
ჩვენმა მუდმივმა ტაროლოგმა, იანინა კადტმა 2021 წლისთვის იმკითხავა. ეს პროგნოზი მხოლოდ სიყვარულს ეხება, არ გამოტოვოთ!
ვერძი – დაშნების პაჟი
წლის დევიზი: სიყვარული არ ნიშნავს ერთმანეთისთვის ცქერას, სიყვარული ნიშნავს ერთი მიმართულებით ცქერას.
მაშ ასე, ეს კარტი სხვადასხვანაირად აიხსნება, თუმცა, არსებობს რაღაც ზოგადი. ესაა არაორდინალობა და მნიშვნელოვანი პოტენციალი. როცა დევიზის სიტყვების მნიშვნელობას გაიგებთ, ცხოვრება გაგიმარტივდებათ. საბნის დაქაჩვა ჩვენს მხარეს სიყვარულისთვის არც ისეთი სახარბიელო საქმიანობაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არაა საჭირო ასე დაჟინება სასურველის მისაღებად. ურთიერთობაში პრობლემების წყარო შეიძლება იყოს ძველი წყენა ან ერთი პარტნიორის გულგრილობა მეორის მიმართ. ჩამოთვლილის გარდა, წვრილმანებმაც, რომლებიც ერთი-მეორეს მიყოლებით იჩენდა თავს და გროვდებოდა, შესაძლოა, კრიტიკულ მასას მიაღწიოს და გაუგებრობამდე მიგვიყვანოს. თუმცა, ამის შემსუბუქება შეიძლება – თავად დარბილდით. სამაგიეროდ, წელი კარგი იქნება ბიზნესისა და ახალი გეგმების რეალიზებისთვის.
იღბლიანი თილისმაა წითელ-ყვითელი ან მწვანე კვადრატული ყელსაბამი.
კურო – კვერთხების რაინდი
წლის დევიზი: ნუ ჩაეჭიდებით წარსულს, ნუ იცხოვრებთ წყენით, ყველაფერი, რაც ზეციდან გამოგიგზავნეს, აუცილებლად ჩათვალეთ!
სიყვარულში კვერთხების რაინდი ვნების, ემოციურობისა და ეროტიზმის ძალის სიმბოლოა, აგრეთვე, დაკმაყოფილებული სურვილებით გამოწვეული გულწრფელი სიხარულის განსახიერება. თუ თქვენი მიმდინარე ურთიერთობა ჩიხში, დანგრევის პირასაა, ნუ ჩაეჭიდებით მას. იგი სასწაულებრივი გზით დასრულდება, თქვენ კი ეტყვით: “მშვიდობით, ჩვენი შეხვედრა შეცდომა იყო!” გელით ცვლილებები, თანაც, დიდი ალბათობით, სწრაფი და რადიკალური. არ გაუშვათ შანსი, იპოვოთ ახალი სიყვარული.
იღბლიანი თილისმაა რბილი სათამაშო – წლის სიმბოლო.
ტყუპები – 8 პენტაკლი
წლის დევიზი: სინაზეს შენთვის ვაგროვებდი და გულში ფრთხილად ვალაგებდი.
პირად ურთიერთობებში, ეს კარტი პარტნიორზე ზრუნვის, სურვილებისა და მისწრაფებების რეალურობის სიმბოლოა. 8 მონეტა მოვლენათა ბუნებრივ თანმიმდევრობას ასახიერებს: შეხვედრა, გაცნობა, პაემანი, პირველი კოცნა, ხელის თხოვნა და ქორწინება. ამასთან, არც ერთი მეორე ნახევარი არ მოითხოვს ციდან ვარსკვლავს ან მთვარეს და სერენადას ფანჯრის ქვეშ არ მღერის. თავისი არსით, ეს კარტი, ზეციური რომანტიკის ან რაღაც არაორდინალურის არყოფნის შემთხვევაში, საკმაოდ ბევრ სასიამოვნო რამეს მოიტანს. იმედია, მის იდეას ჩაწვდით, ნუ მოწყვეტთ ვარსკვლავს ციდან, ნუ იცხოვრებთ წარსულით, მოიტოვეთ ყველა ტაბუ და შიში ძველ წელში და იყურეთ წინ, სუფთა მზერითა და კეთილი გულით.
იღბლიანი თილისმა: ოქროს გასაღების ფორმის სამშვენისი.
კირჩხიბი – 10 თასი
წლის დევიზი: სიყვარულის შესახებ ლექსების მოსმენა მხოლოდ გულით შეიძლება.
რეალურად, თავად წელი არ იქნება სამწუხარო, პირიქით, ბედნიერებას, ჰარმონიას, სურვილებსა და ლტოლვას მოიტანს. სურვილებს რაც შეეხება… პარტნიორი მზად იქნება თქვენს გასანებივრებლად, თქვენი სურვილების შესასრულებლად. ეს იქნება იდეალური თაფლობის თვის მაგალითი. თუ ჯერ კიდევ ეძებთ, გაქვთ შანსი, შეხვდეთ ერთადერთ, შემდეგ კი მასთან ერთად გაემგზავროთ თაფლობის თვეში, ხოლო, თუ დაქორწინებული ხართ, ოჯახური გამოცდილების მიუხედავად, დაბრუნდით თაფლობის თვეში. თუ რჩეულის ხასიათზე ვისაუბრებთ – მისი აღწერა შეიძლება, როგორც ნაზი, დელიკატური, ღრმად მოწესრიგებული ბუნება.
იღბლიანი თილისმა: ვერცხლის ნახევარმთვარე.
ლომი – ხმლების დედოფალი
წლის დევიზი: მარტოხელას ცხოვრება თავისუფალი ადამიანის თავისუფლებაა, ქარივით ხარ, ნებივრობ და იცვლი მიმართულებებს.
ვფიქრობ, კარტის არჩევასთან პრობლემა ტყუილად არ შექმნილა, თავიდან, ამოდიოდა უფროსი არკანები (ზედიზედ ოთხჯერ). ოჰ, როგორი ნაჯერი ცხოვრება გექნებათ მომავალ წელს. ჩემი აზრით, დაქორწინებას არ ჩქარობთ. ხმლების დედოფალი ასახიერებს სამართლიან კავშირს, თანაბარუფლებიან ურთიერთობას, პრაგმატულობას, რომელიც დომინირებს ემოციურობაზე. გარდა ამისა, სწორედ ის გვიზიდავს მარტოხელა ცხოვრებისკენ, რაც დამოუკიდებლობის მომატებულ გრძნობას უკავშირდება. მამაკაცები? ისინი ყოველთვის გყავდათ და გეყოლებათ, როგორც დედოფლის ამალა: ზოგი რჩეული, ზოგიც რიგითი. როგორც თქვენს აღმატებულებას გაუსწორდება.
იღბლიანი თილისმა: არწივის ფიგურა.
ქალწული – 7 თასი
წლის დევიზი: ნდობა – სულის ავანსია, მისი შეძენა ან მოპოვება შეუძლებელია.
ხდება ხოლმე, სიცოცხლე შანსს გვაძლევს და მისი გამოყენებაა საჭირო. ეს არკანი მიუთითებს სურვილზე, დაინახოთ მხოლოდ ის, რისი დანახვა და მოსმენაც გსურთ. თვითტყუილი ნაღვლის საუკეთესო წამალი როდია, როგორც კი მოიხსნით ვარდისფერ სათვალეებს, რომლითაც პარტნიორს უყურებთ, მიხვდებით, რომ მას გაცილებით მეტს ანდობთ, ვიდრე საჭიროა. თუმცა, გარვეულ კონტექსტში 7 თავი სექსუალურ ფანტაზიებზეც მიუთითებს, რომლებიც შეიძლება ზედმეტი გახდეს. ამასთან, თუ ამ თემაში ღრმად ჩაეფლობით, შემოგთავაზებენ მონაწილეობის მიღებას მსგავსი ლტოლვების ხორცშესხმაში. თავად ნახეთ, იქნებ იპოვოთ ურთიერთობის ახალი ძაფი ან გაიცნოთ ძალიან მრავალფეროვანი პარტნიორი.
იღბლიანი თილისმა: თიხის ბუ.
სასწორი – 7 კვერთხი
წლის დევიზი: სილამაზე სასიყვარულო ურთიერთობებში ბედნიერებით ავსებს გულს, უკან მოვიტოვებ ეჭვებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი გზა ავირჩიე.
ზოგადად, ეს ეხება კრიტიკული სიტუაციიდან წარმატებულად გამოსვლას, იმ ურთიერთობების გაცოცხლებას, რომლებიც, ერთი შეხედვით, დასასრულს მიუახლოვდა. პარტნიორი მზადაა, შეასრულოს მოულოდნელი ქმედება, რომელიც შეძლებს ორი ადამიანის კავშირის გადარჩენას ან ურთიერთობის განახლებას. ამასთან, გამოსახულების სახით გვევლინება გულახდილობა, დაჟინებულობა და გამბედაობა. 7 კვერთხის წინ იყო ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხსნება ცალკეულ “მინი-სახელმწიფოებში”, ანუ თქვენს ურთიერთობებში. იჯადოქრეთ, რამდენიც გნებავთ, თქვენი დრო მოვიდა.
იღბლიანი თილისმა: ზარდახშა.
მორიელი – 4 ხმალი
წლის დევიზი: არაა მარტივი იმ ბარიერის გადალახვა, რომელიც უხილავად ჩაიდგა ჩვენს შორის, სხეული იტანჯება, კანკალებს, სულში კი ცუნამი მძვინვარებს.
პირადი ურთიერთობების სფეროში, ეს არკანი შეიძლება გვიჩვენებდეს ერთგვარ სირთულესა და კრიზისს ურთიერთობებში, თანაც, ეს არა თვალსაჩინო, არამედ ფარული პრობლემები იქნება, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. სთხოვეთ დახმარება ფსიქოლოგს. თუ დაქორწინებული არ ხართ, მოწყვეტასა და განზოგადებას იგრძნობთ, გესიამოვნებათ განდეგილის გზაზე სიარული. რას იზამთ, ისღა დაგრჩენიათ, ჩაალაგოთ ჩემოდნები, დიდია საცხოვრებლის შეცვლის ალბათობა (ეს, შესაძლოა, მეორე ნახევართან იყოს დაკავშირებული). მთავარია, გესმოდეთ: ეს მოვლენები დროებითია და იძულებითი ან ნებაყოფლობითი განდეგვის ხასიათს იქონიებს. გადააფასეთ ურთიერთობა პარტნიორთან და ჭეშმარიტებას იხილავთ.
იღბლიანი თილისმა: ონიქსის პირამიდა.
მშვილდოსანი – 4 კვერთხი
წლის დევიზი: არ შემიძლია, არ მიყვარდეს საკუთარი თავი, შენ სულ ჩემ წინ დგახარ, შენი სახელი ბაგეებს არ შორდება, შენით ვარ დაცული.
4 კვერთხი, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, კონფლიქტების გადაწყვეტის შესანიშნავ უნარზე მეტყველებს, ამას კი თან სდევს სექსუალური კმაყოფილება და, რაღა თქმა უნდა, ჰარმონიული კავშირი. ჰარმონიულ კავშირად კი მოგევლინებად დაცულობის უღრუბლო პერიოდი. თუ პარტნიორის თქვენდამი დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ, კეთილი განზრახვები და შორს მიმავალი გეგმები გელით. იმედია, ზოგად აზრს ჩასწვდით. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, ყველაფერი კარგად იქნება, დაქორწინდებით. თუ არ გყავთ, მაინც კარგად იქნებით, იპოვით, შეხვდებით და დაქორწინდებით.
იღბლიანი თილისმა: იასპის სკარაბეუსი.
თხის რქა – 5 კვერთხი
წლის დევიზი: მე და შენ თავქარიანები ვართ: ერთ წამში ზარბაზანი მზად იქნება!
5 კვერთხი პირად ფრონტზე განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც მზადაა და სურვილს გამოთქვამს ურთიერთობაში კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისთვის. ბოლოს და ბოლოს, ურთიერთობა გაირკვევა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამდენად დამამშვიდებელი შედეგები მარტივი გზის შედეგი იქნება, ანუ, ეს არკანი მარტივ გზას არავის ჰპირდება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ შედეგია, არა? თუ უკვე “ღრმად” ხართ ქორწინებაში, ურთიერთობა მოიჭიქება და ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გამოვა, მთავარია, მან არ გამოიწვიოს რომელიმე პარტნიორში დაშორებისა და ახალი მეწყვილის პოვნის სურვილი. თავისუფალი თუ ხართ, უფრო რთული გზა გელით, თუმცა, ნამდვილად გაქვთ პერსპექტივები, რომლებიც შედეგს გარკვეული ძალისხმევის ჩადების შემდეგ გამოიღებს. უბრალოდ, ნუ დაიწყებთ მაშინვე თავის დახრას და მთელი არსების ჩადებას. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ.
იღბლიანი თილისმა: კუს გულსაბნევი.
მერწყული – კვერთხების მეფე
წლის დევიზი: სილამაზეზე შეყვარება შეიძლება, თუმცა, ნებაყოფლობით მხოლოდ სულს შევიყვარებ!
პირადი ურთიერთობებისა და სიყვარულის სფეროში, კვერთხების მეფე მათი დინამიკის, პრობლემების კონსტრუქციული გადაჭრისთვის მზადყოფნისა და, საბოლოო ჯამში, პარტნიორთა გათანაბრების განსახიერებაა. თუ ურთიერთობის არსზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია, მას ვუწოდოთ გულწრფელი, თბილი და ღირსეული. ეს ურთიერთობები შესანიშნავია – ვნებიანი, მგზნებარე, თუმცა, განსაკუთრებული “იტალიური ვნებების” გარეშე. პერსპექტივად, მომავალ ქორწინებას ეს არკანი სტაბილურობასა და დღეგრძელობას უწინასწარმეტყველებს.
იღბლიანი თილისმა: ანგელოზის ფაიფურის ფიგურა.
თევზები – 2 პენტაკლი
წლის დევიზი: სიყვარული განცხრომისთვის კი არა, ორის ბედნიერებისთვისაა…
მაშ ასე, თუ 2 მონეტა მწკრივში ორმაგზე, 50/50 მდგომარეობაზე მიუთითებს, ესე იგი, ურთიერთობის სფეროში იგი ჩამოუყალიბებელია. 2 მონეტა აიხსნება, როგორც იმ ურთიერთობის განახლება, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაკვდა და დაკარგა სიახლის სიამოვნება, როგორც სასიამოვნო ფლირტი, როგორც დრამატიზმის ნაკლებობა რთულ სიტუაციაში (ანუ, პრობლემების შემსუბუქება). რახან ისევ მონეტებზე ვსაუბრობთ, ურთიერთობაში გარკვეული გათვლები იქნება, თუმცა იგი არავის ატკენს გულს, უბრალოდ, არ შეიძლება ურთიერთობის დადგენილი წესების გაუქმება. ეს შეიძლება კომპრომისივით გამოიყურებოდეს: ერთი რამის უფლებას მაძლევ, მე კი თვალს ვხუჭავ და ვიტან შენს ნაკლს.
იღბლიანი თილისმა: მარჯნის სამაჯური.