
პრობლემური კანის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია ცხიმიანობა და გაფართოებული ფორები. ამ ტიპის კანის მფლობელებისთვის მთავარი წესი: ტონალური კრემი არ უნდა იყოს მკვრივტექსტურიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ჩახერგავს კანის ნასვრეტებს და არამხოლოდ დისკომფორტს შეგიქმნით, არამედ სახეს ვიზუალურად არაესთეტიკურ იერსაც მისცემს – თითქოს, სახეზე ნიღაბი გადევთ. ჩვენ პროფესიონალი ვიზაჟისტი გამოვკითხეთ და ვთხოვეთ, ჩვენთვის გაეცნო მისი საყვარელი ტონალური საშუალებები, რომლებიც მარტივად ფარავს კანის ნებისმიერ დეფექტს. გირჩევთ, ეს 10 სახელწოდება დაიმახსოვროთ.
სპეციალისტის თქმით, “ტონალური საშუალებების შერჩევისას, მხოლოდ მისი ფასი არაა გასათვალისწინებელი. ამ შემთხვევაში, წესი “რაც უფრო ძვირია, მით უკეთესია” არაა შესაფერისი. იაფფასიან ბრენდებს შორის იპოვით სავსებით ღირსეულ საშუალებებს. გარდა ამისა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კრემის ტექტურასა და შემადგენლობას. მასში უნდა შედიოდეს ბაქტერიციდული ნივთიერებები. ამასთან, (იდეალში) მწარმოებელმა გარანტია უნდა მოგვცეს, რომ დღის განმავლობაში კრემი კანის თანაბარ საფარს შეინარჩუნებს. ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული თქვენი კანის სილამაზე და ჯანმრთელობა. რჩევა: სანამ ტონალურ კრემს შეიძენდეთ, მაღაზიაში მოითხოვეთ მისი საცდელი ან მინიატურული ვარიანტი, რათა შეძლოთ მისი გამოცდა. ასე მიხვდებით, რამდენად უხდება იგი თქვენს კანს.”
მაშ ასე, 10 ტონალური კრემი, რომლებიც პრობლემური კანისთვისაა განკუთვნილი:
- Teint Idole Ultra Wear, Lancôme
შესანიშნავი ვარიანტია პრობლემური კანისთვის. იგი უზრუნველყოფს 24 საათამდე სიმტკიცეს,ს აქვს მატე ეფექტი (სწორედ ეს გჭირდებათ თქვენც), აგრეთვე, მის შემადგენლობაშია დამატენიანებელ კომპონენტთა კომპლექსიც, რომელიც კომფორტის შეგრძნებას იძლევა, დაჭიმულობის ან სიმძიმის შეგრძნების გაბათილების ხარჯზე. მე გირჩევდით კრემ-პუფრის ფორმატს, რამდენადაც სახეზე მისი ღრუბლით დატანებისას, იქმნება სწორი საფარი. ეს საშუალება შესანიშნავად ნაწილდება და უხდება მათ, ვისაც სახეზე პრობლემური ნარინჯისფერი ლაქების პრობლემა აწუხებს.
2. Anti-Blemish Solutions, Clinique
როგორც მწარმოებელი ირწმუნება, ეს პროდუქტი არამხოლოდ ფარავს კანის პრობლემებს, არამედ კურნავს მას. შემადგენლობაშია შემშრობი კომპონენტი – სალიცილის მჟავა, რომელიც აშრობს მუწუკებს, აგრეთვე, ამცირებს კანის ქონის სეკრეციას. კრემს საშუალო სიმკვრივე და მატე ეფექტი აქვს. თუმცა, მას ერთი მინუსიც გააჩნია: მისი გამოყენება არ შეიძლება თვალის გარშემო კანზე, რამდენადაც იქ კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარე და თხელია.
3. All Nighter, Urban Decay
ამ კრემს შესანიშნავი წყალგამძლე ტექსტურა აქვს, რომელიც მარტივად და თანაბრად ანაწილებს მას კანზე. მისი ფენებად დატანება საჭირო არაა, რამდენადაც აქვს უნარი, დაფაროს კანის ნებისმიერი დეფექტი. მას შემდეგ, რაც კრემი კანზე “დაჯდება”, იგი ლამაზ მატე ფინიშს მოგცემთ, რომელიც მთელ დღეს გაგყვებათ, რაც პუდრის არსებობას დაგავიწყებთ. ოლნაითერი განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვინც საღამოს წვეულებაზე წასვლას აპირებს და მაკიაჟის მუდმივი შესწორება არ ეპიტნავება.
4. Phyto Teint Eclat, Sisley
ეს ტონალური კრემი “მეორე კანის” ეფექტს იწვევს, მატე ფინიშით, რომელიც შესანიშნავად ნიღბაბს გაფართოებულ ნასვრეტებს. იგი ძალიან მდგრადია და მის ძალიან დიდ უპირატესობად მიიჩნევა ის, რომ არ სვრის ტანსაცმელს. შესანიშნავი ყოველდღიური საშუალებაა. გარდა ამისა, Phyto Teint Eclat-ს სასიამოვნო არომატიც აქვს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
5. Studio Fix Fluid, M.A.C Cosmetics
ამ ძალიან მაგარ პროდუქტს მკვრივი ტექსტურა აქვს, თუმცა, თუ მას სწორად გადაანაწილებთ, მსუბუქ საფრად იქცევა და შესანიშნავად დაფარავს ნაკლებს. ამ საშუალებას უზარმაზარი ფერთა პალიტრა აქვს, ამიტომ, ნამდვილად შეძლებთ თქვენი კანისთვის შესაფერისი იდეალური ტონის შერჩევას. მაშინაც კი, თუ სუპერღია კანი გაქვთ ან ახლახან დაბრუნდით ზღვიდან. კანზე Studio Fix Fluid-ი 8 საათამდე ჩერდება (ეს სავსებით საკმარისია!), იწოვს ცხიმს და აქვს უი-სხივებისგან დამცავი ფუნქცია SPF15.
6. All Hours, YSL Beaute
ზემდგრადი ტონალური ფუძეა, რომელიც მატე საფარს მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ. შემადგენლობაში არაა ზეთები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კრემი არ იწვევს კომედონებისა და აკნეს გაჩენას. ოლაუერსი წყალგამძლე საშუალებაა, რომელსაც თხევადი ტექსტურა აქვს, შესაბამისად, მარტივად წაისმება, არ გროვდება ერთ ადგილას, არ ტოვებს ლაქებსა და ნაწიბურებს. ბოლოს და ბოლოს, ამ საშუალების დასახელებაც გვეუბნება, რომ მისი გამოყენების შემდეგ, მატე პუდრის წასმა საჭირო აღარ იქნება.
7. Matte, Lumene
ამ საშუალების მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ ხერგავს კანის ნასვრეტებს. შემადგენლობაში დამატენიანებელი კომპონენტებიც გვხვდება. წასმისას, კრემს ახალი, დასვენებული სახის იერის მოცემა შეუძლია, ქმნის შეუდარებელ ტონს. მატეს კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ნატურალური შემადგენლობა აქვს, შესაბამისად, არ იწვევს ალერგიას. თუმცა, ამ შემთხვევაში, გირჩევთ პუდრის ან მატე ხელსახოცების გამოყენებას, იმ ცხიმიანი ელვარების მოსაშორებლად, რომელიც დღის განმავლობაში გაჩნდება.
8. Double Wear, Estée Lauder
მკვრივი ტექსტურის მიუხედავად, დაბლვეარი წასმისას იშლება და ტოვებს მსუბუქ მატე საფარს, ამავდროულად, იგი ნიღბავს კანის ყველაზე სერიოზულ პრობლემებსაც კი. შესანიშნავია მათთვის, ვისაც ლიფტინგ-მაკიაჟი სჭირდება, რამდენადაც იგი კანს მსუბუქ ელვარებას ანიჭებს, შესაბამისად, ვიზუალურად აგლუვებს ნაოჭებს.
9. Better Skin, Maybelline New York
ეს კრემი ბიუთი-ბლოგერების რჩეულია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბეთერსქინის შემადგენლობაში შედის C და B5 ვიტამინები (ისინი აუმჯობესებ კანის მდგომარეობასა და ფერს), აგრეთვე, თუთიას, რომელიც ახმობს ანთებას. მეორეც, იგი არ გროვდება ერთ ადგილას, არ ითხაპნება და გათბობისას არ ჟონავს, ერთ ადგილას 11 საათით ჩერდება. ამ კრემს პალიტრაში მხოლოდ 6 ელფერი აქვს, თუმცა, მათ შორისაც კი შეძლებთ თქვენი ფერის პოვნას. ეს ტონი ლამაზ პუდრისებრ ფინიშს იძლევა, თუმცა, ფრთხილად იყავით – იგი ხაზს უსვამს აქერცლილ კანს.
10. Effaclar Duo + დამატენიანებელი, La Roche-Posay
Effaclar Duo + დამატენიანებელი იდეალური დამხმარე იქნება მათთვის, ვისაც პოსტაკნე, პიგმენტაცია ან სიწითლე აწუხებს. იგი აქრობს კანის ამ დეფექტებს და ხელს უშლის მათ ხელმეორედ წარმოქმნას. ესაა კანის მოვლის კომპლექსური საშუალება, რომელიც უზრუველყოფს ხანგრძლივ მატე ეფექტს. მისი გამოყენება შეუძლიათ მგრძნობიარე კანის მქონე გოგონებსაც. მის შემადგენლობაშია 100% მინერალური პიგმენტების კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს მყისიერ დამატენიანებელ მოქმედებას. საშუალება შესანიშნავი ფუძეა მაკიაჟისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ერთ ფერშია წარმოდგენილი, კრემი უნივერსალურია და აბსოლუტურად ყველას უხდება.