
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ რამეს მალავს ჩვენი ქვეცნობიერი. მასში ჩვენი პიროვნული საიდუმლოებებიცაა ჩაფლული. მსგავსი ტესტები გვეხმარება ჩვენი გონების სიღრმიდან ჩვენ შესახებ ისეთი დეტალური ინფორმაციის პოვნასა და გამოტანაში, ვერც კი ვიჯერებთ, ჩვენ რომ გვეხება.
შესაძლოა, არც ჰოროსკოპების გჯეროდეთ, არც ექსტრასენსებისა და არც ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებისა, თუმცა, Girl.ge-ის რედაქცია თვლის, რომ ასეთი მარტივი ტესტები შესანიშნავი საშუალებაა საკუთარ პიროვნებაზე მეტის გასაგებად.
აირჩიეთ კაბა, რომელიც ყველაზე მიმზიდველად მიგაჩნიათ, და წაიკითხეთ შედეგები.
1. ცხოვრებაში ყველაზე უბრალო რამეები, უბრალო სიამოვნება გწყურიათ. ტკბებით სიჩუმით, სიმშვიდითა და მარტოობით. როცა სხვა ადამიანების გარემოცვაში ხართ, უპირატესობას შინაურულობას ანიჭებთ. აი, რატომ გიყვართ დროის გატარება მეგობრებისა და უახლოესი ნათესავების ახლო წრეში.
თქვენი მომავალი აუცილებლად ბედნიერი იქნება – თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იცით, რა მოგწონთ და რა შეგეფერებათ. ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომლებსაც შეუძლიათ უბრალო რამეებში სილამაზის დანახვა. ვიღაცისთვის, თქვენი ცხოვრების სტილი შეიძლება მოსაწყენი აღმოჩნდეს, სამაგიეროდ, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენს ცხოვრებაში უსარგებლო დრამები არ იქნება.
2. უბრალოდ შეპყრობილი ხართ სიმდიდრის სურვილით. თუმცა, იცით, რომ შეძლებულ ცხოვრებას ბევრი შრომაც სჭირდება.
თქვენ გინდათ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ სასიამოვნო საგნები და მოვლენები იყოს, თუმცა, გესმით, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად შეუპოვრად მუშაობა და საკუთარი მიზნებისკენ მისწრაფება იქნება საჭირო. არ უშინდებით მწვერვალზე ასვლას. თუმცა, მთავარი რჩევა, რომლის მოცემაც შეგვიძლია, დაახლოებით ასე ჟღერს: “არ დაგავიწყდეთ სიამოვნების მიღება მწვერვალამდე მისასვლელ გზაზე სიარულით.”
3. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ზედმეტად მიჩვეული ხართ რისკსა და გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ისწავლეთ გამაფრთხილებელი ნიშნების გაშიფრვა და დაფიქრება, სანამ მორიგი თავგადასავლების მორევში გადაეშვებოდეთ. გვეთანხმებით, რომ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად გარისკეთ. იქნებ, დროა, გზა დიდი სიფრთხილით გააგრძელოთ.
იმედი გაქვთ, რომ “ზემოდან” ვიღაც გიყურებთ და დაგიცავთ, თუ რამეა. თუმცა, როგორც ცნობილია, თითს თუ არ გაანძრევთ, ღმერთი ვერ გიშველით.
4. თუ ეს კაბა აირჩიეთ, ესე იგი, მზად ხართ ომში წასასვლელად. ეს შეიძლება იყოს იურიდიული დავა, ბრძოლა ძალაუფლებისთვის ან სურვილი, ნებისმიერ ფასად გადახვიდეთ მომდევნო კარიერულ საფეხურზე. ნებისმიერ მომენტში ხართ მზად წინსვლისთვის.
წითელი ფერი ენერგიის, ძალისა და აგრესიის სიმბოლოა. მზად ხართ, აიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. შესაძლოა, გრძნობთ, თითქოს დიდი ხანი იყავით “ჩაკეტილი”, ახლა ცხოვრებისგან რევანში გწყურიათ.
5. თუ ეს კაბა აირჩიეთ, არ იდარდოთ. თქვენ მხოლოდ დამშვიდება გჭირდებათ. თქვენი ცხოვრება უბრალო, მოსახერხებელი და უსაფრთხო რაღაცის ძიებაა. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, ეს ყოველთვის ასე არ იყო. უსაფრთხოების ძიებისა და შფოთვის მიზეზი შეიძლება იყოს რთული პერიოდი პირად ან პროფესიონალურ ცხოვრებაში. ამ მომენტში, ჩვენი აზრით, მიისწრაფვით იმისკენ, რომ გარშემო შემოიკრიბოთ ლოიალური ადამიანები, რომლებსაც ყოველგვარი პირობის გარეშე ეყვარებით.
თუ ახლა მართლაც რთულ პერიოდში ხართ, განაგრძეთ სიამოვნებისა და კმაყოფილების ძიება იქ, სადაც მანამდე არასდროს გიძებნიათ. შეისვენეთ. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენი ცხოვრების ნავს არყევენ.
6. ვერ გეტყვით, რა გაწუხებთ ბოლო დროს, თუმცა, რაღაც ნამდვილად იწვევს თქვენში შფოთვას. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ საკმარისი რაოდენობით ოპტიმიზმი გაქვთ სიტუაციიდან გამოსასვლელად. ბნელ ხანას აუცილებლად მოიტოვებთ უკან, რამდენადაც გაქვთ იმის გამბედაობა, გააგრძელოთ გზა. ჯერ კიდევ არ მისულხართ “სინათლემდე”, თუმცა, მას უკვე ხედავთ.
მაშინაც კი, თუ ნათელი მომავალი ძალიან შორს გეჩვენებათ, არ დანებდეთ. დაფიქრდით იმაზე, რაც უკან მოიტოვეთ. ადრე თუ გვიან, ფინალამდე მიხვალთ და იპოვით თავისუფლებას, რომელსაც ეძებდით.
7. მზად იყავით ერთგვარი ქაოსისთვის, რომელიც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დაიწყოს. თუმცა, სამყაროში არაფერია ისეთი, რასთან გამკლავებასაც ვერ შეძლებთ. მითუმეტეს, რომ თქვენ თვითონ ხართ ასეთი: მოგწონთ არცოდნა იმისა, თუ რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი. გსურთ, ყოველთვის ღია გქონდეთ კარი ახალი შესაძლებლობებისთვის. ეს ძალიან მაგარი რამაა!
ახალი შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში მუდმივად იქნება და ყოველ ჯერზე, ისინი არსაიდან გაჩნდება. მოემზადეთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში რაღაც სურპრიზი გელით. სასიამოვნოა იგი თუ არა, ეს არ ვიცით.
8. თქვენი ხასიათის მთავარი თვისება ცნობისმოყვარეობაა. ყოველთვის მიისწრაფვით რაღაც ახლის შეგრძნებისა და ცოდნისკენ. ყოველთვის მზადყოფნით იღებთ საკუთარ თავზე მოულოდნელ რისკებს. თუმცაღა, ხანდახან, დაფიქრდით თქვენი ზოგიერთი ქმედების შედეგზეც.
საბოლოო ჯამში, სწორედ ცნობისმოყვარეობა მოგცემთ საშუალებას, განვლოთ მკვეთრი და ფერადი ემოციებით სავსე ცხოვრება. ალბათ, რეგულარულად გეწვევათ მსგავსი აზრები: “არ ვიცი, რას ვაკეთებ. არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა. თუმცა, ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ არ ვცადო.”
დიდი ალბათობით, ბევრ თქვენგანს აღწერა არ მოეწონა. საკუთარი შინაგან მე-სთან თვალის გასწორება ყოველთვის სასიამოვნო როდია.