7 მითი მაკიაჟის შესახებ, რომელიც დროა დაივიწყოთ

0
399
photo credit: Getty Images

ღია ფერის კონსილერს იყენებთ, მაკიაჟს პუდრით ისწორებთ და ფიქრობთ, ცხიმიანი კანისთვის მატირება მთავარია? მაშინ თქვენთვის სიახლე გვაქვს! Girl.ge–ს რედაქცია გირჩევთ გაეცნოთ 7 მითს მაკიაჟის შესახებ, რომელთაც 2021 წელს აღარ უნდა ენდოთ და სამუდამოდ დაივიწყოთ.

1. ტუჩს ნუ ტანჯავთ

ფუნჯს დგუშივით ნუ იყენებთ! ასე ჯაგრისზე მეტ პიგმენტს ვერ ამოიღებთ, არამედ ფლაკონში მეტ ჰაერს შეუშვებთ, რის გამოც ტუში უფრო სწრაფად გახმება. თავსახური მოხსენით, ტუში ამოიღეთ და წამწამები შეიღებეთ. ჯაგრისზე საკმარისი ტუშია, რომ ორივე თვალი შეიღებოთ!

2. კონსილერი ღია ფერის არ უნდა იყოს

მაშინაც კი, თუ თვალების ქვეშ მუქი წრეების შენიღბვა გსურთ, თქვენი კანის შესაფერისი ჩრდილი გამოიყენეთ. კონსილერს საკმაოდ მკვრივი ტექსტურა აქვს და პრობლემებს იდეალურად დამალავს. უფრო ღია ფერის ჩრდილის გამოყენებით შესაძლოა პანდის ეფექტი მიიღოთ: თვალების ქვეშ თეთრი წრეები, რომელიც დანარჩენი კანისგან განსხვავდება.

3. ასაკის მატებასთან ერთად უფრო მბზინვარე ტექსტურაზე უნდა გადახვიდეთ

მაკიაჟის მატირებით დასრულება მხოლოდ ახალგაზრდა და გლუვ კანზე გამოიყურება ლამაზად, მაგრამ წვრილი ნაოჭების შემთხვევაშიც მატე პუდრა ან ტონი ნაოჭებს ხაზს უსვამს და ვიზუალურად „აძლიერებს“. ასაკის მატებასთან ერთად უფრო ნაზი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ, ეს მთავარი წესია. უფრო მეტი სინათლის ამრეკლავი პიგმენტი, საშუალება მიკრო ბრჭყვიალა ნაწილაკებით და ბზინვარე ეფექტით – წვრილი ნაოჭები კიდევ დიდხანს შეუმჩნეველი დარჩება!

4. ცხიმიან კანსაც მკვებავი კრემი სჭირდება

მცდარია მოსაზრება, რომ ცხიმიან კანზე უფრო მსუბუქი კრემი, გელი ან გელ–კრემი უნდა გამოიყენოთ. წლის ცივ სეზონზე ცხიმიან კანსაც კვება და დაცვა სჭირდება ისე, როგორც მშრალ კანს. სწორედ ამიტომ, ღამით ზეთზე დაფუძნებული მკვებავი კრემის გამოყენება შეიძლება და საჭიროა.

5. მაკიაჟის პუდრით კორექტირება არ შეიძლება

მაშინაც კი, თუ დღის განმავლობაში T-ზონა ზედმეტად ბზინვარებს, არ დაიპუდროთ. ასეთ შემთხვევაში საღამოს კანზე ტონა ზედმეტი კოსმეტიკა გექნებათ, ფორები გადატვირთული, ხოლო კანი უფრო მეტ ცხიმს აწარმოებს, რადგან პუდრა კანს აშრობს. ოპტიმალური ვარიანტი: პრობლემური ზონა ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცით შეიმშრალეთ.

6. ჯერ მაკიაჟი მოიშორეთ, შემდეგ სახე დაიბანეთ

პოპულარულია მცდარი მოსაზრებაა, რომ დასაბანი საშუალება მაკიაჟსაც მოგაშორებთ. დიახ, ვიზუალურად ნამდვილად მოგაშორებთ, ტუჩსაცხის და ტუშის კვალი არ დარჩება, მაგრამ ფორებიდან ტონალური კრემის ამოღებას უბრალოდ ვერ შეძლებს. აკნე არ გსურთ? ჯერ მაკიაჟი სპეციალური საშუალებით მოიშორეთ, შემდეგ დაიბანეთ.

7. თქვენი კანის შესაფერისი ტონალური კრემი არ არსებობს

სამწუხაროდ, რამდენიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენი ბუნებრივი კანის ფერის ტონალურ კრემს ვერ იპოვით. თუ პერფექციონისტი ხართ, გირჩევთ ბევრი ცდის და შეცდომების მეთოდებით თქვენი ტონის ფორმულა თავად შექმნათ. ამისთვის 2 ან 3 ტონალური საშუალება აურიეთ, რომ უფრო მსგავსი ფერი მიიღოთ. ასე უნიკალურ ვარიანტს შექმნით.

წყაროcosmo