
ჩვენ ხშირად გვსურს ცხოვრების გვერდის გადაშლა და უსიამოვნო მოგონებისგან გათავისუფლება. ფსიქოლოგი ჟანა სერგეევი Girl.ge-ს რედაქციასთან საუბრობს, თუ როგორ უნდა დაიწყოთ ახალი წელი ახალი ფურცლიდან.
ყველასთან ასეა: ზოგს წყენის დავიწყება სურს, ზოგს იმ ადამიანის დავიწყება, ვინც ტკივილი მიაყენა – მაგრამ არ გამოდის. ამის გაგება ადვილია: ზოგიერთი სულიერი ჭრილობა ნამდვილად ნელა ხორცდება და მთავარი მკურნალი დრო და საკუთარ თავზე მუშაობაა. თუმცა არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ამ შეგრძნებებს ასუსტებს. თავდაპირველად მკაფიოდ განსაზღვრეთ, თუ რისი დავიწყება გსურთ. ფორმულირება „მსურს ჩემი წარსულის გაშვება“ კონკრეტული და დეტალებით თვალსაჩინო უნდა იყოს.
ბედნიერების წერილი
თუ ვინმეს მიმართ თქვენი ნეგატიური გრძნობები ძალიან ძლიერია, მას წერილი მიწერეთ. კომპიუტერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა ფურცელი და კალამი სჯობს. დაწერეთ ყველაფერი, რასაც მასზე და მის ქცევებზე ფიქრობთ. არ შეგრცხვეთ, თუ ძალიან გრძელი წერილი გამოვა. ნათქვამი სიტყვებისაც არ შეგრცხვეთ, რადგან მას არ გააგზავნით (სწორედ ამიტომ, ფურცელი უკეთესია, ვიდრე კომპიუტერის ფაილი – ასე შეიძლება წერილის გაგზავნის სურვილი გაგიჩნდეთ). წერილი შეგიძლიათ რამდენიმე დღე წეროთ, გადაწეროთ, ჩაამატოთ ან ამოშალოთ, სანამ არ მიხვდებით, რომ სათქმელი მეტი არაფერი გაქვთ. ამის შემდეგ ქუჩაში გაიტანეთ და დაწვით, დააკვირდით, როგორ მიდის ზეცაში თქვენი ბოროტები გრძნობების კვამლი.
დაუბრუნებლობის წერტილი
წარმოიდგინეთ დეტალურად იმ ადამიანის ფიგურა, ვისთანაც დამშვიდობება გსურთ. ყურადღებით დააკვირდით, შემდეგ ვიზუალურად წარმოიდგინეთ, როგორ შორდებით ნელ–ნელა. აქ, ბევრი ვარიანტია: შეგიძლიათ ფეხით წახვიდეთ ან მანქანით, რომელიც კუთხეში უხვევს, ან შეგიძლიათ ადამიანი პლატფორმაზე დატოვოთ და მატარებლით წახვიდეთ, თან უყუროთ, როგორ მცირდება და ქრება წერტილი. თუ სიმსუბუქეს და გათავისუფლებას იგრძნობთ, ყველაფერი სწორად შეასრულეთ. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ხალხის ჯგუფისგან და რომელიმე ადგილისგან. მაგალითად, თუ არ გსურთ ყოფილი სამსახურის და იმ ხალხის გახსენება, ვინც თქვენთან ერთად ძველ ოფისს იზიარებდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თანამშრომელი და თავად შენობა, თუ ის უსიამოვნო მომენტებთან ასოცირდება.
სულ უფრო მაღლა და მაღლა
ჰელიუმით სავსე ბუშტი შეიძინეთ. დააწერეთ „გიშვებთ …“ სამ წერტილის ადგილას შეგიძლიათ დაწეროთ სახელი, სათაური ან გრძნობა. მაგალითად, „ჩემო სიბრაზევ, გიშვებ“ ან „მშვიდობით, გიორგი“. ამის შემდეგ ბუშტი ქუჩაში გაუშვით. თუ ჯადოსნური რიტუალები მოგწონთ, შეგიძლიათ ეს ზუსტად ახალი წლის ღამეს გააკეთოთ.
საავტორო სვეტი
ზამთრის არდადეგების დროს ხშირად გავლილ წელს ვაჯამებთ. ახლა შეგიძლიათ 3, 5 ან 10 განვლილი წელი შეაჯამოთ, თუ გჭირდებათ. ბლოკნოტის ერთ გვერდზე ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, შეხვედრები, მიღწევები, გრძნობები, გამარჯვება, წარუმატებლობა და პრობლემები ჩამოწერეთ. მეორე გვერდი შუაზე გაყავით და ერთ სვეტში ჩაწერეთ „ვტოვებ წარსულში“, მეორეზე „მომავალში მიმაქვს“. ეს ცხრილი შეავსეთ. პირველ სვეტში ჩამოწერეთ არა ადამიანის სახელები, არამედ გრძნობები, რომელთაც ისინი იწვევენ. არა „დათო“, არამედ „დათოსგან მიღებული შეურაცხყოფა“, არა „ბურჭულაძე“, არამედ „ბურჭულაძის მიმართ შური“. შემდეგ სურვილის მიხედვით წარსულის სვეტი მოჭერით და დაწვით, ფერფლი კი ნიჟარაში ჩარეცხეთ.
რაზეა საუბარი
თუ კარგი მეგობრები გყავთ, ისინი უბრალოდ მოსმენით დახმარებას შეძლებენ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს უკვე ათასჯერ გააკეთეთ, ხოლო დაქალი ცდილობს დაგარიგოთ, თქვენ კი ამის გათვალისწინება არ გსურთ. დაე, ამჯერად უბრალოდ გაჩუმდეს და მოგისმინოს, თქვენ კი კიდევ ერთხელ მოუყევით. იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რას გრძნობდით მაშინ და რას გრძნობთ ახლა. რა თქმა უნდა, იმის შესახებ, თუ როგორ გსურთ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება. დაე, რჩევა არ მოგცენ, სიტყვებით მხარი არ დაგიჭირონ, კითხვებზე არ გიპასუხონ – უბრალოდ გაგიგონ. საუბრისას შეიძლება იგრძნოთ გაღიზიანება და სიბრაზე, რომ თანამოსაუბრე დუმს. წინასწარ გააფრთხილეთ, რომ რაღაც საწყენს მოყვებით – დაე, არ გაბრაზდნენ. როცა მონოლოგს დაასრულებთ, სიმსუბუქეს იგრძნობთ.
აპატიეთ
ქაღალდის ფურცელი აიღეთ და ჩამოწერეთ ყველა იმ ადამიანის სახელი, ვინც გაწყენინათ და გული გატკინათ. დაწერისას სახელი ხმამაღლა წარმოთქვით და გაიხსენეთ, თუ რა გითხრათ მან. შემდეგი ქაღალდის ფურცელი აიღეთ და კვლავ იგივე სახელები დაწერეთ, შემდეგ ყოველი ფრაზის დაწერისას თქვით „გპატიობ“. შინაგან შეგრძნებებს მოუსმინეთ: ვიღაცის პატიებას შეძლებთ, ვიღაცის არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სია შემცირდება. სასურველია, ეს ტექნიკა გამოიყენოთ მაშინ, როცა ვარაუდობთ, რომ უმეტესობა მათგანის მიმართ ძლიერ წყენას აღარ განიცდით და მზად ხართ, გულწრფელად აპატიოთ. სჯობს ეს დავალება მაშინ შეასრულოთ, როცა დანარჩენი მეთოდები უკვე გამოცადეთ და რაღაც უკვე გაიგეთ.
ლოდინი ისწავლეთ
წარსული ისეა მოწყობილი, რომ თავისით იშვიათად ქრება.თქვენს შიგნით სრულდება სამუშაო, რისი მოშორებაც გსურთ. სანამ სამუშაო არ დასრულდება, წარსულთან დაშორებას ვერ შეძლებთ. შესაძლოა მეგობრებისგან და საკუთარი თავისგან ხშირად მოგისმენიათ: „კმარა ტანჯვა“, „წარსულით ცხოვრება შეწყვიტე“, „უბრალოდ დაივიწყე“. მაგრამ ასეთი ფრაზები ტკივილის შემსუბუქებაში არ გვეხმარება. მიზეზები, რის გამოც წარსულთან დამშვიდობება გიჭირთ, შეიძლება ძალიან შორეულ მოვლენასთან იყოს დაკავშირებული, რომელსაც მაშინვე ვერ გაიხსენებთ. სწორედ ამიტომ. „წარსულთან დამშვიდობების ტექნიკა“ შეიძლება განახლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. მაშინაც კი, თუ ფსიქოლოგთან თანამშრომლობისთვის მზად არ ხართ, ლოდინი ისწავლეთ. დაე, წარსული დაგემშვიდობოთ, როცა მისი საქმე დასრულდება.