არა მხოლოდ ფერი: 9 საუკეთესო ტუჩსაცხი, რომლებიც ტუჩებს არ აშრობენ

0
1058
photo credit: Shutterstock

აი, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ნუდი ტუჩსაცხი, როგორც წითელი ტუჩსაცხი, კლასიკად ითვლება. თუ ალისფერ ტუჩსაცხს საღამო მიყავს, ხორცისფერი დღის მაკიაჟის დედოფალია. მის გარეშე არც ერთი თანამედროვე ქალის კოსმეტიკა არ იქმნება! უფრო მეტიც, მისი ჩრდილები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება და თქვენი ფერის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია, რომ ტუჩსაცხი ტუჩებს არ აშრობდეს. ამოცანა ბევრია, მაგრამ Girl.ge–ს რედაქციმ გამოსავალი იცის და ახლა იმ ერთადერთი ტუჩსაცხის პოვნაში დაგეხმარებით.

photo credit: Romanovamakeup

თხევადი გლუვი ტუჩსაცხი Luxe Liquid Lip Velvet Matte (Double Bare), Bobbi Brown

photo credit: Getty Images

გლუვი ტექსტურის მიუხედავად ტუჩსაცხი ტუჩებს საერთოდ არ აშრობს! ყველაფერი კი თხევადი ფორმულის წყალობით, რომელშიც პუდრის პიგმენტები ველური მანგოს ზეთშია შერეული. გაჯერებული ნუდისფერი ჩრდილი 12 საათამდე ძლებს და ჭამის დროსაც არ მოგშორდებათ.

ტუჩსაცხი VisionAiry Gel (№202, Bullet Train), Shiseido

photo credit: Getty Images

ამ ტუჩსაცხის უწონო დაფარვაში გაერთიანებულია მსუბუქი ატლასის საფარი და გაჯერებული ჩრდილები. რევოლუციური ტექნოლოგია Triple Gel Technology პიგმენტს წყალს უერთებს და ფუნჯის უჩვეულოდ სწორ გასრიალებას და გამძლე, რბილ დაფარვას უზრუნველყოფს. ბონუსი: გამაგრილებელი ეფექტი წასმის დროს და გრძელვადიანი დატენიანება.

ტუჩსაცხი Rouge a Levres Merci (№80), Vivienne Sabo

photo credit: Getty Images

ეს ტუჩსაცხი შეიცავს პეპტიდებს, რომელიც კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს და ტუჩის კანის ელასტიურობას ზრდის, კანდელილას ცვილს, რომელიც დატენიანებას და დაცვას უზრუნველყოფს, აბუსალათინის ზეთს, რომელიც ეპიდერმისის რეგენერაციას აძლიერებს. არ დაგავიწყდეთ ძვირადღირებული პრიალა ბზინვარება. ბზინვარება პლიუს მოვლა – კიდევ რა არის საჭირო?

ტუჩსაცხი Color Sensational Shine Compulsion (№50 Baddest Beige), Maybelline New York

photo credit: Getty Images

ეს ტუჩსაცხი 70%–მდე ზეთებს შეიცავს – განსაკუთრებული ორფაზიანი ტექნოლოგია სუპერდატენიანებას და დახვეწილ ბზინვარებას უზრუნველყოფს. ზამთრის სეზონისთვის შესანიშნავია, რადგან ასე ტუჩებს ძლიერ ყინვაში გამოშრობა და აქერცვლა არ ემუქრება.

თხევადი ტუჩსაცხი Slip Tease Full Color Lip Lacquer (№13 First Date). NYX Professional Makeup

photo credit: Getty Images

თუ მკვრივი ტექსტურის და ბზინვარე პიგმენტის მქონე ტუჩსაცხები მოგწონთ, მაშინ Slip Tease Full Color Lip Lacquer–ზე უკეთესს ვერ იპოვით. ამ ღირსებების გარდა ტუჩსაცხს ქვიშის საათის ფორმის ძალიან მოსახერხებელი ინოვაციური აპლიკატორი აქვს: მისი დახმარებით ტუჩსაცხს თანაბრად გადაინაწილებთ და ზედმეტი არ მოგივათ. იდეალურია!

ფანქარი–ტუჩსაცხი Sexy Lipstick Pen Velvet (Praline), Romanovamakeup

photo credit: Getty Images

ასეთი ფანქარი–ტუჩსაცხი უნივერსალურია! მისი დახმარებით კონტურსაც მოხაზავთ და ძირითად ფერსაც წაისვამთ. რბილი და მოქნილი ტექსტურის წყალობით ტუჩის კანს არ აშრობს და არ ქერცლავს, არამედ ადვილად ისმება და იშლება, გამოდის ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ და შემოქმედებისთვის დიდ შესაძლებლობას გაძლევთ.

გლუვი ფანქარი–ტუჩსაცხი My Matte (№506 Pandora)

photo credit: Getty Images

კიდევ ერთი გლუვი ფანქარი–ტუჩსაცხი. My Matte გამოირჩევა ჟოჟობას ზეთის და E ვიტამინის შემცველობით, რომელიც ტუჩის კანს კვებავს. ძლიერი პიგმენტი ღრმა გამძლე ფერს უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ფორმულის წყალობით ფანქარი ადვილად ისმება, არ იღვენთება და ვიზუალურად ტუჩის რელიეფს ასწორებს.

თხევადი ტუჩსაცხი Lipfinity Velvet Matte (№040 Luxe Nude), Max Factor

photo credit: Getty Images

გლუვი ტექსტურის და წყალგამძლე ფორმულის მიუხედავად საშუალება ტუჩებს არ აშრობს, მასში ხომ განსაკუთრებული მკვებავი კომპლექსი შედის. თხევადი ტუჩსაცხი Lipfinity Velvet Matte გამოსაყენებლად წარმოუდგენლად მარტივია, სწრაფად ფიქსირდება, მთელი დღე მაღალ გამძლეობას და ნათელ ფერს უზრუნველყოფს.

მკვებავი კრემ–ტუჩსაცხი Beauty Look (№301), Ninelle

photo credit: Getty Images

გაჯერებული კრემიანი ტექსტურის წყალობით ტუჩსაცხი ტუჩებს არბილებს და ატენიანებს, ამასთან ადვილად ისმება. შემადგენლობაში – შიის კარაქი, E ვიტამინი, ბისაბოლოლი და ვარდისფერი როდიოლას ექსტრაქტი. ნარევი მგრძნობიარე კანს შესანიშნავად ატენიანებს და აღადგენს. პრაქტიკულად, ტუჩის ბალზამია, მაგრამ ატლასის ხორცისფერი ფინიშით!

წყაროcosmo