
2020 წელი დასასრულს უახლოვდება. იმედია, იგი თან წაიღებს ყველა იმ შფოთვასა და პრობლემას, რომლებიც თავად მოგვიტანა. ახალი წლისგან ყველა რაღაც გასაოცარს, ჯადოსნურს ელოდება. სხვათა შორის, ვარსკვლავები არ უარყოფენ, რომ 2021 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება.
2021 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის შესაძლებლობებისა და ცვლილებების წელი იქნება. Girl.ge-ის რედაქციამ შეადგინა მთელი წლის ასტროპროგნოზი, რომელიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რომელ დადებით ცვლილებებს უნდა ელოდოთ და რომელი უარყოფითი მოვლენებისთვის უნდა მოემზადოთ ახალ წელს.
ზოგადად, ასტროლოგებს სჯერათ, რომ ეს წელი ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად – 2021 წლის ასტროპროგნოზი ამას ამტკიცებს. წაიკითხეთ ქვემოთ.
1. ვერძი
ვერძმა უნდა გამოავლინოს ინიციატივა – მის საქმიანობას შეამჩნევენ და ღირსეულად დააფასებენ. ასტროპროგნოზი გვპირდება, რომ ვერძი მარტივად მიაღწევს წარმატებას, ფინანსური და ემოციური წახალისება კი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს.
ვერძებს გაიტაცებს საინტერესო ხანგრძლივი პროექტები – საუბარი აქ არამხოლოდ სამსახურზეა. მოსალოდნელია მოგზაურობაც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბევრი რამაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.
2. კურო
წელი კუროსთვის წარმატებული იქნება. ასტროპროგნოზი მას წარმატებას უწინასწარმეტყველებს მრავალი სახის წამოწყებაში. ყველაფერი კარგად წავა სამსახურშიც, სიყვარულშიც. შესაძლოა, სწორედ ეს წელი აღმოჩნდეს საუკეთესო დრო საკუთარი სტარტაპის ან დიდი პროექტის წამოსაწყებად – მაღალია იმის ალბათობა, რომ ყველაფერი სწორად წარიმართება.

3. ტყუპები
ასტროპროგნოზი ამბობს, რომ ტყუპებს წლის პირველ ნახევარში იმედი გაუცრუვდებათ. სავსებით შესაძლებელია, რომ იმ მეთოდებისა და მიდგომების უმეტესობა, რომლებსაც იგი მიზნების მისაღწევად იყენებს, აღარ იქნება ეფექტური. სხვათა შორის, ეს პრობლემა კი არა, უბრალო მინიშნებაა, რომ თქვენს მეთოდებს უნდა გადახედოთ.
წელი იდეალური იქნება სწავლისთვის – ეს დაგეხმარებათ კარიერაშიც, ზედმეტი არ იქნება ცხოვრებისთვისაც. ნუ ელოდებით რაღაც სერიოზულ ცვლილებებს.
4. კირჩხიბი
2021 წელს, თუ ვარსკვლავები არ ცდებიან და ზუსტ ასტროპროგნოზს იძლევიან, კირჩხიბს დაუბრუნდება ყველაფერი, რასაც აკეთებს. წინააღმდეგობებიც კი, რომლებიც ახალ წელს გაჩნდება, განწყობას ვერ გაგიფუჭებთ და ხელის ჩაქნევაზე არც კი გაიფიქრებთ. პირიქით, კირჩხიბი უფრო აქტიურად იმუშავებს, წარმოქმნილი აზატი კი დაგვეხმარება სირთულეების უპრობლემოდ გადალახვაში. წლის ბოლოს, კირჩხიბი თავისი შრომის ნაყოფს მიიღებს – მას ელოდება პრემია ან დაწინაურება.
5. ლომი
ლომებს ბევრი რამ გამოუვათ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბევრს იშრომებენ. ასტროპროგნოზი ამტკიცებს, რომ ლომი რაღაცას მხოლოდ შეუპოვრობისა და აქტიური შრომის შედეგად მიაღწევს. სწორედ ამიტომაა მიღწეული შედეგები უფრო ძვირფასი. შესაძლოა, გაჩნდეს წარმატების გაზრდის სურვილი, ესე იგი, უფრო მეტი მუშაობა მოგიხდებათ.

6. ქალწული
ქალწულის ასტროპრგნოზი არ სთხოვს ზოდიაქოს ამ ნიშანს თავს ზემოთ გადახტომას. რაღაცას რომ მიაღწიოთ და უფრო შესამჩნევი რომ გახდეთ, უბრალოდ კეთილსინდისიერად აკეთეთ თქვენი საქმე.
იდეების უმეტესობას ენთუზიაზმით შეხვდებიან, ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ წლის ბოლოს მათი რეალიზება და პირველი ნაყოფის მიღება შეძლოთ. ქალწული უნდა ელოდოს ფინანსურ ბონუსებს – ეს შეიძლება იყოს როგორც ხელფასის მომატება, ისე მნიშვნელოვანი პრემია, ან მოგება, ან იქნებ ძველი ვალის დაბრუნება.
7. სასწორი
სასწორი მისთვის ჩვეულებრივ საქმიანობას – ბალანსის შენარჩუნებას განაგრძობს. ეს იქნება ბალანსი სამსახურსა და სახლს, აქტიურ ცხოვრებასა და მშვიდ, მოზომილ მდგომარეობას შორის. ასტროპროგნოზი ირწმუნება, რომ სასწორი მზად უნდა იყოს სერიოზული ცვლილებებისთვის – ისინი მოსალოდნელია როგორც სამსახურში, ისე ოჯახშიც. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, დათანხმდებით და მიიღებთ თუ არა მათ. ნებისმიერ შემთხვევაში, აწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე.
8. მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი წელი გაძლიერებულად იშრომებენ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას გპირდებათ ასტროპროგნოზი. მორიელი, რომელიც მიზნისკენ ისწრაფვის, არ უნდა ივიწყებდეს დასვენებისა და გართობის შესახებაც, რამდენადაც გადაღლა კარგს არაფერს მოუტანს, მხოლოდ შრომისუნარიანობას დააქვეითებს.
თუ სამსახური სიამოვნებას მოგიტანთ, წლის ბოლო საოცრად სასიამოვნო იქნება – მორიელს ელის კოლეგების პატივისცემა, ახლობლების მხარდაჭერა, ფინანსური კეთილდღეობა.
9. მშვილდოსანი
ასტროპროგნოზი ამ ნიშანს ცვლილებებს უქადის. 2021 წელს სამსახურის შეცვლა კარგი იდეაა, თუმცა, ყოველთვის ამდენად რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ – სცადეთ ვარცხნილობის შეცვლა, რაღაც ახალი კერძის გასინჯვა, მოგზაურობა.
სიახლისკენ სწრაფვის დროს, ნუ დაგავიწყდებათ ძველი და სტაბილური – მეგობრები, ოჯახი, ახლობლები. მათი მხარდაჭერის გარეშე, ვერავითარი ცვლილება ვერ გაგახარებთ.
10. თხის რქა
დასახული მიზნების მიღწევა, ყველა დაბრკოლების გადალახვა, სირთულეებთან გამკლავება – სწორედ ამას გპირდებათ ასტროპროგნოზი. 2021 წელს თხის რქა შეძლებს ყველაფერთან მარცხენა ხელით გამკლავებას. სხვათა შორის, ნებისმიერი წარმატებაა მოსალოდნელი, თუ არ დაგავიწყდებათ კრეატიული მიდგომა და მოქნილობის შენარჩუნება – ეს დაგეხმარებათ არასტანდარტული გამოსავლის პოვნაში.
11. მერწყული
2021 წელს, ასტროპროგნოზის თანახმად, მერწყულის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება. საუბარი არამხოლოდ პირად ცხოვრებასა და შესაძლო რომანტიკული ურთიერთობებზე, არამედ კარიერასა და ყოფაცხოვრებაზეცაა. დადგება დრო, როცა უნდა სცადოთ რაღაც ახალი, ქედი მოიდრიკოთ, ადგეთ და განაგრძოთ წინსვლა. შეცდომები გულს არ გატკენთ, მიღებული შედეგები კი აღგაფრთოვანებთ.
12. თევზები
თევზები ეყვარებათ და მასაც ეყვარება. კოლეგები და უფროსობა მხარს დაუჭერენ იდეებს, ოჯახისა და მეგობრებისგანაც უნდა ელოდოთ გვერდში დგომას. წელი, ასტროპროგნოზის თანახმად, თევზებისთვის მშვიდი უფრო იქნება, ვიდრე მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით აღსავსე. ყველაფერი თანმიმდევრობით წავა, აჩქარება არ მოგიწევთ, არც მოგინდებათ. უმოძრაობა გულს არ გატკენთ, 2021 წელი შეიძლება სწორედ ის პერიოდი აღმოჩნდეს, როცა გარშემო მიმოხედვა და საკუთარი ფასეულობების გადახედვა მოგიხდებათ.