
ყველამ იცის, რომ ზაფხულში, ქალაქში აუცილებელია სანსქრინის წასმა, რამდენადაც მზე აქტიურად აცხუნებს. რა ხდება ზამთარში, როცა მზის სხივები უფრო სუსტად ანათებს? სწორედ ეს კითხვა დაუსვა Girl.ge-ის რედაქციამ ექსპერტებს. პასუხს ამ სტატიაში იპოვით.
საჭიროა თუ არა ზამთარში სანსქრინის წასმა?
მზეს დედამიწის ზედაპირზე რამდენიმე სახის უ.ი.-გამოსხივება მოაქვს, ჩვენ კი მათ ვერ ვხედავთ. ულტრაიისფერი სხივის ყველაზე ხანგრძლივ, მოკლე ტალღებს (UVC) თითქმის სრულად ყლაპავს ოზონის შრე, ზედაპირამდე ისინი ვერ აღწევენ. თუმცა, მისი ორი სხვა ტიპი – UVA და UVB ატმოსფეროს წარმატებით აღწევს თავს და დედამიწის ზედაპირზე ეშვება.
- B ტიპის სხივების ზემოქმედება ადამიანის კანზე ძალიან ზედაპირულია და რუჯსა და დამწვრობას იწვევს, გადახურებისას;
- A ტიპის სხივები კი საკმაოდ ღრმად, დერმის შუა ფენამდე აღწევს, იწვევს მასში არსებული ბოჭკოებისა და უჯრედშორისი ნივთიერებების დაზიანებას.
ზამთარში ეს პროცესი არაფრით განსხვავდება ზაფხულის მოვლენებისგან, ამიტომ დიახ, სანსქრინი მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.უ.ი.-ინდექსი გვანიშნებს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას. ესაა მაჩვენებელი, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების დონეს ახასიათებს, დღის განმავლობაში იგი სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს, ნულიდან ზემოთ. რაც უფრო მაღალია უ.ი.-ინდექსის მნიშვნელობა, მით უფრო მაღალია პოტენციური საფრთხე ადამიანის კანისა და თვალისთვის და მით უფრო ნაკლები დრო სჭირდება სხივებს ჯანმრთელობის დასაზიანებლად. ზამთარში ჯანმრთელი, დაუზიანებელი კანისთვის, უ.ი.-1-ის დროს, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება აუცილებელი არაა. თუმცა, თუ თქვენს კანის მოვლის რუტინაში მჟავები და რეტინოლია, კოსმეტოლოგიური პროცედურების კურსს გადიხართ, კანზე უკვე გაქვთ პიგმენტაცია, ანთება ან იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ფოტომგრძნობელობას იწვევს (ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკები ან სისტემური რეტინოიდები), სანსქრინის გამოყენება საჭიროა მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად უ.ი.-ინდექსისა, რამდენადაც სინათლისადმი მგრძნობელობა გაცილებით მაღალი იქნება.
რამდენად ხშირად უნდა განვაახლოთ კრემის საფარი?
ადამიანების უმეტესობა მზისგან დამცავ კრემებს არ იყენებს შემოდგომასა და ზამთარში, რამდენადაც მზე მკვეთრად არ ანათებს. თუმცა, ეს მცდარი შეხედულებაა: UVB-სხივები მართლაც, ფაქტობრივად, ნულამდე დადის ღრუბლებისა და ცივი ამინდების გამო, თუმცა, UVA სხივები მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გარშემოა, აღწევს ღრუბლებიდან, ოფისებისა და ავტომობილების შუშებში. მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, კრემის საფარი უნდა განახლდეს უ.ი.-ინდექსისა და საშუალების დაცვის ხარისხის მიხედვით. ხოლო, თუ უბრალოდ ოფისში მუშაობთ და იქამდე ტრანსპორტით მიდიხართ, SPF30 კრემის დილით ერთხელ წასმა საკმარისი იქნება.
ამბობენ, რომ სანსქრინი მხოლოდ გამწმენდი ზეთით ირეცხება. მართალია? თუ მიცერალური წყალიც უმკლავდება ამ საქმეს?
მართლაც, ფოტოფილტრები კანიდან კარგად ირეცხება ცხიმოვანი კომპონენტებით, არამხოლოდ ჰიდროფილური ზეთების შემადგენლობაში, არამედ მიცერალურ წყალშიც (მიცელების ლიპოფილური ნაწილები კანისთვის ყველა უცხო ნივთიერებას იწოვს). ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება მაკიაჟის მოსაშორებლად, თუმცა, შემდეგ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საწმენდი პროდუქტი – ქაფი, გელი, კრემი…

ჩემი პოზიცია: მზისგან დამცავი კრემები მხოლოდ აუცილებლობის დროს უნდა გამოიყენოთ. მოდით, ახლა სწორედ ამაზე ვისაუბროთ.
ახლა ძალიან მოდურად ითვლება ესთეტიკური მედიცინა: ესაა მეზოთერაპია, ფილერების შეყვანა და სხვადასხვა ტიპის პილინგი (როგორც სალონური, ისე საშინაო). ზამთარი საუკეთესო დროა ამისთვის. თუმცა, გაფრთხილებთ, რომ დაუშვებელია პროფესიონალური პილინგების გამოყენება სახლის პირობებში. პირველ რიგში, პოლიჰიდროქსიმჟავების კონცენტრაცია გაცილებით მაღალია. მეორეც, ასეთი პილინგები, პროტოკოლის მიხედვით, ხშირად საჭიროებს ნეიტრალიზატორებს. მათ გარეშე მიიღებთ სერიოზულ ქიმიურ დამწვრობას. საშინაო პროცედურებისთვის შესაფერისია შემადგენლობაში 10%-იანი AHA-ების მქონე საშაუელებები. ისინი ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ზრდის სიმკვრივესა და ელასტიკურობას, აგლუვებს კანს. სასურველია, მსგავსი საშუალებების გამოყენება სასურველია საღამოს, დილით კი გამოიყენეთ სანსქრინი.
როგორ ჩამოვირეცხოთ მზისგან დამცავი საშუალება?
ეს მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მიცელარული წყალი შესანიშნავად წმენდს კანს. თუმცა, თუ მზისგან დამცავი საშუალება შეიცავს მინერალური ეკრანების საკმაოდ მაღალ კონცენტრაციას, ისინი სახეზე შეიძლება დარჩეს და ნასვრეტები ამოავსოს. ამისთვის უფრო ღრმა და გულდასმითი წმენდაა საჭირო. გირჩევთ, ორეტაპიან წმენდას მიმართოთ.