ქურუმი, მასხარა თუ სიკვდილი? ტაროს განლაგება 2021 წლისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

0
1060
photo credit: Shutterstock

ტაროლოგმა, არსენ გლაზკოვმა 2021 წლისთვის მაღალი არკანების ტაროს კარტი გაშალა. მაღალი არკანები – კარტი, რომელიც თქვენი მომავლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გვიჩვენებს. Girl.ge-ს რედაქცია 2021 წლის ყველაზე ზუსტ პროგნოზს გთავაზობთ.

ვერძი

ტაროს კარტი: სასამართლო

ცოტა საშიში სახელის მიუხედავად, სასამართლოს ანგარიშსწორების და სასტიკი დასჯის მნიშვნელობა არ აქვს. ეს ბალანსის და დამსახურებული ჯილდოს სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, ვერძი ადრე გაწეული შრომისთვის დამსახურებულ შედეგს მიიღებს და 2021 წელს ნაყოფს აიღებს. უკვე წლის დასაწყისში შვებას იგრძნობთ: გადაუჭრელ საკითხებს მოაგვარებთ და ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლდებით, რაც გაგაბედნიერებთ. შეგიძლიათ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. ნებისმიერი ნეგატივი დროებითი აღმოჩნდება, ხოლო პერსპექტივები გრძელვადიანი, ამიტომ მოკავშირეები და ცხოვრების პარტნიორი ფრთხილად შეარჩიეთ. სასიყვარულო ურთიერთობაში სასამართლო პირდაპირ მნიშვნელობით შენაძენს ნიშნავს. თუ მარტოხელა ხართ, შეყვარებულს შეხვდებით, თუ დაკავებული ხართ – სოციალურ სტატუსს შეიცვლით.

კურო

ტაროს კარტი: იეროფანტი

ამ არკანს კანონის საკითხები, წესრიგის დამყარება და წესების დაცვა ევალება. გიხაროდეთ, თქვენს ცხოვრებაში ნანატრი სტაბილურობა და წესრიგი შემოვა. თქვენი სამყარო მშვიდი და ჰარმონიული გახდება: ძლიერ მხარდაჭერას მიიღებთ და ნერვიულობა, ზედმეტის საკუთარ თავზე აღება არ მოგიწევთ. ის, რაც ადრე თქვენში შფოთვას იწვევდა, ახლე ღიმილით გაიხსენებთ და ამის ფონზე ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. სოციალური კუთხით იეროფანტი სამსახურში ბრძენ მფარველს ან ძლიერი სულიერ დამრიგებელს ნიშნავს. თუ რაიმე პრაქტიკის გაკეთება გსურდათ, ასეთი შანსი გექნებათ და ხელიდან არ გაუშვათ – ბედი ორჯერ არ გაგიღიმებთ. სამსახურში დაწინაურებისა და უნარების სერიოზული განვითარებისთვის მოემზადეთ.

ტყუპები

ტაროს კარტი: იმპერატორი

კლასიკური გაგებით იმპერატორი ნიშნავს ძლიერ მხარდაჭერას, ჩაფიქრებული გეგმების და იდეების გახორციელებას, მაგრამ მას სხვა მნიშვნელობაც აქვს, რაც 2021 წელს ტყუპებს გამოადგებათ: სიზუსტე, გამჭვირვალობა და მოქმედებების სიცხადე. იმპერატორის გავლენით თქვენი ცხოვრება ახალი ფერებით ათამაშდება. სამსახურში საჭირო თანამდებობას მარტივად მიიღებთ, კარგ გუნდს შეკრებთ და პროექტების რეალიზებას შეძლებთ. კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან თავს ასე კომფორტულად პირველად იგრძნობთ. 2021 წელი დამატებითი განათლებისა და გადამზადებისთვის კარგი დროა. პირად ცხოვრებაში ყურადღების ცენტრში იქნებით, რაც ცოტა ამპარტავანს გაგხდით. თუ სულიერი ჭრილობების მოშუშება არ გსურთ, მანიპულაციებზე უარი თქვით.

კირჩხიბი

ტაროს კარტი: შეყვარებული

აშკარა სიმსუბუქის მიუხედავად კირჩხიბს ერთ–ერთი ყველაზე რთული არკანი, შეყვარებული შეხვდა. ეს კარტი გამოცდას ნიშნავს, რომელსაც 2021 წელს უხვად უნდა ელოდოთ. თუ ფრთხილად არ იქნებით, უფრო მეტი სირთულეებით დაასრულებთ. პირველ რიგში, ჩვეულ ცხოვრების წესზე უარი თქვით. გაუფრთხილებლობით შეიძლება სამსახური და შემოსავლის სტაბილური წყარო დაკარგოთ, რაც ცხოვრების სხვა სფეროზეც გავლენას იქონიებს. სასიყვარულო საქმეშიც უსიამოვნებები გელოდებათ: წლის პირველ ნახევარში გაურკვევლობა და ღრმა სასიყვარულო განცდები შეგაწუხებთ, შემდეგ ეს დასრულდება, ხოლო შედეგი დიდხანს ჭრილობების მოშუშებას გაიძულებთ. ამ ეტაპიდან მინიმალური დანაკარგებით რომ გამოხვიდეთ, რესურსები დაზოგეთ, მორალური ძალა ტყუილად არ დახარჯოთ და თქვენს გულს ენდეთ.

ლომი

ტაროს კარტი: სიკვდილი

2021 წელს სრული განახლების შესაძლებლობა გექნებათ. ცვლილებების ქარი ყველაფერ მოძველებულს მოგაშორებთ, მტანჯველ კითხვებზე პასუხს მიიღებთ და რაღაც ახალს დაიწყებთ. პირად ფრონტზე ყველაზე მეტი დანაკარგია მოსალოდნელი. იმ ხალხის მოშორება მოგიწევთ, ვინც უკან გიბიძგებთ. დაშორება სარგებელს მოგიტანთ, თუ წარსულს არ მიეჯაჭვებით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვეული კავშირები არც ისეთი ცუდია, მაგრამ მათგან ვერაფერს ისწავლით. დროა გაუშვათ. ახალი დასაწყისის არ შეგეშინდეთ და ნათელ მომავალს თამამად შეხედეთ. სამსახურში იძულებითი უმოქმედობის პერიოდი დასრულდება. შესაძლოა უფროსობა შეიცვალოს, ასე რომ ახალი წესებით ითამაშებთ. ეს დრო სასარგებლოდ გამოიყენეთ.

ქალწული

ტაროს კარტი: ჯადოქარი

ჯადოქარი ამოგივიდათ და ასეთი მხარდაჭერით შეგიძლიათ ნებისმიერი თამაში დაიწყოთ, თუნდაც წესების ცოდნის გარეშე, რადგან წესებს თავად ადგენთ. დრო, როცა ვინმეზე დამოკიდებული იყავით, წარსულს ჩაბარდა და ახლა ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით განხორციელდება. 2021 წელი დატვირთული და პროდუქტიული იქნება, ასე რომ სურვილების სია შეადგინეთ და თანდათან აიხდინეთ. ძალა და რესურსები ყველაფრისთვის გეყოფათ. წლის დასაწყისში ნებისმიერი სიტუაციის და ხალხის გაკონტროლების შესაძლებლობა გექნებათ. თავაზიანად იმოქმედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირად ცხოვრებაში პრობლემებს გადააწყდებით. სიყვარულში ძლიერი მამაკაცები გიზიდავთ, მათ კი არ მოსწონთ, როცა მათით ღიად მანიპულირებენ. თუ ცხოვრების ახალი მეგზურის პოვნა არ გსურთ, სიტყვებსა და ქცევაში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

სასწორი

ტაროს კარტი: იმპერატორის მეუღლე

2021 წლის დასაწყისიდან ზომიერი ცხოვრების წესის დატოვება და თამაშში „სწრაფად“ ჩართვა მოგიწევთ: იმპერატორის მეუღლე ბევრ კარგ რამეს გპირდებათ, მაგრამ ლოდინი მისი ძლიერი მხარე არაა – მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდება, რომ დაჭერა გაგიჭირდებათ. მაშინაც, როცა ბრმად მოქმედება მოგიწევთ, ზეციური ძალებს მიენდეთ და არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად დასრულდება. სამსახურში ზედმეტ ძალისხმევაზე უარი თქვით და ენერგია მარტივ საქმეებზე მიმართეთ. ეს წარმატების გასაღები გახდება. ყველაზე მეტ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ შემოქმედება და ნებისმიერი საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. პოზიტიური ენერგიით რომ დაიმუხტოთ, ხელოვან ხალხს მეტი დრო დაუთმეთ და თვითგანვითარებით დაკავდით.

მორიელი

ტაროს კარტი: ძალაუფლება

მომავალ წელს მიხვდებით, რომ ახლანდელი გზა ტყუილად არ აირჩიეთ, მაშინაც კი, თუ ადრე მცდელობა ამაოდ მიგაჩნდათ, ხოლო იმედები ცარიელად. გამოცდები ჩააბარეთ და ახლა გლობალური გაგებით შეცვლის რეალური ძალა გაქვთ. სამსახურში ეს ახალ პროექტებში გამოჩნდება – ისეთ სიმაღლეზე, რომელზეც ჯერ არც კი გიოცნებიათ. თითქოსდა ფრთები სრულად გაშალეთ. თუ მომენტს სწორად გამოიყენებთ, წარმოუდგენელ შედეგს მიიღებთ. თქვენს ცდუნებას და პროვოცირებას ეცდებიან, მაგრამ არ დანებდეთ. ვინც რა არ უნდა გითხრათ, დიდებული მომავალი გელოდებათ. სიყვარულში ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი

ტაროს კარტი: სამყარო

თქვენ შეჯამების კარტი ამოგივიდათ. 2021 წელს ვერაფერს ისწავლით და რაიმე საფუძველს ათჯერ ვერ გაიაზრებთ. პრინციპულად ახალ დონეზე გასვლა მოგიწევთ. მოვლენები ისე განვითარდება, რომ ღირებულებებს ტოტალურად გადახედავთ და სხვა ადამიანად გადაიქცევით. შესაძლოა, ამან პირად ცხოვრებაში, კარიერაში, ჯანმრთელობასა და რწმენაში ცვლილებებისკენ გიბიძგოთ. თქვენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ერთ მომენტში შეიცვლება. რაც არ უნდა მოხდეს, არაფრის შეგეშინდეთ. ყველაზე მოულოდნელ ან სავალალო სიტუაციაშიც პოტენციალი და ახალი შესაძლებლობა დაინახეთ.

თხის რქა

ტაროს კარტი: მასხარა

მასხარა თქვენს ცხოვრებაში ქაოსს შემოიტანს, რისთვისაც მზად არ იქნებით და ეს დიდად შეგაწუხებთ. ჯერ ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებას კარგი საშუალებებით ეცდებით, შემდეგ ცუდით, შემდეგ ნებისმიერი გზით და საშუალებით, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იქნება. დახურულ კართან დასისხლიანებამდე კაკუნის ნაცვლად, ღია კარი იპოვეთ ან საერთოდ ფანჯარაში შეიხედეთ. პირად ცხოვრებაში გლობალური შოკისთვის და იდეალების სრული ნგრევისთვის მოემზადეთ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეყვარებული იყავით, ოჯახური ბუდის მოწყობას ან ბავშვის გაჩენას ცდილობდით, მაგრამ ახლა ვარდისფერი სათვალე გაგიტყდათ, რაც ტირილს გაიძულებთ. საყვარელი ადამიანი ტკივილს მოგაყენებთ – აპატიებთ თუ უხელო ჩემოდანით თან წაიღებთ, თავად გადაწყვიტეთ. გონებით იფიქრეთ და ემოციები მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ. ახალი ცხოვრებიდან მხოლოდ საუკეთესო აიღეთ და არაფერი ინანოთ.

მერწყული

ტაროს კარტი: ვარსკვლავი

2021 წელს თქვენი მთავარი პრიორიტეტი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის აგება იქნება, თუ აქამდე ასე არასდროს გაგიკეთებიათ. ვარსკვლავი ყოველთვის გზას გიჩვენებთ და ვაი მას, ვინც ნათელ მფარველს არ ენდობა, მაშინ წარმატება ზურგს შეაქცევს და უბრალოდ სიბნელეში ხეტიალი მოუწევს. თქვენც ასე მოგიწევთ, თუ ზეციურ ნიშნებს ან შინაგან ხმას არ მოუსმენთ. მოკლედ, ბედნიერება გელოდებათ, მაგრამ მისგან ჩრდილიც კი არ დარჩება, როგორც კი ყველაფრის პირად კონტროლზე აყვანას ეცდებით. სიყვარულში საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. მოვლენები არ დააჩქაროთ, თორემ შეეშინდება და გაიქცევა, ხოლო მეორე ასეთი შანსი აღარ გექნებათ.

თევზები

ტაროს კარტი: ქურუმი

ამ კარტს ორი მნიშვნელობა აქვს: ბრძენი ქალისგან მოულოდნელი დახმარება და საიდუმლო. საიდუმლო თქვენს პირად ცხოვრებას ან ჯანმრთელობას უფრო შეეხება, ვიდრე ცხოვრების სხვა სფეროებს. შემოდგომამდე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბუნდოვანი წინათგრძნობა და გაუგებარი შფოთვა შეგაწუხებთ. ის სულელად მოიქცევა და ეჭვები შეგაწუხებთ, რის გამოც ეჭვიანობის სცენებს მოაწყობთ. საკუთარი ღირსება არ დაკარგოთ და ბანალურ ისტერიკამდე არ დაეცეთ. სამსახურსა და სოციალურ სფეროში ნამდვილად ბრძენი დამრიგებელი გამოჩნდება: უფრო გამოცდილ კოლეგებთან დაახლოებას შეძლებთ, ასევე სანდო ახლო ნათესავის რჩევებს მოუსმენთ. მათთან კავშირი არ გაწყვიტოთ, მაგრამ კულტად არ აქციოთ. ყურადღებით იყავით, დეტალებს და სხვადასხვა სახის დამთხვევას ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, ამან უფრო მეტი რამ გასწავლოთ, ვიდრე სიტყვამ.

წყაროcosmo