
მუდმივად სახეს იწმენდთ, იჯანსაღებთ, კრემებს იზელთ, კანს კი თითქოს არ ყოფნის და მეგობარი ნაოჭები არ მცირდება! შესაძლოა, არასწორად აკეთებთ! კოსმეტოლოგი ალექსი ედემსკი გიამბობთ, თუ რომელმა ჩვევებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სწრაფი დაბერება.
1. დასაბანი საშუალებების და პილინგების ფანი ნუ იქნებით
თქვენ ყოველდღე ლიტრი დასაბანი გელით სახეს იბანთ იმ იმედით, რომ დიდი ქალაქის მთელ ჭუჭყს მოიშორებთ და ფორებს გაიწმენდთ? დროა გაიგოთ, რომ სპეციალური საშუალებებით ხშირი დაბანა კანს აუწყლოებს. ზედმეტი „გაწმენდა“ რეცხავს კანის ცხიმს, რომელიც ბუნებრივი დამატენიანებელია და ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის.
თუ ამას დაუმატებთ სკრაბების, პილინგების და ლაზერული გაპრიალების მიმართ მგზნებარე სიყვარულს, შეგიძლია ჩათვალოთ, რომ კანს ორმაგ დარტყმას აყენებთ. კანის ზედაპირული ფენების მოშორება, რა თქმა უნდა, სახის ამონათებას და უფრო მოვლილი იერის შეძენაში დაგეხმარებათ, მაგრამ მსგავსი პროცედურების ბოროტად გამოყენება დერმას ათხელებს და კანს ჰიპერმგრძნობიარეს ხდის. კოსმეტიკური პროცედურებით კანის რეგულარული დაზიანება კანის პიგმენტაციის ჩამოყალიბებას იწვევს, შეიძლება გამოიწვიოს ტელანგიექტაზია (კუპეროზი! ეს უკანასკნელი ისევე საშიშად გამოიყურება, როგორც ჟღერს: საქმე ეხება გაფართოებულ წვრილ სისხლძარღვებს კანზე – იგივე სისხლძარღვების ვარსკვლავები ან ბადე, რომელსაც ლოყების ჯანსაღ ღაჟღაჟა ფერთან საერთო არაფერი აქვს).
2. თვალების ირგვლივ კანზე პატჩები არ დაიდოთ
პატჩი ბოლო დროს ერთ–ერთი ყველაზე მოდური თავის მოვლის საშუალებაა. ამ ჯადოსნურ სტიკერს აღმერთებენ სილამაზის ბლოგერები, ვარსკვლავები და ყველა, ვინც თავს უვლის. არადა კარგად რომ გაარკვიოთ, პატჩი კანს არ აახალგაზრდავებს. თვალების ქვეშ წვრილი ნაოჭების მოშორების ეფექტი მიკროშეშუპებით იქმნება. პატჩები ასე მუშაობს: ერთ–ერთი კომპონენტი კანს ატენიანებს, მეორე ფირს ქმნის, რომელიც ტენს აორთქლების საშუალებას არ აძლევს. შედეგად მიკროშეშუპება წარმოიქმნება: ის კანს ჭიმავს და ამით ნაოჭებს ასწორებს. პატჩები მხოლოდ მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ (და სჯობს დილის საათებში) – კარგია, რომ ამ დროს მხოლოდ კანი სივდება და პროცესი სახის ნაზ ქსოვილებს არ ეხება. ამ მოდური საშუალების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება თვალების ქვეშ წვრილი ხაზები კიდევ უფრო გაამრავლოს.
3. ძილის წინ კოსმეტიკა არ გამოიყენოთ
თუ ჩვევად გაქვთ სახეზე კრემი წაისვათ და დაიძინოთ, დროა მასზე სასწრაფოდ უარი თქვათ! ძილის დროს თავის არეში სისხლი აქტიურად მოძრაობს. კრემი კანის ზედაპირიდან ტენიანობის აორთქლებას ხელს უშლის. შედეგად, სახე სივდება, კანი იჭიმება, რაც დროთა განმავლობაში წვრილ ნაოჭებს წარმოქმნის (ისევე, როგორც პატჩების ხშირი გამოყენება). სჯობს თავის მოვლის კოსმეტიკა დაძინებამდე 3-4 საათით ადრე წაისვათ. თუ კრემის დროულად წასმა დაგავიწყდათ და მხოლოდ დაწოლისას გაგახსენდათ, სჯობს პროცედურა სხვა დროისთვის გადადოთ.
4. “სილამაზის ნემსებს“ და კოსმეტიკას ნაადრევად ნუ მიეჩვევით
თუ სოციალური ქსელების ტენდენციებით ვიხელმძღვანელებთ, დეკორატიული კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების გამოყენება უკვე 12-13 წლის ასაკში უნდა დაიწყოთ, ხოლო 18 წლისას რაიმე ინექცია გაიკეთოთ. ექსპერტები ირწმუნებიან: ყველაფერს თავისი დრო აქვს! ადრეულ ასაკში აქტიური დაბანა, სხვადასხვა დამატენიანებელი და მატონიზირებელი საშუალებების გამოყენება კანის ნაადრევ დაბერებას, ასევე აკნეს იწვევს. „სილამაზის ნემსები“ ხილული მიზეზების და ასაკობრივი ნიშნების გარეშე სჯობს არ გაიკეთოთ. უკონტროლო ინექციური დატენიანება – პირველ რიგში, ეს ეხება ჰიალურონის მჟავის შეყვანას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკუთარი ჰიალურონის მჟავის საკმარისი რაოდენობით წარმოების შეწყვეტა. დროთა განმავლობაში კანი უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო და წყლის ბალანსის შენარჩუნებას ხელოვნური მხარდაჭერის გარეშე ვეღარ შეძლებთ.
5. ინექციების გამოყენებას ნუ გადააჭარბებთ
სანამ მსხვილი ტუჩების ქონის ოცნებას აიხდენთ, რამდენჯერმე დაფიქრდით! ფილერის სახით ჰიალურონის მჟავის გადაჭარბებული გამოყენება დროთა განმავლობაში ლორწოვან გარსს ჭიმავს. თუ ფილერის ამოღებას მოინდომებთ, ტუჩები დანაოჭდება.
ბოტულოტოქსინის ინექციაც ხშირად არ გამოიყენოთ. ეს ბიოლოგიური პრეპარატია, რაზეც შეიძლება იმუნიტეტი განვითარდეს და უბრალოდ ეფექტური აღარ იყოს. სწორედ ამიტომ, მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეთ. ამ პრეპარატის ინექცია სამ თვეში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ.
6. ძალიან ბევრი ტკბილეული არ შეჭამოთ
კიდევ ერთი საშინელი ფაქტი შაქრის შესახებ. აღმოჩნდა, რომ შაქარს კოლაგენის სტრუქტურის შეცვლა შეუძლია. ეს იწვევს იმას, რომ კოლაგენი აღარ იშლება, რადგან ორგანიზმს მისი ამოცნობა არ შეუძლია. შედეგად „ძველი“ კოლაგენი გროვდება, ხოლო ახალი არ წარმოიქმნება. გარდა ამისა, შაქარი ცხიმის შემადგენლობაზე გავლენას ახდენს. ის უფრო ბლანტი ხდება და ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარებს ახშობს, რის გამოც კანზე ყოველგვარი ანთება ძლიერდება.
7. მზისგან დამცავ საშუალებას ნუ უგულებელყოფთ
თვლით, რომ რუჯი გიხდებათ? სილამაზეზე თქვენი შეხედულება შეცვალეთ. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანი გაუწყლოებული ხდება, პათოლოგიური პიგმენტი გროვდება, რომელიც კოლაგენის სტრუქტურას ცვლის, შედეგად ნაოჭები წარმოიქმნება. თუ აქ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს დავამატებთ (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხალის სახით ახალწარმონაქმნი გაქვთ), ჩრდილში გაქცევას მოისურვებთ. სწორედ აქედან სჯობს მზით დატკბეთ. რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი სათვალე არ დაგავიწყდეთ – თვალების ხშირი მოჭუტვით თვალების ირგვლივ წვრილი ნაოჭები არავის გაუუქმებია.