ყველაზე მოდური საღამოს ვარცხნილობა: 15 იდეა ნებისმიერი სიგრძის თმაზე ვარსკვლავების მაგალითზე

0
1154
photo credit: Getty Images

უკვე საახალწლო ღამის იმიჯზე ფიქრობთ და ვარცხნილობა ვერაფრით შეარჩიეთ? Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ვარსკვლავების ყველაზე მოდურ ვარცხნილობებს, რომლებიც შეგიძლიათ თავად გაიმეოროთ. ნახეთ, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ!

მოკლე თმა

კეტი პერი

photo credit: Getty Images

თუ კეტი პერის მსგავსად მოკლე თმა გაქვთ, ცოტა თმის გელი აიღეთ და თმა გვერდზე აიჩეჩეთ. მოცულობას რომ მიაღწიოთ, თმის გაშრობის შემდეგ მშრალი შამპუნი ან ფენამდე მოცულობის მუსი გამოიყენეთ. ნახეთ, რამდენად ეფექტური ვარცხნილობაა!

სიენა მილერი

photo credit: Getty Images

დაუდევარი ტალღები, როგორც სიენა მილერს, ახლა პოპულარობის პიკზეა. დიდი ალბათობით, მიზეზი მის სწრაფად გაკეთებაშია. თან ძალიან მოდურად გამოიყურება. საიდუმლო ტექსტურირებულ სპრეიშია – მთელ სიგრძეზე წაისვით და ხელებით თმაში შეიზილეთ.

კეიტ ჰადსონი

photo credit: Getty Images

პიქსის მფლობელებს კეიტ ჰადსონის ვარიანტი გამოადგებათ. თმას დავარცხნა დიდად არ სჭირდება, უბრალოდ ტექსტურირებული სპრეი შეისხურეთ ან წინ ცოტა თიხა წაისვით. ვარცხნილობა სტილს ხიბლს მატებს!

სკარლეტ იოჰანსონი

photo credit: Getty Images

ჩვენი ფავორიტი მოკლე თმის ვარცხნილობებს შორის – სკარლეტ იოჰანსონი და მისი მოკლე ბობი. გოგონამ თმა უკან გადაივარცხნა და დატალღა. დამეთანხმეთ, ასეთი ვარცხნილობა ძალიან სექსუალურად გამოიყურება!

ოლივია მანი

photo credit: Getty Images

დაუდევარი ვარცხნილობის კიდევ ერთი ვარიანტი, ოღონდ ამჯერად ოლივია მანის შესრულებით. მსახიობმა გადაწყვიტა ვარცხნილობაზე ბევრი დრო არ დაეხარჯა და თმა უბრალოდ უთოთი დაიხვია. ყურადღება მიაქციეთ, რომ გოგონამ ბოლოები არ დაიხვია, არამედ სწორი დატოვა – ეს ამ წლის ხვეულების ტრენდია.

საშუალო სიგრძის თმა

ჯენიფერ ლოპესი

photo credit: Getty Images

სტილისტმა ჯენიფერ ლოპესს თმა მსხვილად დაუხვია, ძირებში მოცულობით. ასეთი ვარცხნილობის გამეორება შესაძლებელია, თუ თმის გაშრობამდე მოცულობის სპრეის ან მუსს გამოიყენებთ, შემდეგ თმას მსხვილი დიამეტრის სტაილერით დაიხვევთ. შემდეგ მთელ თავზე ტექსტურირებული სპრეი შეისხურეთ.

მარგო რობი

photo credit: Getty Images

ვარცხნილობის შესანიშნავი ვარიანტი საახალწლოდ: თმა დაბალ, დაუდევარ კონად შეკარით, წვერები გაშლილი დატოვეთ და რამდენიმე კულული გამოათავისუფლეთ, როგორც ეს მარგო რობიმ გააკეთა. ასეთი ვარცხნილობა რამდენიმე წუთს წაგართმევთ, მაგრამ ძალიან ეფექტურ შედეგს მიიღებთ!

ჰეილი ბიბერი

photo credit: Getty Images

ბარბის სტილის ვარცხნილობის გამეორებას რამდენიმე წუთში შეძლებთ. უბრალოდ თმა მაღალ კონად შეკარით და ბაფთით გააფორმეთ. 60-იანების სტილის ძალიან ლამაზ ვარცხნილობას მიიღებთ.

სელენა გომესი

photo credit: Getty Images

სელენა გომესის მსგავსი ვარცხნილობა რომ მიიღოთ, მხოლოდ 2 ინსტრუმენტი დაგჭირდებათ: ფენი და დიდი, მრგვალი ჯაგრისი. თქვენი ვარცხნილობა მზადაა!

ლუსი ბოინტონი

photo credit: Getty Images

მსახიობმა ლუსი ბოინტონმა ძალიან ნაზი და ჰაეროვანი სტილი შექმნა. ვარსკვლავმა უბრალოდ თმა გაიშრო, ტექსტურირებული სპრეი შეისხურა და თმის ზედა ნაწილი ბაფთით შეკრა.

გრძელი თმა

ლედი გაგა

photo credit: Getty Images

ალბათ, ლედი გაგას ვარცხნილობის გამეორება სტილისტის გარეშე გაგიჭირდებათ. მომღერლის თავზე ოსტატურად გადახლართული თმის, რომელიც კვანძებს ქმნის, მხოლოდ შეიძლება შეგვშურდეს. თუმცა Youtube-ზე ბევრ ვიდეოს იპოვით, სადაც დეტალურად ნაჩვენებია, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ.

 არიანა გრანდე

photo credit: Getty Images

მაღალი, ვიწრო ცხენის კუდი არიანა გრანდეს იმიჯის უცვლელი ნაწილი გახდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ვარცხნილობის გამეორება ყველას შეუძლია.

ეშლი გრემი

photo credit: Getty Images

ახლა აბადოკები ისეა მოდაში, როგორც არასდროს, განსაკუთრებით ხავერდის აბადოკები. სადღესასწაულოდ ასეთი ვარცხნილობა ერთ–ერთი საუკეთესო ვარიანტია. უბრალოდ თმა ქვედა, ვიწრო კონად შეიკარით, თმის სტრუქტურა დაასწორეთ და ხავერდის აბადოკით შეავსეთ. მარტივად და გემოვნებით!

მეგან ტრეინორი

photo credit: Getty Images

მეგან ტრეინორმა არჩევანი შეაჩერა თმის ძირების მოცულობასა და უკან გადავარცხნილ თმაზე. გლამურული და მოდური ვარცხნილობა საღამოს გრძელ კაბებთან იდეალურ კომბინაციას ქმნის.

კამილა კაბელიო

photo credit: Getty Images

ბოლო დროს კამილა დახვეულ კულულებს უპირატესობას ანიჭებს და ეს ძალიან მოგვწონს. ვარცხნილობის გასამეორებლად, თმის დასახვევის გამოყენება დაგჭირდებათ. შემდეგ თმის ნაწილი მცირე კონად შეკარით. რაც უფრო დაუდევრად, მით უკეთესი.

წყაროcosmo