Push up: 4 ვარცხნილობა, რომლებიც თხელ თმას მოცულობას შემატებს

0
988

სამწუხაროდ, ბუნებით ყველას არ გვერგო სქელი თმა. ამ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია პარიკს, დამატებით თმას ან უბრალოდ სწორად შეჭრას. თავი რომ არ იმტვრიოთ ვარცხნილობების არჩევაზე, Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ყველა შესაძლო ვარიანტს. სპოილერი: საკმარისია, შეიჭრათ წინამო (მაგრამ, ისიც უნდა იცოდეთ, როგორი) – და მოცულობა ჯადოსნურად გაჩნდება.

თხელი თმისთვის მოცულობის მინიჭებაში არამხოლოდ წარმატებული ვარცხნილობა, არამედ სწორი შეღებვაც დაგეხმარებათ – მოელვარე ადგილები მთელ სიგრძეზე, სინათლისა და ჩრდილების თამაში –  ეს ტექნიკები მყისიერად გადაჭრის ამ პრობლემას. ამასთან, ისინი ყოველთვის აქტუალურია! რაც შეეხება თმის დავარცხნას, დაიმახსოვრეთ, რომ დახვევა აუცილებლად მისცემს თმას დამატებით მოცულობას. დაახვიეთ თმა დასასწორებელ ან სახვევ უთოზე, ჩაანაცვლეთ თმის რიგების მიმართულება – სახიდან და სახისკენ. ეს იმ მოცულობას შექმნის, რომელიც გჭირდებათ, საბოლოოდ კი მოდურ და გემოვნებიან შედეგს მიიღებთ.

სწორი კარე

თუ თხელი თმა გაქვთ, უარი თქვით მის სიგრძეზე, სწორი კარეს საკეთილდღეოდ. პრინციპში, ასეთი ვარცხნილობის სიგრძე შეიძლება მერყეობდეს მოკლე ბობიდან (ყვრიმალებამდე) ლავიწის ძვლამდე. სიგრძეების მონაცვლეობა და სახესთან დაგრძელება სამუდამოდ დაივიწყეთ! ეს ის არაა, რაც დაგჭირდებათ.

წინამო

აგრეთვე, ვარცხნილობას ვიზუალურ მოცულობას მიანიჭებს წინამოს სხვადასხვა ვარიაცია. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი რომანტიკური წინამო-ფარდა ან მკვრივი ფრანგული ჭრილი. წინამოს გადავარცხნის მიხედვით, თქვენი ლუქი შეიცვლება, აი, მოცულობა კი არსად გაქრება.

თხელი თმის გადასავარცხნად, ყოველთვის გამოიყენეთ სთაილინგი. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი სპრეი ან პუდრი ძირთან მიახლოებული მოცულობისთვის, ან მშრალი ტექსტურიზატორი.

“კასკადი”

გრძელი თმის მფლობელებს, რომლებიც მათზე უარს ვერ ამბობენ, არ ვურჩევ აგრესიული “კასკადების” გაკეთებას, რამდენადაც ისინი ვიზუალურად აქრობს მოცულობას. აი, მცირე ზომის (მინიმალური) კასკადი კი, პირიქით, ხაზს უსვამს თმის სტრუქტურას (იგი გაფუვდება), რაც ლუქს რომანტიზმსა და სირბილეს ანიჭებს.

პიქსი

პიქსი, პიქსი და პიქსი, კიდევ ერთხელ! ვარცხნილობის ეს ფორმა იდეალურია მათთვის, ვინც თმის გროვაზე ოცნებობს. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ მოკლე თმას ყოველდღიური დავარცხნა სჭირდება. თუ ამისთვის მზად ხართ, წინ!

წყაროcosmo