ინდური მკითხაობა: თავად შივა გიკარნახებთ მომავალს

0
3057
Photo credit: Legion-Media

ინდური პასიანსი არის მკითხაობა, რომელიც სიმართლეს გეტყვით მომავლის შესახებ, მოგცემთ რჩევებს ამა თუ იმ სიტუაციისთვის, აგრეთვე, პასუხს გაგცემთ სიყვარულთან დაკავშირებულ კითხვებზე. გინდათ გაიგოთ, როგორ იმკითხაოთ, როგორ გაშიფროთ ესა თუ ის შედეგი და როგორ დაეკითხოთ რჩევა ინდურ ღმერთებს? ამისთვის აუცილებელი არაა ინდოეთში გამგზავრება – Girl.ge-ის რედაქცია ახლა ყველა დეტალს გაგაცნობთ.

უძველეს ინდურ მკითხაობას მრავალ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა: მომავალზე, წარსულზე, სიყვარულზე. ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა იმკითხაოთ ტაროს ინდურ კარტებზე და რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ კარტს.

Photo credit: Legion-Media

საიდან გაჩნდა ინდური მკითხაობა?

ინდოეთი უთვალავი ლეგენდის ქვეყანაა. დასაბამიდად, იქაური ხალხი ყოვლისშემძლე ღმერთებს მიმართავს დასახმარებლად, იქნება ეს შივა თუ სხვა, რათა მიიღონ მხარდაჭერა და ჰკითხონ, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში. კონკრეტულად როდის გაჩნდა მკითხაობის სახეობა, რომელსაც “ინდური პასიანსი” ეწოდა, ზუსტად ვერავინ გეტყვით, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: იგი ძალიან ძველია.

როცა ევროპელებმა ინდოეთში აქტიური მოგზაურობა დაიწყეს, მათ ყურადღება გაამახვილეს უჩვეულო კარტებზე ეგზოტიკური ნახატ-სიმბოლოებით, რომლებსაც შლიდნენ წინასწარმეტყველები, ადამიანის ბედისწერის ამოსახსნელად. შუასაუკუნეებში, მოგზაურებმა ინდური კარტები ევროპაში შემოიტანეს. ლეგენდის თანახმად, მათი დახმარებით, საკუთარი მომავლის გაგებას ჯერ კიდევ XVI საუკუნეში მარია მედიჩი, უბედური ფრანგი დედოფალი ცდილობდა. XIX საუკუნეში კი, პასიანსებისადმი ინტერესის ტალღაზე, ეგზოტიკური ინდური მკითხაობა “პასიანსი სიყვარულის შესახებ” სალონებში გახდა განსაკუთრებით პოპულარული. თავად კარტებს კი მაშინ ინდური ტარო უწოდეს.

Photo credit: Legion-Media

დღეს ამ პასიანსს მრავალი სახელწოდება აქვს – მას უწოდებენ “მზის სახლს”, “ინდურ სახლს”, “აღმოსავლურ პასიანსს” და სხვ. მკითხაობის ყველა ამ სახეობისთვის ერთი და იგივე კარტები გამოიყენება.

როგორ გავშალოთ ინდური პასიანსი მომავლის სამკითხაოდ?

ინდური მკითხაობა ძალიან მარტივია. იგი ხელიმსაწვდომია მათთვისაც კი, ვისაც არასდროს გაუშლია პასიანსი და ხელში სამკითხაო კარტი არასდროს სჭერია. მაშ ასე, პუნქტების მიხედვით მივყვეთ:

  • კონცენტრირდით კარტების აჩეხვისას (ძველი სწავლების მიხედვით, ამ მომენტში კარტებს საკუთარ ენერგიას გასაცემთ და მუხტავთ, ამიტომ, აჩეხვისას სხვა არაფერზე იფიქროთ) და ჩამოაყალიბეთ კითხვა, რომლის პასუხიც გაინტერესებთ. ინდური მკითხაობით შეიძლება როგორც უახლოესი, ისე შორეული მომავლის წინასწარმეტყველებაც (იმის გათვალისწინებით, რომ კარტები ყველაზე ზუსტ შედეგებს მომავალ 1 წელთან დაკავშირებით გვაძლევს).
  • კარტების აჩეხვის შემდეგ, დაილაგეთ ისინი მარჯვენა ხელზე, მარცხენათი კი ჩააბრუნეთ ნახატებით ქვემოთ, თქვენი გულის მიმართულებით, ამის შემდეგ კი გაშალეთ პასიანსი ინდური მკითხაობისთვის. დაალაგეთ 25 კარტი (5-კარტიან რიგებად), მარცხნიდან მარჯვნივ, ერთმანეთის ქვეშ.
  • ახლა დახედეთ, რომელი ნახატების ნაწილები დაემთხვა, სრული სურათი რომ მიიღოთ: გული, სახლი, გასაღები და სხვ. კარტების მდებარეობის შეცვლა ინდურ მკითხაობაში არ შეიძლება, თუმცა, მათი ღერძის გარშემო ტრიალი დაშვებულია.
  • აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ გაწყვეტილ კარტებსაც – იმათ, რომელთა ნახატებიც ერთიან სურათს ქმნის, თუმცა, თავად კარტებს სხვა კარტი ყოფს. ისინი შეიძლება შეწყვეტილ გრძნობებზე, ურთიერთობებზე, რაღაც შეუმდგარ ან გეგმიდან გადახრილ მოვლენაზე მიუთითებდეს. ხშირად, კარტების გაყოფა ნახატს საწინააღმდეგო მნიშვნელობას ანიჭებს.
Photo credit: Legion-Media

როგორ გავშიფროთ სურათები ინდურ კარტებზე?

თითოეულ ინდურ კარტს (სულ 50-ია) თავისი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, როგორც ნებისმიერ სხვა პასიანსში, გაითვალისწინეთ ყველა კარტის საერთო მნიშვნელობა და ისიც, რომ ისინი ერთმანეთს ავსებს და აზუსტებს. მაგალითად, თუ გაყოფილი გულების (გაწყვეტილი ურთიერთობა ან მსგავსი პრობლემა პირად ცხოვრებაში) გვერდით ამოვარდა გულის ქალბატონი (დაქალი) – კარტები გვაფრთხილებს, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები ამ უკანასკნელის “წყალობით” დაგეწყებათ.

მაშ ასე, ინდური ტაროს დაშიფრვა:

  • ბოკალი – მხიარული კამპანია ან სტუმრად დაპატიჟება;
  • საავადმყოფოს საწოლი – დაავადების შესახებ გაფრთხილება;
  • ვალეტი –  ახალგაზრდა ადამიანი, უფრო მეგობარი, ვიდრე შეყვარებული. დაყოფილი ვალეტი, შესაბამისად, შეწყვეტილ ურთიერთობაზე ან ამის საფრთხეზე მეტყველებს;
  • ყვავილების გვირგვინი – გილოცავთ, ეს ინდურ მკითხაობაში შესანიშნავი  კარტია და წარმატებისა და იღბლის სიმბოლოს წარმოადგენს;
  • აქლემი – შემოსავალი, ფული;
  • სასწორი – აწონეთ თითოეული ნაბიჯი;
  • საჰაერო ბურთი – საჭიროა პასიანსის ხელახლა გაშლა – კარტები იტყუებიან. გააკეთეთ ეს სხვა დღეს;
  • კითხვითი ნიშანი – იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც პრობლემა ან უპასუხო კითხვა გაწუხებთ;
  • მტრედი – ერთგული მეგობარი;
  • ანთებული სანთლები – ოპტიმიზმისა და პოზიტივის, კრიზისიდან გამოსვლის, წარუმატებლობათა პერიოდის დასრულების კარტია;
  • კუბო – არც ისეთი საშიშია ინდურ ტაროში, როგორც გეჩვენებათ, მიუხედავად უსიამოვნო იერისა: ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებს, იმედგაცრუებას, გეგმების განხორციელების უუნარობას;
  • ყვავის ქალბატონი – არც ისეთი ახალგაზრდა ქალი ან გაფრთხილება, რომ ვიღაც შეგიძულებთ;
  • გულის ქალბატონი – დაქალი, გაწყვეტილი კარტი – მეგობრობას რაღაც ემუქრება ან საერთოდ დასასრულს მიუახლოვდა;
  • სახლი – ინდურ მკითხაობაში ესაა სერიოზული, სხვადასხვა ტიპის ცვლილებების კარტი, რომლებიც უკავშირდება სახლს, ოჯახსა და პირად ცხოვრებას;
  • გზა – მოგზაურობა, მგზავრობა, გაწყვეტილი გზა – მოგიწევთ მოგზაურობის გადადება;
  • კლიტე – პრობლემა, რომელსაც ჯერ ვერ გადაჭრით;
  • შეკრული ყელსაბამი – ინდურ მკითხაობაში ეს უსიამოვნო ცნობას ნიშნავს, გარკვეულ დარტყმას;
  • გველი – ჭორები ან ინტრიგები;
  • ოქროს თევზი – კამათი ან ჩხუბი;
  • ქვები – წინაღობა, ხელის შეშლა მიზნების მიღწევაში;
  • გასაღები – სიტუაციიდან გამოსვლა, პრობლემის გადაჭრა, გაწყვეტილს,  შესაბამისად, საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს.
  • ბეჭედი – შეიძლება ნიშნავდეს ბედნიერ ქორწინებას, თუმცა, ცუდ კარტებთან ერთად ან გაწყვეტილი გაფრთხილებთ ღალატის ან სხვა პირადი უსიამოვნებების შესახებ;
  • ზარი – შეინახეთ საიდუმლოები;
  • კონვერტი – მოულოდნელი ცნობა, საქმე;
  • გვირგვინი – ერთ-ერთი საუკეთესო კარტია და ნიშნავს წარმატებისა და მიზნების მიღწევას, თუმცა, გაწყვეტილი გვირგვინი იმას ნიშნავს, რომ ვერ ახერხებთ მიზნების მიღწევას;
  • კოცონი – ეს კარტი ძლიერ სიყვარულზე მიუთითებს;
  • საწოლი გულით – სიყვარულის ღამე;
  • კიბე – კარიერული წარმატება, წინსვლა ცხოვრებაში;
  • მთვარე და ვარსკვლავები – ცვლილებები ცხოვრებაში, რომელი – მეზობელ კარტებზეა დამოკიდებული;
  • ელვა – მოულოდნელი და არც ისეთი სასიამოვნო მოვლენა ან სიახლე;
  • მაკრატელი – ინდურ მკითხაობაში ეს კარტი მიგვანიშნებს, როგორ ვიმოქმედოთ გამოუვალ სიტუაციაში (დეტალები იპოვეთ მეზობელ სურათებში);
  • არწივი – მხარდაჭერა, გავლენიანი და მდიდარი ადამიანი;
  • სათვალე – გაფრთხილებთ, რომ გვერდით ვიღაც ორპირი და მატყუარა ადამიანი გყავთ, მასზე სხვა მინიშნებებს კი სხვა კარტები მოგცემთ;
  • იალქანი – მერყევი ადამიანის სიმბოლოა ან გირჩევთ, გამოავლინოთ სიმტკიცე;
  • პინგვინი – კიდევ ერთი კარტი, რომელიც მერყევ ადამიანზე მიუთითებს. მის ახსნას მეზობელ კარტებში უნდა ეძებოთ;
  • კონვერტი რგოლში – ცნობა, რომელიც დაგვიანებით მოვა;
  • ცრემლიანი თვალი – უსიამოვნება, უითბლობა;
  • ნალი – იღბალი;
  • გაწყვეტილი ყელსაბამი – ხელიდან გაშვებული შანსი, წარსული;
  • ცისარტყელა – უზრუნველი, მხიარული დღეები;
  • გული – სასიყვარულო მკითხაობაში მიუთითებს საპასუხო გრძნობაზე, თუ გაწყვეტილ გულს ხედავთ, მეზობელ კარტებში იპოვეთ ურთიერთობის გაუარესების ან გაწყვეტის მიზეზი;
  • ხანჯლით დაჭრილი გული – მოერიდეთ სულიერ დისკომფორტს;
  • გული ისრით – სამწუხაროდ, ეს კარტი ცალმხრივ სიყვარულზე მიუთითებს;
  • მზე – პოზიტივი, ძალების მოზღვავება;
  • სუნდუკი – შემოსავალი ან ხარჯი საქმისთვის;
  • საათი – გირჩევთ, არ იჩქაროთ და იფიქროთ;
  • თავის ქალა – საშიში არაფერია – იგი დაღლილობასა და ნერვულ სტრესზე მიუთითებს, მიზეზს კი მეზობელი კარტები გეტყვიან.
  • ღუზა – საქმეების გაჩერება.
წყაროcosmo