეს ელოდეთ, რაც მიგანიშნებთ როდის და როგორ შეხვდებით თქვენს ბედს.
  • 3: თქვენს წრეში არის ადამიანი, ვინც შეიძლება თქვენი ბედი იყოს. არსებობს რისკი, რომ წყვილი არ გახდეთ – ჯერჯერობით ან საერთოდ.
  • 4: მოწინააღმდეგეს ან პირად ცხოვრებაზე ჭორებს ერიდეთ.
  • 5: მალე გამოცდაა მოსალოდნელი, რამაც შეიძლება თქვენი ურთიერთობა შეცვალოს.

საბედოზე მკითხაობა ასანთით

ორი ასანთის ღერი აიღეთ: ერთი – თქვენ ხართ, მეორე – ბიჭი, რომელიც გსურთ საბედო გახდეს. ასანთები ვერტიკალურად ჩადეთ პლასტილინში ან ცომში და აანთეთ. ახლა ყურადღება მიაქციეთ დამწვარი ასანთები საით გადაიხრება და გაბრუნდება.

თუ „საბედო“ და „თქვენ“ ერთმანეთისკენ არ გადაიხარეთ – ქორწილს არ ელოდოთ. თუ ვერტიკალურად დარჩა – თქვენი ურთიერთობა ნეიტრალურია, მაგრამ შეიძლება კიდევ შეიცვალოს. თუ თქვენი ასანთი მისკენ გადაიხარა, მისი კი სხვა მხარეს ან უმოძრაოდ დარჩა, თქვენი გრძნობები დროებით უპასუხოდ დარჩება. საუკეთესო ნიშანი – ორივე ასანთის ღერის თავები ერთმანეთისკენ გადახრილია.

მკითხაობა ღილებით

საბედოზე მკითხაობა ხუთშაბათ–პარასკევს გიამბობთ, სად ან რა ვითარებაში შეხვდებით საბედოს. სხვადასხვა ფერის ღილები აიღეთ და ტომარაში ან ქუდში შეინახეთ. ხმამაღლა იკითხეთ: „სად მელოდები, ჩემო ძვირფასო?“ შემდეგ ერთ–ერთი ღილი ამოიღეთ. მისი ფერი პასუხს გეტყვით:

  • შავი: სამსახურში ან სასწავლებელში
  • ლურჯი: ტრანსპორტში ან მაღაზიაში. სადღაც, სადაც საყოფაცხოვრებო ცხოვრებიდან, რუტინიდან გადიხარ.
  • მწვანე: პარკში, ქუჩაში, ბუნებაში.
  • წითელი: არც თუ ისე სასიამოვნო გარემოში შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ კარგად დასრულდება.
  • ყავისფერი: კომპანიაში შეხვედრა. ან მეგობარი გაგაცნობთ.
  • თეთრი: შვებულებაში ან შორეულ მოგზაურობაში.
  • ყვითელი: სოციალურ ქსელებში.
  • ნაცრისფერი, ვერცხლისფერი ან ბზინვარე: წვეულებაზე, ბარში, კინოში და სხვა გასართობ ადგილებში.
photo credit: Legion Media

საბედოზე მკითხაობა ჩვეულებრივ დღეებში

ნებისმიერი ზემოთ დასახელებული მკითხაობა შეგიძლიათ ჩვეულებრივ დღეებში შეასრულოთ. და მაინც, რამდენიმე პირობა არსებობს. სასურველის გასაგებად ჯადოქრები თმას იშლიდნენ, ქამარს იხსნიდნენ და სახლში სიჩუმის და სიწყნარის დადგომას ელოდნენ. და კიდევ, სავსე მთვარეზე მკითხაობდნენ, რომ შედეგი უფრო მართალი ყოფილიყო.

მკითხაობა დაბადების თარიღით

თუ საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ და გსურთ გაიგოთ, რა გელოდებათ მომავალში, საბედოზე მკითხაობა დაბადების თარიღით გამოგადგებათ. ამისთვის თქვენი სრული თარიღები ჩამოწერეთ და დააჯამეთ, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ. მაგალითად, თუ დაიბადეთ 20.10.1990, 2,1,1,9 და 9 დააჯამეთ. ჯამი 22 კვლავ დააჯამეთ და მიიღებთ 4. მსგავსი მამაკაცის თარიღით გააკეთეთ და ორი შედეგი დააჯამეთ.

საბოლოო ციფრი ნიშნავს შემდეგს:

  1. ქორწილი მოსალოდნელია, მაგრამ თითოეული თქვენგანი თავს ლიდერად ან დამოუკიდებელ პირად იგრძნობს.
  2. საქმე დაოჯახებამდე მიდის, მაგრამ მოსალოდნელია პრობლემები. პატარა უსიამოვნების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ.
  3. ეს ციფრი წყვილში მესამე, ზედმეტ ადამიანზე საუბრობს.
  4. ბედი საბედოსთან ქორწინებაში ხელს არ გიშლით. ცხოვრება ძლიერი და აყვავებული იქნება, ზოგჯერ მისი გაფერადება მოგიწევთ, რომ რუტინაში არ ჩაიძიროთ.
  5. არც თუ ისე ხელსაყრელი შედეგი. ეს ბიჭი ან მამაკაცი მგონი თქვენი საბედო არაა. საერთოდ არავის: ის ერთდროულად რამდენიმე გოგოთია გატაცებული.
  6. თქვენ გვერდით საბედოა, რომელიც მზადაა თქვენთან ერთად ცხოვრებისთვის ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს.
  7. ურთიერთობა ნათელი და მგზნებარე იქნება. ასეთი გრძნობები სწრაფად იწვის და ქორწინებამდე არ მიგიყვანთ.
  8. ბედნიერი ქორწინებისთვის ორივეს საკმარისი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ.
  9. თქვენ იცით, თუ რა გსურთ მეორე ნახევრიდან და მისკენ მიდიხართ. ქორწილი დიდი ალბათობით ახლოსაა.

მკითხაობა ბრინჯით

ასეთი მკითხაობით საბედოს სახელს და სიყვარულის შესახებ საინტერესო კითხვებზე პასუხს ვერ გაიგებთ. სამკითხაოდ პატარა ჭურჭელი და ბრინჯი დაგჭირდებათ. ჭიქა მარცვლეული გაავსეთ, კითხვა დასვით და მარცხენა ხელით რამდენიმე მარცვალი ამოიღეთ. თუ ხელში კენტი რაოდენობის ბრინჯი გაქვთ, პასუხი უარყოფითია, თუ ლუწი – დადებითი.

მნიშვნელოვანი მომენტი: კითხვა ისე დასვით, რომ მასზე „დიახ“ ან „არა“ უპასუხოთ. შეგიძლიათ ნებისმიერი რამ იკითხოთ, მაგალითად, უახლოეს 3 თვეში საბედოს შეხვდებით თუ არა, ახალგაზრდა ადამიანი ქორწინებისთვის მზადაა თუ არა, ან ღირს თუ არა მასთან ერთად თანაცხოვრება.

საბედოზე მკითხაობა ძილის დროს

შელოცვა, რომელიც ღამით საბედოს ნახვას გვპირდება. რამდენიმე მათგანზე გიამბობთ: აირჩიეთ, რომელი მოგწონთ და სცადეთ ცხადი სიზმრების დასიზმრება.

ორშაბათს ღამით: წარმატებულია, თუ ახალ წელს ცოცხალი ნაძვის ხე დადგით – რიტუალისთვის პატარა ტოტი დაგჭირდებათ. ბალიშის ქვეშ შეინახეთ და თქვით: „ორშაბათს ვწვები, ნაძვის ხე თან მიმაქვს. ვინც ჩემზე ოცნებობს, დაე, ვიხილო“.

სტუმრად: კლასიკური მკითხაობა საბედოზე სიზმარში, თუ ახლობელთან სტუმრად დარჩით. ატრიბუტები არ დაგჭირდებათ. უბრალოდ თქვით: „ახალ ადგილას ვიძიებ, საქმრო საცოლეს დაესიზმროს“. დაიმახსოვრეთ: ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ ლაპარაკი აღარ შეიძლება.

საბედოზე მკითხაობა სავარცხლით: ძილის წინ თმა არ დაივარცხნოთ, სავარცხელი ბალიშის ქვეშ შეინახეთ. დაწექით და თქვით: „საბედო მორთულო, მოდი და დამვარცხნე“ – სიზმარში საბედოსთან შეხვედრას ელოდეთ.

წყაროcosmo