
ვიღაც ყოველთვის მაგრად გამოიყურება ფოტოებზე, ხოლო ვიღაც ვერ იტანს ფოტოების გადაღებას, რადგან წინასწარ იცის, რაც გამოვა. თუ თქვენ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, წაიკითხეთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული რჩევები და თქვენი ცხოვრება შეიცვლება!
1. მოათავსეთ კამერა სწორად

უფრო სწორად, თქვენ მოთავსდით სწორად, კამერის მიმართ. ობიექტივი თქვენი ნიკაპის დონეზე ან უფრო მაღლა უნდა იყოს, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე იღებთ ფოტოებს. თუ ფოტოგრაფი ვერ ახერხებს ასე განლაგებას, გამოიყენეთ ასეთი ხრიკი: მოხარეთ ფეხები, ხელები კი გაასწორეთ (ან პირიქით): სწორი და მოხრილი ხაზების შრწყმა ვიზუალურად აეფექტურებს კადრს.
2. დადექით ნახევრად მობრუნებული

ასე უფრო გამხდარი და დახვეწილი გამოჩნდებით, ვიდრე მთლიანი სხეულით მობრუნებისას. შესანიშნავი ვარიანტია გადაღება ოდნავ ქვემოთ, მაშინ ფეხებიც უფრო გრძელი გამოჩნდება.
3. გაიღიმეთ თავშეკავებულად

ყველას არ უხდება ღია ღიმილი, მით უმეტეს, რომ პირის გაღებისას წვრილდება თვალები, შესაბამისად, ისინი უფრო პატარა ჩანს. გაიღიმეთ მოკუმული ტუჩებით, კადრი უფრო წარმატებული რომ გამოდგეს.
4. გაახილეთ თვალები

მარტივი ხრიკი ლამაზი ფოტოსთვის: დახუჭეთ თვალები და გადამღებს სთხოვეთ, სამამდე დაითვალოს: მშვიდად გაახილეთ თვალები მესამე თვლაზე. მიიღებთ ბუნებრივ, მშვიდ მზერას პოზირების ან გაყინული ღიმილის გარეშე.
5. არ თქვა “ყველი”!

თუ გინდათ, რომ კადრში სახე ცოცხალი იყოს, არ გაწელოთ ტუჩები არაბუნებრივი ფორმით. თუ გჭირდებათ ჯადოსნური სიტყვა, რომელიც სახის გამომეტყველებას უფრო საინტერესოს გახდის, დაე, ეს სიტყვა იყოს “ქიშმიში”.
6. დაათვალიერეთ ძველი ფოტოები

და შეადგინეთ იმ პოზებისა და სახის გამომეტყველების სტოპ-სია, რომლებიც არ გიხდებათ. დაივიწყეთ ისინი სამუდამოდ!
7. ივარჯიშეთ სარკის წინ

შეცვალეთ სახის გამომეტყველება, მიიღეთ სხვადასხვა მდგომარეობა, აირჩიეთ რაკურსები და დაიმახსოვრეთ, რომელ პოზებში გამოიყურებით ყველაზე კარგად.
8. იპოვეთ თქვენი ადგილი ჯგუფურ გადაღებაზე

იდეალში, გვერდით უნდა გედგეთ ოდნავ მაღალი ან ოდნავ დაბალი, ოდნავ მსუქანი ან ოდმავ გამხდარი მეგობარი. მაშინ თქვენ ოქროს შუალედი გახდებით.