
202 წელი, როგორც იქნა, სრულდება, ამიტომ ყველას სურს იმის გაგება, თუ რამდენად უკეთესი იქნება 2021 წელი. ნუმეროლოგიური პროგნოზის მიხედვით, გაცილებით უკეთესი იქნება! იმედია…
ნუმეროლოგიურად, იანვარს ციფრი 1 და, ამავდროულად, ყველაზე მკვეთრი, მნიშვნელოვანი და ძლიერი პლანეტა, მზე მართავს.
მზე ყველაფრის საწყისი, სიცოცხლის წყარო, “სამყაროს ჩვენი, პირადი ცენტრია”. პლანეტა, რომელიც ადამიანს ავსებს ოპტიმიზმით, ამბიციურობით, ნებისყოფითა და თავდაჯერებულობით. მზე 1-იანის გავლით მოახდენს გავლენას მთელ მომდევნო წელზე, შთააგონებს თითოეულ ჩვენგანს ახალი მიზნების დასახვისა და შედეგის მიღებისთვის. თუმცა, 1 – ეს ყოველი იანვრის ციფრია. რატომაა 2021 წლის იანვარი განსაკუთრებული? მოდით, თვის ციფრი თავად წლის ციფრებს დავუმატოთ: 2+0+2+1=5; 1+5=6. ციფრ 6-ს მართავს გრაციოზული, მშვენირი და მომხიბლავი ვენერა. ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ! ვერაფრით გამოუტყდით საყვარელ ადამიანს სიყვარულში? მუდმივად ყოყმანობთ პაემანზე წასვლამდე? იმოქმედეთ! ვენერა თითოეულ ჩვენგანს იდუმალებით მოცულ, ვნებებით, ლტოლვითა და სექსით გაჟღენთილ სიყვარულს გვპირდება. ამ პერიოდში დიდი შანსი გექნებათ მეორე ნახევრის საპოვნელად, ნანატრი ურთიერთობების ასაწყობად. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ სიტყვებს, რომლებსაც წარმოთქვამთ, რადგან სწორედ ახლა მიემართება მერკური მშვილდოსნის ნიშნისკენ. ეს კი თითოეულ ჩვენგანს გვაიძულებს, ვილაპარაკოთ მეტი, გამოვთქვათ საკუთარი აზრი, გამოვიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები. ფრთხილად იყავით და ყველაფერს სწორად გააკეთებთ!2,10,12,26,
ხელსაყრელი დღეები: 1,7,8,24,25.
არახელსაყრელი დღეები: 2,10,12,26.
სიყვარული
ვენერა კეთილშობილია და რომანტიკული ურთიერთობებისკენ გვიბიძგებს. შესანიშნავ პარტნიორთან შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ. რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს ურთიერთობები? ეს მთლიანად იქნება დამოკიდებული თქვენზე. პარტნიორი, შესაძლოა, ერთი-ორი სასიამოვნო შეხვედრის ან მთელი ცხოვრების მეგზურიც გახდეს. მთავარია, არ სცადოთ ამ დილემის გადაჭრა, მიეცით ერთმანეთს შესაძლებლობა, დატკბეთ ურთიერთობებით, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
კარიერა
სამსახურში საქმე ისე კარგად არ წავა, როგორც პირად ცხოვრებაში. გიკვირთ, უფროსი რომ გტუქსავთ და შრომისუნარიანობის ამაღლებას გთხოვთ? გასაკვირი არაფერია, რადგან ბედნიერი ღიმილი სახეზე მიგეწებათ, აზრები კი სადღაც შორსაა. სამსახური არ უნდა დაგავიწყდეთ! გახსოვდეთ, რომ მერკური, რომელიც მეტყველებაზე აგებს პასუხს, ახლა თითოეულ ჩვენგანს გვიბიძგებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისა და სიტუაციის სუბიექტურად შეფასებისკენ. შესაძლოა, ნაჩქარევად და სუბიექტურად გაგათავისუფლონ სამსახურიდან ან გაწყვიტონ გარიგება.
ოჯახი
ამ სიტყვის ფართო გაგებით, ოჯახში ტურბულენტობა აღინიშნება. ყურადღებიანი იყავით უფროსი თაობის წარმომადგენლებისადმი, ხშირად ეახლეთ მშობლებს და არავითარ შემთხვევაში არ იკამათოთ მათთან, თუმცა, პროვოკაციას თავიდან ვერ აიცილებთ. ყურადღებიანი და კეთილი იყავით ახლობლებისადმი, აჩუქეთ მათ მეტი ღიმილი და კარგი განწყობა! ამ თვის მმართველი პლანეტა ხომ მთელი წლის სამყოფი ოპტიმიზმით აგვავსებს.