
ჩვენ გაგვიკვირდა, როცა გავიგეთ, რომ ვიღაც დღემდე იბანს პირს კუპროს საპნით. ერთი შეხედვით, ეს “ტრენდი” 2000-იანი წლების დასაწყისში მოვიტოვეთ, მაგრამ არა… გადავწყვიტეთ, ექსპერტს გავესაუბროთ და გავიგოთ, სასარგებლოა თუ მავნე ამ საშუალების გამოყენება აკნეს დროს. იპოვეთ პასუხი Girl.ge-ის რედაქციის სტატიაში.
რატომ უყვარდათ ადრე კუპრის საპნით პირის დაბანა?
ადრე ბაზარზე არ იყო პროფესიონალური სალონური კოსმეტიკის ამხელა ასორტიმენტი. საკუთრივ, საქართველოში სალონური ინდუსტრიაც, პრაქტიკულად, არ იყო. სალონში მარტივად გაგიწმენდდნენ სახეს საპნით. კოსმეტოლოგების დიდი ნაწილი თავად ამზადებდა კოსმეტიკას, მათ შორის, საპონსაც ხარშავდა.
მართლა აშორებს მუწუკებს?
კუპრს მართლაც შეუძლია ანთების შემცირება, თუმცა, რის ფასად! დამცავი ფენა განადგურდება, ესე იგი, გარანტირებული გაქვთ კანის აქერცლვა ან ალერგიული გამონაყარი. მეტიც, კანის ბარიერთან ერთად, სისხლძარღვებიც იზარალებს.
შეიძლება კუპრის საპნის გამოყენება სახის დასაბანად?
ნებისმიერი საპონი ანადგურებს კანის დამცავ ლიპიდურ ფენას, რომელიც იცავს ორგანიზმის ყველაზე დიდ ორგანოს გარე ფაქტორებისგან (ქარი, სიცივე). კუპრი აძლიერებს დამანგრეველ ეფექტს, რამდენადაც გამომშრობი მოქმედება აქვს. ტრადიციულად, საპნით სახის დაბანას ექიმი-დერმატოლოგები ურჩევენ მხოლოდ მოზარდებს, რომლებსაც ძალიან ცხიმიანი და, როგორც წესი, პრობლემური კანი აქვთ. ასეთ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღნიშნული საშუალების გამოყენება, ისიც მხოლოდ 2-3-ჯერ კვირაში. თუმცა, მე მაინც გირჩევთ, კანის გამწმენდი საშუალება პროფესიონალურ კოსმეტიკურ ბრენდებს შორის იპოვოთ.
რა აზრის ხართ სახის საპნით დაბანაზე?

ჩემი აზრით, ასეთი პროცედურა მავნეა. ახლა ბიუთი-ინდუსტრიის მსოფლიო ტრენდია კორნეოთერაპია, რაც მოიაზრებს კანის დამცავი ფენის აღდგენას ნებისმიერი ეკოლოგიური გზით. უმჯობესია, აირჩიოთ კარგი ალტერნატივა პროფესიონალურ კოსმეტოლოგიურ საშუალებებს შორის.
შეიძლება თუ არა კუპრის საპნით ტანის დაბანა?
ლოკალურად, სადაც ანთებითი პროცესებია კანზე, რატომაც არა? გარდა ამისა, ასეთი საპნით კარგი იქნება იღლიის ღრუმლისა და ფეხის თითებს შორის ადგილების დაბანა – ეს შეამცირებს ოფლიანობას და სოკოვანი ინფექციებისგან დაგიცავთ. აი, მთელ სხეულზე ყოველდღიური გამოყენება კი დაუშვებელია, რამდენადაც სხეულის კანზეც შეიძლება განადგურდეს დამცავი ბარიერი, რაც ნაადრევ დაბერებას მოუტანს მას.