საპასუხისმგებლო საქმე: აღმოსავლური მაკიაჟის 7 საიდუმლო

0
1175

აღმოსავლელი ლამაზმანების მკვეთრი მაკიაჟი მართლაც თავბრუს გვახვევს, თუმცა, ყოველდღიური ცხოვრებისთვის იგი არ გამოდგება. და მაინც, ჩვენ გვჯერა, რომ არაბი ქალბატონებისგან რაღაც უნდა ვისწავლოთ – აღმოსავლური მეიქაფის ეს 7 საიდუმლო გაამრავალფეროვნებს თქვენს ბიუთი-რუტინას.

1. ერთბაშად ორი აქცენტი

კლასიკური მაკიაჟის ოქროს წესი: აქცენტი მხოლოდ ერთი უნდა იყოს, ტუჩები ან თვალები. თუმცა, აღმოსავლური მაკიაჟი ხაზს უსვამს სახის ნაკვთებს და მაქსიმალურად უსვამს მათ ხაზს, ესე იგი, მკვეთრად შეიძლება როგორც თვალების, ისე ტუჩების გამოყოფაც. ეს თამამი ხრიკი საუკეთესოა შავგვრემნებისა და ყავისფერი თვალების მფლობელებისთვის – ასეთი ფერის ტიპი შავ ლაინერსა და ლამაზ პომადას ერთ მაკიაჟში შეათავსებს.

2. რბილი ფანქარ-კაიალი

თვალის ფანქარი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა, უფრო მკვეთრი შავი სმოუქისა და რბილი შედეგისთვის გამოიყენეთ კაიალი – რბილი შავი ფანქარი, რომელიც გარეგანად ნახშირის ნაჭერს გვაგონებს. ესაა სურმას ანალოგი, რომელსაც ძველ დროში აღმოსავლელი ქალები თვალების მოსახატავად იყენებდნენ. დღემდე ეფექტური საშუალებაა!

3. ქვედა ქუთუთოს გამოყოფა

ქვედა ქუთუთოსა და თვალის ლორწოვანის შეღებვა სარისკო რამაა იმ მარტივი მიზეზით, რომ არსებობს რისკი, მზერა “დაღლილი” და დამღლელი გახდეს. და მაინც, სწორედ მაკიაჟის ეს აუცილებელი ხრიკი გვაძლევს “კატის თვალის” ეფექტსა და ყველაზე მეტყველ მზერას. თუ ქვედა ქუთუთოს შავად შეღებვა გაქვთ გადაწყვეტილი, არ დაგავიწყდეთ სიწითლის მოსახსნელი წვეთების გამოყენებაც – თვალის სკლერა სუფთა უნდა იყოს, სხვანაირად არ გამოვა.

4. თუ ისარს იკეთებთ, გრძელი უნდა იყოს

ჩვენ ვთქვით, რომ გრძელი ისრები მოდიდან გადავიდა, თუმცა, თუ თქვენი მიზანი თვალის ვიზუალურად გადიდებაა, აიღეთ მაგალითი აღმოსავლელი ლამაზმანებისგან – დაიხატეთ გრძელკუდიანი ისრები საფეთქლებისკენ.

5. ხშირი და ფართო წარბები

აღმოსავლური მაკიაჟის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება სწორედ განიერი, მუქი წარბებია, რომლებიც მკაფიოდაა შემოხაზული. გამოიყენეთ ფანქარი – ჯერ მონიშნეთ კონტური, შემდეგ ფრთხილად დაშტრიხეთ წარბები.

6. სახის ფერი

რა თქმა უნდა, აღმოსავლური მაკიაჟი თანაბრად გარუჯული კანის გარეშე წარმუდგენელია. მიეცით სახეს ახალგაზრდული იერი ბრონზერისა და ატმისფერი ფერ-უმარილის გამოყენებით. ბრონზერი წაისვით ყვრიმალების გამოწეულ ნაწილებზე, წარბებშორის ძვალსა და ქვედა ტუჩის შუა ნაწილზე, ფერ-უმარილით კი გამოყავით ლოყები.

7. მკვეთრი ტუჩსაცხი

როგორც უკვე გავარკვიეთ, აღმოსავლური მაკიაჟის არჩევისაც, შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ მკვეთრ ტუჩებსა და თვალებს. აირჩიეთ ყველაზე ნაჯერი ელფერები: წითელი, ბორდოსფერი, ჟოლოსფერი, ღვინისფერი, ალუბლისფერი. აუცილებლად გამოიყენეთ კონტურული ფანქარიც, მსგავსი მაკიაჟი არ მოიაზრებს “დაკოცნილი ტუჩებისა” და უთავბოლოობის ეფექტს.

წყაროcosmo