რეტროგრადული მერკური 2021 წელს

0
1140
photo credit: Legion-Media

უკვე 2021 წლის იანვარში გველოდება ასტროლოგიური „სიურპრიზები“ – რეტროგრადული მერკური. მისი უკუსვლის შემდეგი ორი პერიოდი იქნება ზაფხულის დასაწყისში და შუა შემოდგომას. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის უნდა იყოთ ფრთხილად, რისი უნდა გეშინოდეთ, საით სჯობს წინსვლა, სად უკან დახევა და რა სარგებლის მიღება შეიძლება ამ პერიოდიდან.

რეტროგრადული მერკური – რას ნიშნავს?

მზის სისტემაში თითოეული პლანეტის მოძრაობა, მზის და მთვარის გამოკლებით, არის როგორც პირდაპირი (დირექტული), ასევე რეტროგრადული – როცა დედამიწიდან ისე ჩანს, თითქოსდა მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით ხდება. ეს უფრო ილუზიაა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როცა დედამიწა პლანეტას უსწრებს, რომელიც დიდ ორბიტაზე მოძრაობს, ან პირიქით – უფრო პატარა ორბიტაზე მოძრაობს, ვიდრე დედამიწა. პლანეტა „ჩვენსას“ უსწრებს.

ასეთი საპირისპირო მოძრაობისას პლანეტა დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვეულებრივ – როგორც ასტროლოგები თვლიან, ამ პერიოდში გავლენა უფრო ძლიერია. შესაბამისად, რეტროგრადული მერკურის პერიოდი ნიშნავს, რომ მისი გავლენა ცხოვრების ისეთ სფეროებზე, რომლებზეც იგი პასუხისმგებელია, იზრდება.

გარდა ამისა, ასტროლოგები რეტროგრადული მერკურის ძლიერ გავლენას იმით ხსნიან, რომ ასეთი საპირისპირო მიმართულებით სხვა პლანეტებთან შედარებით უფრო ხშირად მოძრაობს – ამით ხალხზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს. და აქ, მერკური, რომელიც მზის ირგვლივ სხვა პლანეტებთან შედარებით უფრო სწრაფად მოძრაობს და ნამდვილი ჩემპიონია. მაგალითად, მარსი რეტროგრადული წელიწადში 2–ჯერ ხდება, ვენერა მხოლოდ 1,5 წელიწადში ერთხელ.

რეტროგრადული მერკურის პერიოდები 2021 წელს

ამ პლანეტის უკუსვლის ბედნიერებას წელიწადში 3–ჯერ (ზოგჯერ 4-ჯერ) ზუსტად 3 კვირით განვიცდით. 2021 წელს რეტროგრადული მერკური გველოდება იანვარ–თებერვალში, მაისი–ივნისში და სექტემბერ–ოქტომბერში. ეს თქვენს გეგმებში გაითვალისწინეთ.

რეტროგრადული მერკურის თარიღები 2021 წელს:

  • 30 იანვარი – 21 თებერვალი, რეტროგრადული მერკური მერწყულში;
  • 30 მაისი – 23 ივნისი, რეტროგრადული მერკური ჯერ ტყუპებში, შემდეგ თევზებში და კვლავ ტყუპებში;
  • 27 სექტემბერი – 18 ოქტომბერი, რეტროგრადული მერკური სასწორში, შემდეგ თხის რქაში, მერწყულში და კვლავ სასწორში.
photo credit: Legion-Media

რეტროგრადული მერკურის გავლენა

ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ რეტრომოძრაობის დროს ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებზეც პლანეტა პასუხისმგებელია, ყველაფერი უკუღმა დატრიალდება – ანუ ისე არა, როგორც გსურთ. ეს ეხება ყველა პლანეტას, მერკურის შემთხვევაში შეცდომის დაშვების ალბათობა იზრდება, სიტუაცია შეიძლება ისე შემოტრიალდეს, როგორც არავინ ელოდა.

მერკური უკავშირდება კომუნიკაციას, ლოგიკას, მოძრაობას და მოგზაურობას, ასევე ვაჭრობას. შესაბამისად, რეტროგრადულ პერიოდში ამ სფეროებში მუხთლობას უნდა ელოდოთ. თუმცა კონკრეტულად რომელ დღეს, ვარსკვლავები ვერ გეტყვიან – ასტროლოგია მხოლოდ გაფრთხილებთ, მინიშნებას გაძლევთ, თუ რა გავლენას ახდენს რეტროგრადული მერკური და როდის უნდა იყოთ ფრთხილად.

ამ პერიოდში წარსულში ნაცნობ ხალხთან ან მოვლენასთან შეჯახების ალბათობა იზრდება: ქუჩაში შეიძლება სკოლის შეყვარებულს შეხვდეთ, ან ყოფილი, რომლის შესახებ წლები არაფერი გსმენიათ, მოულოდნელად გამოჩნდება და ურთიერთობის გაგრძელებას მოისურვებს. არ იჩქაროთ: დიდი ალბათობით, ყველა ეს ლავ–სთორი უკვე მომავალ თვეს გაქრება, როცა რეტროგრადული მერკურის პერიოდი დასრულდება.

რეტრო მერკური თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე გავლენას ახდენს, მაგრამ ყველაზე მეტად – ქალწულსა და ტყუპებზე, რადგან ამ ნიშნების მფარველი პლანეტაა. 2021 წელს ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები ფრთხილად უნდა იყვნენ, ასტროლოგების რჩევები გაითვალისწინონ და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმონ: როცა რეტრო მერკურის პერიოდი დასრულდება, ყველაფრის დაბრუნებას შეძლებთ.

ასევე რეტროგრადული მერკური ძლიერ გავლენას ახდენს იმ ნიშნებზე, რომელ ნიშანშიც ახლა იმყოფება. შესაბამისად, 2021 წელს ასეთი ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული, ტყუპები, სასწორი, თევზები და თხის რქა.

თუ თქვენს ნატალურ რუკაზე არის რეტრო–მოძრაობის პლანეტა (როგორც ასტროლოგებმა დაიანგარიშეს, რეტროგრადული მერკური ყოველი მე-5 ადამიანის რუკაშია) – თქვენ გაზრდილ ენერგიას იგრძნობთ. ფრთხილად იყავით: რაიმეს დაკარგვის, გატეხვის, შეცდომის დაშვების და სასაცილო სიტუაციაში აღმოჩენის დიდი ალბათობაა.

photo credit: Legion-Media

რეტროგრადული მერკური 2021 წელს: რას გვირჩევენ ჯიოტიშის ასტროლოგები

ვედურ ასტროლოგიაში მერკური 5 სახლის ან ცხოვრების სფეროს კარაკაა (თვისების, ხასიათის მატარებელი):

  • 1–ლი სახლი: მეტყველება, ლოგიკა და კომუნიკაცია;
  • მე–4 სახლი: განათლება;
  • მე–5 სახლი: ინტელექტი, სწავლა;
  • მე–10 სახლი: სამსახურ, კარიერული მიღწევები და წარმატება;
  • მე–11 სახლი: მეგობრობა, ადამიანური ურთიერთობები;

ჯიოტიშის თანახმად, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ამ სახლებში რეტრო განვითარების ალბათობა იზრდება. მაგალითად, თქვენს ნათქვამს არასწორად გაიგებენ (1–ელ სახლში პრობლემები), 100–ჯერ შემოწმებულ დოკუმენტში სულელური შეცდომა გაგეპარებათ ან მნიშვნელოვან გასაუბრებას ბოლო წუთს გააუქმებენ (მე–10 სახლი), პაემანი მარცხით დასრულდება (მე–11 სახლი), გამოცდა უიმედოდ ჩაბარებული (მე–4 და მე–5 სახლები).

არსებობს პლიუსებიც: ამ დროს შეგიძლიათ აღმოაჩინოთ შესაძლებლობები ან ნიჭი, რომლებზეც ადრე ეჭვიც არ გქონდათ, ძველი პრობლემის მოულოდნელი გადაწყვეტილება ან ძველი ნივთი იპოვოთ. ეს გაითვალისწინეთ, როცა 2021 წლისთვის გეგმებს შეადგენთ.

რეტროგრადული მერკური 2021 წელს: 10 რამ, რისი გაკეთებაც არ ღირს

ყველა ეს აკრძალვა აბსოლუტური არაა: ეს სამოქმედო რეკომენდაციებია. საქმე, რომლის გადადებაც რეტრო პერიოდის დასრულებამდე შეუძლებელია, არ გადადოთ, მაგრამ ფრთხილად იყავით: შეხვედრებზე ძალიან ადრე მიდით, სარეზერვო ვარიანტები და დროს მარაგი იქონიეთ, თითოეული დეტალი შეამოწმეთ, თითოეული ასო დოკუმენტში. საერთო წესი: თუ საქმე დაიწყეთ რეტროგრადული მერკურის პერიოდამდე, მარცხის ან საქმის წახდენის ალბათობა მცირდება.

  1. ახალი საქმის დაწყება, მით უმეტეს, თუ ამ სფეროებს მერკური მართავს.
  2. ავტომობილის, ახალი ტექნიკის, ინფორმაციის შემნახველის ან გაჯეტის შეძენა – დიდი ალბათობით სწრაფად გატყდება ან გაუმართავი აღმოჩნდება. რეტროგრადული მერკურის პერიოდში შეიძლება ნებისმიერმა ტექნიკამ ხარვეზებით იმუშაოს.
  3. გასაუბრებაზე ან ახალ სამსახურში გასვლა (იმ შემთხვევების გარდა, როცა დასაქმების პროცესი მერკურის რეტროგრადულ პერიოდამდე არ დაიწყო).
  4. სერიოზული ფინანსური ვალდებულებების აღება, ფულის სესხება ან კრედიტის აღება.
  5. ბილეთის და შვებულების აღება – დიდი ალბათობით, გაუქმდება ან ჩაიშლება.
  6. რაღაც ახლის სწავლა (თუმცა გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება).
  7. ოპერაციების გაკეთება, მათ შორის პლასტიკური ოპერაციების, სერიოზული კოსმეტიკური მანიპულაციების ჩატარება.
  8. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება – ისეთი, რომელზეც მთელი 2021 წელი იქნება დამოკიდებული.
  9. სერიოზულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა: დიდი ალბათობით, მიღებულ გადაწყვეტილებას ინანებთ.
  10. გათხოვება ან ხელისმოწერა: რეტროპერიოდის დასრულების შემდეგ მიხვდებით, რომ სისულელე ჩაიდინეთ.

რა გავაკეთოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში 2021 წელს

კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად, შეცდომების გამოსასწორებლად, ძველი კავშირების აღსადგენად, ქცევის გასაანალიზებლად:

  • დაასრულეთ დაუმთავრებელი გეშტალტი – რომ, როცა რეტროგრადული მერკურის პერიოდი დასრულდება, თავი წარსულისგან გათავისუფლებულად იგრძნოთ;
  • დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმე და პროექტი. ამ დროს ყველაზე უიმედო საქმეც მკვდარი ადგილიდან დაიძვრება.
  • ვალი გადაიხადეთ, მათ შორის მცირე: თქვენი კარმა გააუმჯობესეთ.
  • როგორც საქმეში, ასევე სახლში საქმეები მოაგვარეთ;
  • სკოლის მეგობარი გაიხსენეთ, რომელიც გამოსაშვები საღამოს შემდეგ არ გინახავთ და შეხვედრაზე შეთანხმდით.
წყაროcosmo