
იუმორი შესანიშნავი ფსიქოლოგიური იარაღია ცუდი განწყობის, პრობლემებისა და წარუმატებლობების წინააღმდეგ. თუმცა, ამ იარაღის ახლობელი ადამიანისკენ მიმართვა ნიშნავს მის დასუსტებას, ძალების წართმევას. დაცინვის სამიზნედ ქცევისას, თავდაცვის მიზნით ვხარჯავთ ძვირფას ენერგიას, რომელიც აუცილებელია მტრის ხარისხიანი შეტევისთვის. რა თქმა უნდა, ხუმრობა კარგია, მაგრამ, ყოველთვის უნდა მიაქციიოთ ყურადღება იმას, რომ ასეთმა მხიარულმა მეგობრობამ არ დაგვასუსტოს.
ისტორია I: შური
მარი კარგად გახდა, შეიცვალა იმიჯი და დაიწყო ცხოვრების ჯანსაღი წესის გავრცელება. ნაცნობი მამაკაცები შთაგონდნენ ამ ჯადოსნური მეტამორფოზით: მარის ახლა უფრო ხშირად ხედავდნენ ლამაზ კაბებსა და ქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილს. აი, დაქალებს კი ეს ამბავი არ მოეწონათ და დაიწყეთ დაქალის ცვლილებებზე ხუმრობა. ხმოთმინების ფიალა გოგრის თესლის ზეთის წვეთმა აავსო. წვეულებაზე მარიმ უარი თქვა ნამცხვრებზე და აირჩია ბოსტნეული, რომლებიც ამ მკვეთრი მწვანე მასით იყო შეზავებული. “რას ამბობ, ახლა ზეთსაც კი კაბას უხამებ?” – იხუმრა დაქალმა. ყველამ გაიცინა, რადგან ფერები ერთმანეთს მართლა ემთხვეოდა.
რა ხდება?
აღწერილ სიტუაციაში ე.წ. ხუმრობა-მაქციასთან გვაქვს საქმე. სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ნაკლზე მიუთითებს და დასცინის მას, “მაქციის” სამიზნე პირიქითაა – წარმატება და ღირსება. ასეთი იუმორის მიღება საკმაოდ რთულია, რამდენადაც იგი ჩვენს შედეგებს აუფერულებს. “მსგვსი ხუმრობებით იუმორისტი საკუთარ თავს ეხმარება შურის შეგრძნების დაძლევაში.” – ხსნის ფსიქოლოგი რინა მოისი. აქ ერთგვარი ფსიქოლოგიური მექანიზმი ირთვება: “ობიექტური თუ ვიქნები, მომიწევს ვაღიარო, რომ მშურს სხვისი წარმატებისა, ეს გრძნობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, რომ ჩემი თვითპატივისცემა და თავდაჯერებულობა ნულამდე დაეცემა.” ხუმრობა ამცირებს მიმდინარე მოვლენის მნიშვნელობას და იცავს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას, სხვისი დამცირების ხარჯზე.
როგორ მოვიქცეთ?
მაქცია-ხუმრობასთან ბრძოლა უნდა გაიმართოს “თვალი თვალის წილ” პრინციპით. პირველ რიგში, ვისაუბროთ საკუთარ თავზე: “ჩემი მიღწევა დასაფასებელია, მას ვაფასებ და არავის მივცემ უფლებას, დაამციროს იგი.” შემდეგ გავიგოთ, კონკრეტულად რას დასცინიან: გარეგნობას, სამსახურებრივ წარმატებას თუ ურთიერთობას? ამის შემდეგ, ჩამოაყალიბეთ იუმორისტის შეტყობინება: “მშურს, რომ გამხდარი (ლამაზი, მოდური) ხარ”. სწორედ ეს იქნება დარტყმის სამიზნე. მაგალითად, შეგიძლიათ უპსუხოთ: “ზეთისფერი კაბა უკეთესია, ვიდრე ნამცხვრებისფერი ჯინსები.” შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, თუ იუმორისტს მოსწონს ვარდისფერი მოტკეცილი შარვლები და არ უყვარს სპორტ-დარბაზში სიარული. თუმცა, დამეთანხმებით, ამაზე ხაზგასმა უხეშობა იქნება.კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ რჩევას წიგნიდან “ენკოდები: როგორ შევუთანხმდეთ ყველას ყველაფერზე”. იგი განაიარაღებს თავდამსხმელს თავისი ალოგიკურობით.
ისტორია II: აგრესია
მამაკაცებს ელენე “ძმაკაცად” მიაჩნდათ, რამდენადაც მას უყვარს ცინიკური ანეკდოტები, თამამი ხუმრობები, უკომპრომისობა და მოულოდნელობა. ელენე სიამოვნებით აფრქვევდა თავის იუმორის გრძნობას მათზე, ვისაც არ შეეძლო შეპასხება. ყველაფერი დასრულდა, როცა ახალ გარემოცვაში სხვა გოგონა ეხუმრა ელენეს: “ელენე არამხოლოდ ფიქრობს მამაკაცივით, არამედ სახითაც სულ მამას ჰგავს.” გარშემომყოფთა გასაოცრად, გამჭრიახმა და მხიარულმა ელენემ ხუმრობა სათანადოდ ვერ შეაფასა.
რა ხდება?
ნებისმიერი ირონია ყოველთვის აგრესიის გამოხატულებაა. მისი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: მამაკაცის ყურადღებისთვის ბრძოლა ან კონკურენცია “იუმორის დედოფლის” წოდებისთვის. ამ საქმეში ოპონენტი ყოველთვის გულწრფელი არაა და შეუძლია, ვირტოზულად მართოს ხუმრობის ობიექტი. “ჩვენში მიუღებელია აგრესიის გამოხატვა პირდაპირ და კონსტრუქტიულად, ამიტომ იგი ირონიას ამოეფარება ხოლმე. ამასთან, ძალიან მოსახერხებელია პასუხისმგებლობის გადატანა ადრესატზე: ვითომ, ის ვერ მიხვდა ხუმრობას, გააზვიადა მისი მნიშვნელობა და, ზოგადად, ზედმეტად სერიოზულია.” – ხსნის ფსიქოლოი. თავდამსხმელის გაშიფრვა ძალიან რთული იქნება: იგი უბრალოდ იტყვის, რომ მსხვერპლს იუმორის გრძნობა არ აქვს.
როგორ მოვიქცეთ?
რინა მოისი გვირჩევს, შევისწავლოთ ირონიაზე საკუთარი რეაქციის ვარიანტები. სიბრაზე, იმედგაცრუება, წყენა, გაბუტვა, გაღიზიანება? იქნებ, სწორედ ამ შეგრძნებებს განიცდის ახლა თქვენი მწყენინებელიც. სცადეთ, საპასუხო აგრესიისა და ზეწოლის გარეშე ჰკითხოთ: “კარგად ხარ? რატომ იკბინები?” თუმცა, თუ არც ძალა და არც სურვილი გაქვთ მასთან საუბრის, ან ასეთმა ხუმრობამ გული ძალიან გატკინათ, ეცადეთ, ურთიერთობა ღიად გაარკვიოთ. უთხარით, რომ მისმა სიტყვებმა გული გატკინათ და სთხოვეთ, რომ მეორედ ასე აღარ იხუმროს. თუ იუმორისტი მზად არ იქნება, გულწრფელად აღიაროს თავისი ბრალი და მოიბოდიშოს, ყოველთვის შეგიძლიათ ურთიერთობის მინიმუმამდე დაყვანა, განსაკუთრებით, თუ არც ისეთი ახლობლები ხართ ერთმანეთისთვის.
ისტორია III: პაექრობა
ირინამ სოციალურ ქსელში თავისი საცურაოკოსტუმიანი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “როგორც იქნა, იდეალურად ბრტყელი მუცელი.” პირველ 15 წუთში, ფოტომ 30 ლაიქი მიიღო მამაკაცებისგან, 1 კომენტარი კი საუკეთესო დაქალისგან: “არამხოლოდ მუცელი, არამედ მკერდიც გაგიქრა.” მეგობრები აღშფოთდნენ ასეთი სიუხეშით, ირინამ კი მხოლოდ სმაილი დატოვა. ასეთი სიტუაციები ხომ ნორმალურია დაქალებს შორის.
რა ხდება?
ახლო ადამიანებს შორის ურთიერთობა, ხშირად, პაექრობას ეფუძნება. “იგი, შეიძლება, განვითარებადი და სასარგებლო იყოს, რამდენადაც საშუალებას გვაძლევს, კონკურენტულ სიტუაციაში უსაფრთხო პირობებში წავაგოთ. მეგობრებმა, ჩვეულებრივად, იციან, რომ დღეს წაგებულის ხვალ მოგება შეუძლიათ. მსგავსი ურთიერთობის წყალობით, ჩვენ ვსწავლობთ, ქვეცნობიერის დონეზე გადავიტანოთ კონტროლის დაკარგვის ტკივილი და მისი მოპოვების ტრიუმფი.” – ხსნის ფსიქოლოგი. თუ თამაშის მონაწილეებმა იციან წესები, ყველაზე შავი და სარკასტული იუმორიც კი დასაშვებია. თუმცა, მეგობარს უნდა უთხრათ, თუ მისმა სიტყვებმა მართლა გატკინათ გული.
როგორ მოვიქცეთ?
თუ ასეთი მეგობრული მოცელვები თქვენი შემთხვევაა, იპოვეთ ხუმრობებში ჭეშმარიტების მარცვალი. კარგად მოქმედებს ასეთი ხრიკი: გადააფორმულირეთ ხუმრობა ისე, რომ იგი საყვარელი ადამიანისთვის პოზიტიურ სურვილად ჟღერდეს. მაგალითად, უპასუხეთ: “მადლობა ზრუნვისთვის, ძვიფასო, შენი push-up-ი მათხოვე რა!”
ისტორია IV: იერარქია
პირველ კურსზე, გამხდარ და დაბალ ლელას “ცოტა” შეარქვეს. გოგონა შეჩვეული იყო სიმაღლესა და აღნაგობაზე დაცინვას, თუმცა, მათ მოჰყვა ხუმრობა გონებრივ შესაძლებლობებზეც. “სულელი ცოტა”, “დღეს ლელა არავის შეხვდება, თან არც სამსახური აქვს.” – მეგობრებს მართლა ეგონათ, რომ გოგონას კეთილად ეხუმრებოდნენ. იგი ბრაზდებოდა, თუმცა, მალე შეეგუა უიღბლო გოგონას გარდაუვალ იმიჯს.
რა ხდება?
იუმორი, ხშირად, იერარქიის დამყარების საშუალებაა. იგი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რომელია მეგობრებს შორის “ვარსკვლავი” და რომელი “ფონი”. ასეთი ხუმრობები აუცილებელია იმისთვის, რომ დასაშვების ზღვრებიც განისაზღვროს. პატარა ცოტა ბოსად რომ ქცეულიყო, არამგონია, ვინმეს შეეძლო ხმამაღლა მის კომპლექციაზე და, მით უმეტეს, გონებრივ შესაძლებლობებზე ხუმრობა. “თუ დაქალმა თქვენი მიღწევების, ერუდიციისა და გონების გაქილიკება დაიწყო, ესე იგი, თქვენს ურთიერთობაში გაჩნდა თემა, რომელიც თითოეული თქვენგანის სტატუსსა და როლს უკავშირდება.” – ამბობს ფსიქოლოგი რინა.
როგორ მოვიქცეთ?
ჯერ ის გაარკვიეთ, რა იმალება ასეთ ხუმრობებს მიღმა. თუ დაქალი თქვენს შეუმდგარ კარიერაზე ხუმრობს, დაინტერესდით, რატომ აირჩია მაინცდამაინც ეს თემა. იქნებ, სწყინს, რომ იძულებულია, იაროს ოფისში დილის 9-იდან საღამოს 6-მდე, თქვენ კი მთელი დღე ისვენებთ. ან, მას უყვარს მასზე დაბალი მამაკაცი, ახლა კი უხერხულად გრძნობს თავს, მაღალქუსლიანებს რომ ვერ იცვამს? მოკლედ, გამოააშკარავეთ ეს ფარული მოტივები კითხვით: “ცდილობ, “ვინ არის აქ მთავარი” თამაში ითამაშო?” შემდეგ გადაიტანეთ მჩაგვრელის ყურადღება მის ცხოვრებაზე. აგრეთვე, სიტუაციიდან გამოსვლა ისევ ხუმრობით შეიძლება: “სამაგიეროდ, არასდროს დავბერდები – პატარა ძაღლი სიბერემდე ლეკვია.” ან “ოქრო ცოტა თუა, ძვირფასიცაა.
გმირები, რომლებსაც ესმით სარკაზმი:
- “მიმზიდველი გოგონები არ არიან ვალდებული, ჰქონდეთ იუმორის გრძნობა.” – პერი კოქსი, “კლინიკა”;
- “მეონა, ამ კომპანიაში ყველამ იცოდა, რომ არ შეიძლება სხვის შეცდომებზე დაცინვა. თუ თანამრომელთაგან რომელიმე არაა კომპეტენტური, ეს არ გვაძლევს უფლებას, შევახსენოთ ამ იდიოტს, რომ სულელი კრეტინია.” – ლუის ლითი, “ფორს-მაჟორი”;
- “ვერ გაიგონებ, როგორ დაგცინის მთელი მსოფლიო, თუ შენ უფრო ხმამაღლა გაიცინებ.” – ჯულს კობი, “მონადირეთა ქალაქი”;
- “თქვენ იმიტომ დაგცინოდით, რომ მედძმა ხართ?” -“ჩათვალეთ, რომ უკვე კი.” – გრეგორი ჰაუსი, “ექიმის ჰაუსი”.