10 მიზეზი, რომლებიც წონის დაკლებაში გიშლით ხელს, თუნდაც ძალიან ცოტას ჭამდეთ

0
6143
Photo credit: ShutterStock

რაციონი მინიმუმამდე შეზღუდეთ, ლამის ჩიტივით კენკავთ, სასწორი კი თავს იგიჟებს და ერთსა და იმავე რიცხვს გაჩვენებთ? მოდით, გავერკვეთ, რატომ ხდება ასე. თუ თვის განმავლობაში ყურადღებას აქცევდით კვებას, წონა კი ჯერაც არ დაძრულა, იპოვეთ მიზეზი ჩვენს სიაში.

რატომ არ მიდის ზედმეტი კილოგრამები?

1. ფარისებრი ჯირკვალი წესრიგშია?

თუ ჰიპოთერიოზი გაქვთ, ანუ, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული, ვერ გახდებით, სანამ ამ პრობლემას არ გადაჭრით. ჰიპოთირეოზის პირველ სიმპტომებად ითვლება დაღლილობა, დათრგუნვა, მუდმივი აპათია და უძლურობა. ახლა ჰმ თქვით და გაიფიქრეთ, რომ ცივ ზამთარში ეს ყველასთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა? სწორედ ამაშია საფრთხე: თუ თქვენს მდგომარეობას ცუდ ამინდს, მზის ნაკლებობასა და სიბნელეს მიაწერთ, დაავადებას ვერ შენიშნავთ. თუ “ცხოვრება – უფსკრულია” მდგომარეობაში ცხოვრობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჩააბარეთ სისხლის ნიმუში და გამოიკვლიეთ თიროქსინ T4-ისა და ტრიიოდთირონინ 3T-ის დონე.

2. ზედმეტად ხომ არ მოდუნდი?

თუ ცხოვრებაში ბოლო დროს მხოლოდ პოზიტიური მოვლენები მიმდინარეობს, ახლობლები ბედნიერები არიან, პარტნიორი განებივრებთ, უფროსი გაქებთ, მეგობრები კი აღტაცებული არიან თქვენით, ძალიან კარგი, მაგრამ… სწორედ კეთილდღეობისა და სიმშვიდის ეს შეგრძნება შეიძლება იყოს მეტაბოლიზმის დაქვეითების მიზეზი. ადამიანებს, რომლებიც ე.წ. “პოზიტიურ სტრესს” განიცდიან, უფრო აქტიური მეტაბოლიზმი აქვთ და უფრო მარტივად იშორებენ წონას, ვიდრე ისინი, ვინც სრულყოფილ სიმშვიდეში ცხოვრობს. “პოზიტიურად” ითვლება სტრესი, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვებით, რეალური ადამიანების ან წიგნების/ფილმების პერსონაჟების ემოციური თანაგრძნობით, უსაფრთხო მწვავე შეგრძნებებით, აი, იმის მსგავით, ადამიანი ამერიკულ მთებზე რომ განიცდის.

3. ამდენად ცოტას ჭამ?

Photo credit: ShutterStock

როგორ მოვიქცეთ, თუ წონა არ მიდის? თუ მოხმარებული საკვების რაოდენობას ულუფის მოცულობით ითვლით, შეამოწმეთ, იმ პროდუქტების სიაში, რომლებსაც მიირთმევთ, ხომ არ შეიპარა რაღაც ცხიმიანი, ფსევდოდიეტური მტერი, მაგალითად, ტოფუ, ჩირი ან ანანასი, რომლებიც არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც გეჩვენებათ.

4. საკმარისად გძინავს?

საიდუმლო არაა, რომ ჯანსაღი ძილი კანის მდგომარეობასა და საერთო ჯანმრთელობაზე ისახება. თუმცა, იცოდით, რომ იგი უშუალო გავლენას ახდენს წონაზეც? მარტივი სისტემა: ძალების აღსადგენად, ორგანიზმს არანაკლებ 7-საათიანი ძილი სჭირდება დღეში. ნაკლები ხნით დასვენება ორგანიზმს ენერგიის უკმარისობას მოუტანს. ორგანიზმს ენერგიის მიღება ცხიმების დაშლით შეუძლია. დასაშლელად რაღაც რომ ჰქონდეს კი – ცხიმებს აგროვებს. შეამოწმეთ, რამდენად საკმარისად გძინავთ?

5. ძირითად საკვებს საღამოს ხომ არ მიირთმევ?

Photo credit: ShutterStock

თუ ფინჯანი ყავით საუზმობთ, ბუტერბროდით სადილობთ, ვახშამზე კი კუჭის დღესასწაულს აწყობთ, შეუდარებლად დაცული დღიური კალორიულობის მიუხედავად, წონაში ვერ დაიკლებთ. არსებობს კალორიების თვლის პირობითი წესები დღის სხვადასხვა მონაკვეთებისთვის. 12:00-ზე მირთმეული პროდუქტის კალორიულობა გაყავით ორზე, 12-18 საათებს შორის მირთმეული პროდუქტი დაითვალეთ სწორად; 18:00-ის შემდეგ მირთმეული საკვების კალორიულობა კი ორზე გაამრავლეთ.

6. მუდმივად ხომ არ გშია?

ჩვეულებრივ, სწორედ ეს გრძნობა ახარებთ ჭარბწონიანებს: მშია, ესე იგი, ცოტას ვჭამ, ესე იგი, ვხდები. არაფერიც! თუ შიმშილს გრძნობ, ესე იგი, სუქდები. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმმა არაფერი იცის თქვენი ახალი კაბის შესახებ, რომელშიც უნდა ჩაეტიოთ, სამაგიეროდ, იცის, რომ შიმშილი ცუდია. მისთვის ეს იმის სიგნალია, რომ რთულ პერიოდში შევიდა და ცხიმები უნდა მოიმარაგოს, რაც შეიძლება მეტი.

7. ხომ არ გცივა?

ორგანიზმს ცხიმის მარაგი არამხოლოდ აქტიურობისთვის, არამედ სიცივისგან თავდასაცავადაც სჭირდება. თუ ძალიან მსუბუქად იცვამთ ან სახლსა და სამსახურში გათბობა ცუდია, ორგანიზმი დაიწყებს ცხიმების დაგროვებას, რათა შეძლოს შინაგანი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რამდენადაც, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო ნელა ფუნქციონირებს ყველა სისტემა.

8. იქნებ, უკვე საკმარისად გახდით?

Photo credit: ShutterStock

ორგანიზმს ნორმის ჩაშენებული, შინაგანი მიმღები აქვს. ის წონა, რომელიც თქვენთვის ნორმალურია. ნორმის განსაზღვრაში დაგეხმარებათ სხეულის მასის ინდექსი – სხეულის მასა კგ-ებში, გაყოფილი სიმაღლის (სმ-ებში) კვადრატზე. ნორმალური სმი 18.5-24.9-ის ფარგლებში მერყეობს. თუ თქვენი შედეგი 18.5-ზე ნაკლებია, გახდომა უკვე არამხოლოდ საშიში, არამედ სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ, შეწყვიტეთ წუწუნი იმაზე, რომ არ ჭამთ და ვერ ხვდებით, და დაიწყეთ ნორმალურად კვებათ.

9. ყაბზობა ხომ არ გაწუხებს?

არც ისეთი მადისაღმძვრელი მომენტია, სიმართლე რომ ვთქვათ… თუ თქვენს ორგანიზმში გამომყოფი სისტემა აშლილია, წონის შეკავება აიხსნება იმით, რომ ნაწლავები გადავსებულია. გაზარდეთ სასმელი წყლის რაოდენობა და მიირთვით მეტი უჯრედისი: ეს მარტივად და სწრაფად გამოასწორებს სიტუაციას.

10. ბევრს ხომ არ ვარჯიშობ?

თუ სპორტ-დარბაზში მუდმივად დადიხართ, გამორიცხული არაა, რომ წონა სტაბილური გახდება, რამდენადაც მსუბუქი ცხიმი ანაცვლებს მძიმე კუნთებს. ანუ, მოცულობაში მცირდებით, კილოგრამებში კი – არა. თუმცა, მთავარი ხომ სასწორზე გამოსახული ციფრები არაა?

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი, ამიტომ, თუ თქვენ მოგწონთ, როგორც გამოიყურებით, ნუ მოუსმენთ სხვებს, ნუ დაიცავთ დიეტას. თქვენ ერთი ცალი ხართ, ვერავინ იზრუნებს თქვენზე უკეთ, ვიდრე თქვენ თვითონ.

წყაროcosmo