
ზოგიერთ ცნობილ ადამიანს წარმოუდგენლად დიდებული თმა აქვს და ეს გასაოცარი პარიკი ან მისამაგრი ხელოვნური კულულების შედეგი არაა. Girl.ge-ს რედაქციამ გაიგო რამდენიმე გასაოცარი და ღირებული საიდუმლოს შესახებ, რომელთაც ვარსკვლავები იყენებენ – თქვენც გამოგადგებათ!
ჯენიფერ ლოპესი: ავოკადოს ნიღაბი

ჯენიფერ ლოპესმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თმისთვის პროფესიონალურ კოსმეტიკას იყენებს, თუმცა შინაურულ რეცეპტებსაც არ ივიწყებს. ჯეი ლო ხშირად იკეთებს ნიღაბს 1 მწიფე ავოკადოთი და კვერცხის გულით – ფაფის მიღებამდე ჩანგლით აურიეთ, შემდეგ თმაზე მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 30-60 წუთით გაიჩერეთ და ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ. ცხიმები და მიკროელემენტები თმის ღერებს კვებავს და თმა ლამაზად ბზინავს. თავად ჯენიფერმა შეამოწმა!
დემი მური: რეჰანის ნაყენი

დემი მურის თმა ყოველთვის დიდებულად გამოიყურება: მისი სწორი თმა ისე ბზინავს, რომ თამამად შეუძლია შამპუნის რეკლამაში მონაწილეობა მიიღოს. მას რამდენიმე საიდუმლო მეთოდი აქვს: პირველ რიგში, თმას მუდმივი დაბანით და გაშრობით არ აწვალებს, მსახიობი თავს კვირაში 2–ჯერ იბანს. მეორეც, ვარსკვლავი თავზე რეჰანის ნაყენს ივლებს. 1 ს/კ ხმელ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და გაგრილება აცადეთ. დაბანის ბოლოს თავზე გადაივლეთ და არ ჩამოიბანოთ – უბრალოდ პირსახოცით გაიმშრალეთ.
კიმ კარდაშიანი: მშრალი შამპუნი

კიმი თავის ხშირი დაბანის მოწინააღმდეგეა. ის თვლის, რომ ასე თმა შრება და ზიანდება. მას ვუჯერებთ, რადგან კარდაშიანს ნამდვილად დიდებული თმა აქვს. ვარსკვლავი ამბობს: „თავს ყოველდღე არ ვიბან, რადგან თმას კერატინით ვისწორებ. ყოველთვის მშრალი შამპუნი მშველის“.
ჯენიფერ ენისტონი: ასპირინი

ბზინვარე თმის მისაღებად ყველაზე უცნაური საიდუმლო მეთოდი ჯენიფერ ენისტონს აქვს. ერთ–ერთ ინტერვიუში აღიარებს, რომ შამპუნში ყოველთვის 1 დაქუცმაცებული ასპირინის აბს ამატებს, თითქოსდა ამ რეცეპტით მაქსიმალურ ბზინვარებას აღწევს. რა თქმა უნდა, ცოტა საეჭვოდ მიგვაჩნია.
პენელოპა კრუსი: ყავის ნიღაბი

პენელოპა კრუსის თმის შეიძლება შეგშურდეთ: დიდებული, ბზინვარე, გრძელი. როგორც პენელოპა ამბობს, თმის მოვლის ტექნიკა ბებიამ ასწავლა, ხოლო თმისთვის დროში გამოცდილ ესპანურ რეცეპტს იყენებს. ვარსკვლავი საკმაოდ ეგზოტიკურ ნიღაბს იყენებს. 1 კოვზი დაფქული ყავა, 1 მანგოს წვენი, ნეკერჩხლის სიროფი, დაქუცმაცებული დარიჩინი და რამდენიმე მწყერის კვერცხი. ეს ყველაფერი უნდა აურიოთ, თმაზე წაისვათ და მინიმუმ 1 საათით გაიჩეროთ, შემდეგ ჩვეულებრივი შამმპუნით ჩამოიბანოთ.
მონიკა ბელუჩი: მაგნოლიის ზეთი

როგორც ყველა იტალიელი, მონიკა ბელუჩიც პერიოდულად თმას ზეითუნის ზეთით „მკურნალობს“. ეს საიდუმლო ძალიან ცხადია! მონიკა კიდევ ერთ საიდუმლო მეთოდს იყენებს – მაგნოლიის ზეთი, რომელსაც არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელი აქვს, არამედ თმას კვებავს და განსაკუთრებულ ბზინვარებას ანიჭებს. სხვა მცენარეული ზეთებისგან განსხვავებით საკმაოდ ძვირადღირებულია – საქმე იმაშია, რომ ყვავილებისგან ეთერზეთის მიღების პროცესი შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. თუმცა ეს ამად ღირს!
ზოი სალდანა: მაიონეზის ნიღაბი

ერთხელ, ზოი სალდანამ თქვა, რომ თმის გასაძლიერებლად მაიონეზის ნიღბის გაკეთება დედამ ასწავლა. რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს შინაურული მაიონეზი. მისი მომზადება შეგიძლიათ კვერცხის გულით, 1 ს/კ ძმრით, ზეითუნის ზეთით და მწიკვი მდოგვით. შეიძლება ცოტა წვა იგრძნოთ, მაგრამ ასე თმის სწრაფად ზრდას სტიმულირებთ.
სკარლეტ იოჰანსონი: არგანის ზეთი

არგანის ზეთის ჯადოსნური მოქმედების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცნობილია. სკარლეტ იოჰანსონი რეგულარულად ამ ზეთს ყიდულობს, რომ თმა გააძლიეროს. მსახიობი აღიარებს, რომ ზოგჯერ თმას ღამით ისვამს – თავის კანში იზელს და მთელ სიგრძეზე ინაწილებს. მდიდარი და მკვებავი თვისებების წყალობით არგანის ზეთს შეღებვის შემდეგ თმის აღდგენა შეუძლია.
სიუკი უოტერჰაუსი: კოკა–კოლა

ერთხელ, მოდელმა სიუკი უოტერჰაუსმა ყველა ძალიან გააოცა, როცა განაცხადა, რომ თმის ბზინვარებისთვის სავლებად კოკა–კოლას იყენებს. რეცეპტი ცოტა უცნაურია, მაგრამ მასში ჭეშმარიტების მარცვალი არის – კოლა ტალღოვან თმას უხდება, თუ გსურთ უფრო დაუდევარ ეფექტს მიაღწიოთ. გარდა ამისა, გაზიანი სასმელი თმას ბზინვარებას მატებს. ამაში მხოლოდ პირადი გამოცდილებით შეიძლება დარწმუნდეთ.
კეტრინ ზეტა–ჯონსი: თაფლი და ლუდი

კეტრინ ზეტა–ჯონსს ძალიან ლამაზი მუქი ფერის თმა აქვს, რომელსაც რეგულარულად შინაურული ნიღბებით კვებავს. მართალია, მხოლოდ ნამდვილი, „ცოცხალი“ ლუდი უნდა გამოიყენოთ, ხოლო თაფლი – ნატურალური. 1 ჭიქა ლუდი და 1 კოვზი თაფლი აურიეთ, თმაზე წაისვით, შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ. საუკეთესო საშუალება თმის ბზინვარებისთვის და გამოსაკვებად.