
დღეების, მოვლენების და საქმეების ორომტრიალში ზოგჯერ ჩვენს თავს ძვირფას დროს ვართმევთ, რომ ნამდვილად ბედნიერი ადამიანი გავხდეთ. ზოგჯერ მარტივი და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაკლია. გსურთ გაიგოთ რა გაკლიათ? Girl.ge–ს რედაქცია ამ ტესტის გავლას გირჩევთ.
მოდუნდით და ამ 8 ულამაზეს ადგილს გადახედეთ. თითოეული მათგანი თავისებურად ლამაზი და განუმეორებელია. თითოეული მათგანი თავისებურად გვიზიდავს. საკუთარ თავს მოუსმინეთ და დაფიქრდით, ამ მომენტში სად გსურთ აღმოჩნდეთ.
მოკლედ, აირჩიეთ ადგილი!
1. გრძელსკამი ბაღში
თქვენ გჭირდებათ ურთიერთობა, საუბარი. არა უბრალოდ რამდენიმე სიტყვა, არამედ ხანგრძლივი, გულითადი ბაასი. ძველი მეგობრისთვის დრო გამონახეთ, მასაც დროის გათავისუფლება სთხოვეთ, რომ დილამდე ილაპარაკოთ ყველაფერზე, წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე.
2. ბილიკი ტყეში
თქვენ გჭირდებათ განახლება, ცვლილებები. სავარაუდოდ, კარდინალური ცვლილებები. თქვენი ცხოვრების საფუძველი გაკმაყოფილებთ, თუმცა გარეგნული ცვლილებები და გაუმჯობესება აუცილებელია. იქნებ ვარცხნილობა, ტანსაცმლის სტილი შეიცვალოთ? ან ბინაში ავეჯი გადაადგილოთ? ახალი პროფესიის ათვისება? საქმიანობის სფეროს გაფართოება? დაფიქრდით!
3. ყავა ლამაზი ხედით
გრძნობების განახლება, ცხოვრებისთვის გემოს მიცემა გჭირდებათ. ცხოვრება ზედმეტად მტკნარი გახდა. სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მოგზაურობა დაგეხმარებათ. იქნებ რამე უჩვეულო სცადოთ: ცხენოსნობა, პეინტბოლი, პარაშუტით ხტომა. სულელურ რისკებზე არ წახვიდეთ.
4. სახლი მთაში
თქვენ გჭირდებათ უბრალო, მშვიდი ცხოვრება. თქვენ ძალიან დაიღალეთ. იდეალური იქნება მივარდნილ ადგილას წასვლა, სადაც ხალხი არაა. ღუმელის ჩართვა, მოსავლის მოყვანა, ძროხის ან თხის გაზრდა. საღამოობით ჭრიჭინობელას ჭრიჭინის მოსმენა. წვიმის ხმის, სახურავზე წვეთების კაკუნის და ხეების ფოთლების შრიალის ფონზე დაძინება. იასამნის სურნელისგან და ჩიტების ჭიკჭიკის ხმაზე გაღვიძება.
5. ტბა
თქვენ თავისუფლება გჭირდებათ. ამჟამინდელი ცხოვრება გახრჩობთ. თავი ისე იგრძენით, როგორც ქარი, და შედეგებზე არ იფიქროთ. იქით წადით, სადაც გულს უხარია.
6. მყუდრო ეზო
თქვენ ნორმალური ცხოვრება გჭირდებათ. ყველაზე ჩვეულებრივი, ყოველგვარი აღმასვლის და დაცემის, უკიდურესობის გარეშე. რაიმეს მოწესრიგება სცადეთ. გარკვეული რეჟიმი დააწესეთ და დაიცავით. დღე დაგეგმეთ. რაღაც უცვლელი უნდა იყოს – ვარჯიში, სადილის დრო, დაძინებამდე გასეირნება.
7. შუქურა
თქვენ გჭირდებათ ოცნება, რაიმე იმედი. რაღაც, რის გამოც ცხოვრება, წინსვლა ღირს. რეალური ოცნება, რომელსაც ახდენის შანსი აქვს. ამავდროულად, დიდი ოცნება, რთულად ხელმისაწვდომი, რომლის რეალიზებას ხვალვე ვერ შეძლებთ. თქვენ ოცნებისკენ შრომით, გამოცდილებით, მოთმინებით და ამტანობით უნდა იაროთ.
8. ტერასა წყალთან
თქვენ დასვენება გჭირდებათ. ისეთ ადგილას, სადაც ბევრი მზეა და არაფერი გაღელვებთ. გაშავებამდე გარუჯვა აუცილებელი არაა. მზით უნდა გაიჟღინთოთ, მისი მაცოცხლებელი სითბოთი დანაყრდეთ. დაბრუნებისას იგრძნობთ, რომ ენერგიით ბოლომდე სავსე ხართ.