ტესტი-მკითხაობა: აირჩიეთ ერთი კარტი და გეტყვით, რა მოხდება მომავალში

0
5809

დღეს Girl.ge-ის რედაქციამ თქვენთვის კარტით მკითხაობა მოამზადა. ასეთი მკითხაობის გაშიფრვა მხოლოდ ნათელმხილველებს, ჯადოქრებსა და წინასწარმეტყველებს შეეძლოთ. შემოგვიერდით და გაიგეთ, რა გელით მომავალში.

ჩვენ დღეს მკითხავის როლს ვითამაშებთ, თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, აირჩევთ კარტს ქალბატონის გამოსახულებით. როგორც კი არჩევანს გააკეთებთ, გადადით პროგნოზის კითხვაზე.

ძალიან გვაინტერესებს, როგორ ჩაივლის თქვენი გამოცდილება. გაგვიზიარეთ შედეგები:

1. ყვავის ქალბატონი

მოემზადეთ საქმიანი მოლაპარაკებისთვის, რათა საკუთარი იდეები წარადგინოთ. ეს, დიდი ალბათობით, მცირე აუდიტორია იქნება, რომელშიც საქმიანი ადამიანები მოიყრიან თავს. თქვენი შეთავაზება რომ მიიღონ, ბეჯითად უნდა იშრომოთ. სწორედ პროფესიონალთა თანხმობაზე იქნება დამოკიდებული, დარჩებით ძველ სამსახურში თუ არა.

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, მნიშვნელოვნად გაიზრდებით კარიერაში, აგრეთვე, მიიღებთ იმპულსს სულიერი განვითარებისთვის. გისურვებთ წარმატებებსა და საუკეთესოს რწმენას!

2. გულის ქალბატონი

ფინანსებთან დაკავშირებული საუბარი გელით. დიდი ალბათობით, საუბარში მონაწილეობას მიიღებენ სამსახურის კოლეგები ან ახლო გარემოცვა. დამატებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი და კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ფინანსური აღრიცხვა წესრიგშია.

ოჯახური ბიუჯეტიც მოითხოვს გადახედვას. ოჯახში პრობლემები რომ არ გაჩნდეს, მოემზადეთ საუბრისთვის წინასწარ და მოამზადეთ დამაჯერებელი არგუმენტები.

3. ჯვრის ქალბატონი

სერიოზული საუბარი გელით საყვარელ ადამიანთან. შესაძლოა, რაღაც არასწორად მოხდა და ამაში გარკვევაა საჭირო. უკეთესი იქნება, თუ წინასწარ მოემზადებით ხანგრძლივი საუბრისთვის. მომენტი, რომელსაც განიხილავთ, არც ისეთი სასიამოვნო იქნება.

ძალა გეყოფათ დამღლელი “ეკზეკუციის” გადასატანად. სამაგიეროდ, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება და დადებითი ცვლილებების ხანა დაიწყება.

4. აგურის ქალბატონი

ალბათ, უკვე დაგავიწყდათ, რა არის ნამდვილი სიყვარული. დროა, გაიხსენოთ, ამიტომაც გელით დიალოგი ამ საკითხთან დაკავშირებით. საუბარი საკმაოდ გულახდილი იქნება. თანამოსაუბრე შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური ან ადამიანი, რომელიც წარსულში ძალიან ახლობელი იყო თქვენთვის.

გამორიცხული არაა, რომ თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება თქვენი გულახდილობის შემდეგ.