ბავშვებზე მკითხაობა: როგორ გავიგოთ, ვის და როდის მოგვიტანს წერო

0
985
photo credit: Legion Media

ბავშვის დაბადებაზე, მის სქესზე, მომავალი შვილების რაოდენობაზე მკითხაობა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. მაშინ, როცა ექოსკოპია არ არსებობა, ბედის გასაგებად ერთადერთი გზა მკითხაობა იყო. წინაპრების ცოდნა შეგიძლიათ დღესაც გამოიყენოთ. დღეს Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით როგორ გაიგოთ ბედი. ასევე გიამბობთ, რომელია ზუსტი მეთოდი ბავშვებზე სამკითხაოდ.

ბავშვებზე მკითხაობა ნემსით და ძაფით

ის ძალიან მარტივი და ერთ–ერთი ყველაზე ზუსტი მკითხაობაა ბავშვის სქესის გასაგებად. თქვენ დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საკერავი ნემსი ფართო ნახვრეტით და წითელი ან თეთრი ძაფი (ზოგიერთი ძაფების ნაცვლად საკუთარ თმას იყენებს, რომ უფრო ზუსტი პასუხი მიიღოს – თუმცა მოკლე ვარცხნილობის მფლობელებს ეს ვარიანტი არ გამოადგებათ).

ნემსში ძაფი გაუყარეთ, რომ ე.წ. „ორმაგი ძაფი“ მიიღოთ, ძაფის ორივე ბოლო დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი მარცხენა ხელისგულის ზემოთ გრძელი მარყუჟივით ჩამოკიდოთ. შემდეგ საჩვენებელ და ცერა თითს შორის 3–ჯერ ქვემოთ დაწიეთ და აწიეთ, ამის შემდეგ ხელისგულის ცენტრზე დაკიდეთ ისე, რომ ნემსის წვერი ხელისგულიდან 2-3 სმ–ს ზემოთ იყოს. ახლა ყურადღებით: მკითხაობის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ირყევა ნემსი. თუ ქანქარასავით აქეთ–იქით ტრიალებს – ბიჭი დაიბადება, თუ წრიულად მოძრაობს – გოგო. მთავარია, ხელი არ აგიკანკალდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არასწორი იქნება.

ამ მკითხაობის მეორე ვარიანტი – რიტუალამდე ძაფზე დაკიდული ნემსი არა თითებს შორის, არამედ საქორწილო ბეჭედს შორის გაატარეთ (მეორე ხელით დაიჭირეთ). ამ შემთხვევაში ნემსი შეგიძლიათ ბავშვების რაოდენობაზე სამკითხაოდ გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც „ბიჭი“ ან „გოგო“ გიჩვენათ – ბეჭდის გავლით კვლავ 3–ჯერ დაუშვით, შემდეგ კვლავ ხელისგულზე მოათავსეთ. თუ ნემსი კვლავ მოძრაობას დაიწყებს – გამოდის ერთი ბავშვით არ შემოიფარგლებით, კიდევ გოგოს ელოდეთ (თუ ნემსი წრეზე დადის) ან ბიჭს (თუ ქანქარასავით ტრიალებს). ბავშვების ზუსტი რაოდენობის გასარკვევად ყველაფერი გაიმეორეთ მანამ, სანამ ნემსი მოძრაობას არ შეწყვეტს.

ბეჭდით მკითხაობა ბავშებზე

ამ უძველეს მეთოდს ორსული ქალები ბავშვის სქესის გასარკვევად იყენებდნენ. ზოგიერთი ირწმუნება, რომ მეთოდი დღესაც ზუსტ პასუხს იძლევა – თითქმის უფრო ზუსტი, ვიდრე ულტრაბგერითი ექოსკოპია. ბეჭდით მკითხაობას ერთი მინუსი აქვს: მისი გამოყენება ყველას არ შეუძლია. გოგოსთვის, რომელიც ორსულობას მხოლოდ გეგმავს, მკითხაობა არ გამოდგება. გარდა ამისა, გათხოვილი უნდა იყოთ: ჯადოსნური რიტუალისთვის მხოლოდ საქორწილო ბეჭედი გამოიყენება.

როგორც ნემსის შემთხვევაში, რგოლში ძაფი ან თმა უნდა გაატაროთ, დაწვეთ და ბეჭედი მუცელთან დაიჭიროთ: მისი მნიშვნელობა წინა მკითხაობის საპირისპირო იქნება. თუ ბეჭედი ქანქარებს – გოგოს ელოდეთ, თუ წრიულად მოძრაობს – ბიჭისთვის მოემზადეთ.

photo credit: Legion Media

საშობაო მკითხაობა ბავშვის სქესის გასაგებად გაყინული წყლით

7 იანვრიდან 19 იანვრამდე, ძილის წინ ჭურჭელი წყლით აავსეთ, ფანჯარასთან დადეთ – დილით წარმოქმნილ ყინულს ყურადღება მიაქციეთ. თუ მასზე, ძირითადად, გოროხბია – ბიჭი დაიბადება, ხოლო ყინულზე ჩაღრმავებები და ორმოები გოგოს დაბადებაზე მიგანიშნებთ. ზოგიერთი მკითხავი თვლის, რომ ორმოების ან გოროხების რაოდენობით მომავალი შვილების რაოდენობის გამოთვლა შეიძლება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ყველაზე დიდები უნდა დათვალოთ: თუ ყინულზე 10 ან 2 პატარა გოროხია, ამას გმირი დედობის ნიშნად ვერ ჩათვლით.

მკითხაობა „მეყოლება თუ არა შვილები“

ამ მკითხაობისთვის ტაროს კარტს იყენებენ. ითვლება, რომ ის არა მხოლოდ ზუსტ პროგნოზს იძლევა, არამედ დიდი ჯადოსნური ძალა აქვს. სწორედ ამიტომ, ტაროლოგები გაფრთხილებენ: ხუმრობით ან მოწყენილობისგან ბარათის გაშლა არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სერიოზულ საკითხებს ეხება. მნიშვნელოვანია კონცენტრირება. თუ სხვა არაფერზე იფიქრებთ და კონცენტრირდებით კარტი უფრო ზუსტ პროგნოზს გეტყვით.

როგორ გავშალოთ ტაროს კარტი ბავშვებზე სამკითხაოდ სწორად? დასტა 3–ჯერ აჩეხეთ. ეს მექანიკურად არ გააკეთოთ, კითხვაზე კონცენტრირდით: ტაროს შემთხვევაში ენერგეტიკულ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ითვლება, რომ ამ დროს კარტი სწორი კონფიგურაციისთვის პროგრამირდება. შემდეგ დასტის ნაწილი მარცხენა ხელით აიღეთ და დასტის ქვეშ შემოდეთ. ამის შემდეგ მარცხენა ხელით 3 შემთხვევითი კარტი ამოიღეთ.

კითხვაზე „მეყოლება თუ არა შვილები“ პასუხი დამოკიდებულია ყველა კარტის კომბინირებულ ღირებულებაზე. სწორედ ამიტომ, ტაროს ბარათების ზუსტი წიგნი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, თითოეული სამი კარტი მინიშნებას და დაზუსტებას იძლევა. პირველი გიპასუხებთ, თუ რა გიშლით ხელს დედობაში ახლა. მეორე მიგითითებთ ადამიანს, ვისგანაც შვილი გეყოლებათ. მესამე, როდის უნდა ელოდოთ ბავშვის დაბადებას. თქვენ შეიძლება პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მიიღოთ: ხშირად ტაროს კარტი მხოლოდ მინიშნებას იძლევა, რომელიც უნდა ამოიცნოთ.

photo credit: Legion Media

ხელზე მკითხაობა

ქირომანტები ხელისგულის ხაზებს და სხვა ნიშნებს სწავლობენ და შეუძლიათ ორსულობასა და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას უპასუხონ: როდის მოხდება, ბიჭი თუ გოგო დაიბადება, სულ რამდენი შვილი გეყოლებათ, როგორი ხასიათი ექნება ბავშვს – მკითხაობას წარსულის გარკვევა და მომავლის მინიშნება შეუძლია.

ნეკა თითის ხაზებზე მკითხაობით შეიძლება გაიგოთ, თუ რამდენი შვილი გეყოლებათ. თითი ოდნავ მოხარეთ და დააკვირდით ნეკა თითის ქვედა ფალანგის ქვეშ ვერტიკალურ ხაზებს, ქორწილის ხაზის ოდნავ ზემოთ  (ის ნეკა თითის ქვეშ მდებარეობს და ხელისგულის გვერდს ეხება). რამდენი ხაზიცაა, იმდენი შვილი გეყოლებათ. სქელი და გრძელი ხაზი ბიჭზე მიგითითებთ, თხელი და მოკლე – გოგოზე. თუ ხაზები „ჩანგალივით“ შეკრულია – შესაძლოა ტყუპების დედა გახდეთ. თუ ქორწილების რამდენიმე ხაზია, ყურადღებით დააკვირდით, თუ რომლიდან იღებს სათავეს შვილების ხაზი (პირველი ქორწინების ხაზი – ყველაზე ქვედაა, მეორე – მას ზემოთ და ა.შ.).

ამასთან, მარცხენა და მარჯვენა ხელებზე ხაზები შეიძლება განსხვავდებოდეს. მარცხენა, „პასიურ“ ხელზე შეიძლება „წაიკითხოთ“, რაც ბედმა გარგუნათ. ხოლო მარჯვენა ხელი რეალურ განლაგებას ასახავს, რაც ცხოვრებამ შექმნა. მაგალითად, თუ ეკოს გამოყენებას ან ბავშვის შვილად აყვანას გადაწყვეტთ – ხელისგულებზე მკითხაობის შედეგი განსხვავებული იქნება. არ გაგიკვირდეთ, თუ წლების განმავლობაში მარჯვენა ხელზე ხაზების რიგი შეიცვლება – ეს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდა ისეთი მოვლენები, რამაც თქვენი ბედი შეცვალა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი პროგნოზი ან ბედისწერა ზუსტი არაა: 100%–იანი შედეგის პროგნოზი შეუძლებელია.

წყაროcosmo