
2021 წლის ასტროლოგიურ პროგნოზებს ვაგრძელებთ! ამჯერად, Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 2021 წლის აღმოსავლურ ჰოროსკოპს პარაფსიქოლოგის და ექსტრასენსისგან. არ გამოტოვოთ!
ვირთხა
მოუსვენარ და მშფოთვარე ვირთხას, რომელიც არაფერზე უარის თქმას მიჩვეული არაა, ხარის წელში გაუჭირდება. 2021 წლის მფარველი მუდმივად ზომიერებისა და კეთილშობილურად მოქცევისკენ მოგიწოდებთ. თუ პათოსის და ხმაურიანი წვეულებების მოყვარული ხართ, სხვა ღირებულებებზე გადასვლა მოგიწევთ. ხარი სამსახურში დაგიფასებთ ფულის წყურვილს და მიზნის მისაღწევად დიდ მსხვერპლს წასვლას – თავადაც ასეთია. აი, თავს ზემოთ გადახტომა და ერთდროულად ორ სკამზე დაჯდომის ჩვევა ძვირი დაგიჯდებათ. ურთიერთობის კუთხით ხანგრძლივი რომანის დაწყებას და საყვარელ მამაკაცთან ხელმოწერას შეძლებთ. თქვენი ტრფიალი კარგ კომბინაციას შექმნის სერიოზულ ხართან და მის ჩვევასთან, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
ხარი
2021 წელს თეთრი ხარი ბატონობს და ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა დიდი ჯეკპოტი მოიგეს. თქვენ მოგიწევთ იძულებით გაძლიერებული შრომა, მაგრამ სამაგიეროდ გაორმაგებულ ან გასამაგებულ ჯილდოს მიიღებთ. ჩვეულ საქმეს გააგრძელებთ, მაგრამ დამსახურებულ აღიარებას და დაპირებულ ჯილდოს მიიღებთ. კარგი წელია მსუბუქი რომანებისთვის და უკვე არსებული ურთიერთობის გასაძლიერებლად. აირჩიეთ ის, რაც მოგწონთ. სწორ მიმართულებაში ცოტა ძალისხმევა ჩადეთ და ბედნიერებით ისიამოვნეთ. ჯანმრთელობის მხრივ წუწუნი არ მოგიწევთ. ცოტა სპორტი და ჯანსაღი კვება ძლიერ იმუნიტეტს და კარგ ფიზიკურ ფორმას მოგანიჭებთ.
ვეფხვი
ვეფხვი ხარის საუკეთესო მეგობარი არაა, მაგრამ მასთან ერთად თანაცხოვრება შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კარიერას ეხება. იქ, სადაც წლის მფარველი ფიქრობს და ვარაუდობს, ვეფხვი მთელ ნაღებს ელვის სისწრაფით იღებს, ამიტომ წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია. თუ აქტიური ცხოვრების წესს მისდევთ, მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღეთ. მთავარია, ამაზე აქცენტი არ გააკეთოთ: ხალხს არ უყვარს, როცა ღიად ჩაგრავენ. სასიყვარულო საქმეებში დომინანტის როლს მიიღებთ. საყვარელთან სწორი ურთიერთობის შესაქმნელად გამოიყენეთ. ჯანმრთელობის და სპორტის კუთხით სპორტული ინტერესი გაგიჩნდებათ: საკუთარი თავის გამოწვევა და შინაგანი ბარიერების გადალახვა გიყვართ. თუ სწორად ივარჯიშებთ, წარმატებებს მიაღწევთ.
კურდღელი (კატა)
კურდღლისთვის ხარის წელი მიღწევების და თვითრეალიზაციის დრო იქნება: ორივე სიმბოლო ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და პოტენციალის გამოვლენის საშუალებას იძლევა. სწრაფი, მაგრამ მოკრძალებული და ცოტა ზარმაცი კურდღელი ხარისგან სამსახურში მონდომებას მიიღებენ და მაღალ მწვერვალებს დაიპყრობენ. სამაგიეროდ, საკუთარ სისწრაფეს და სწრაფად ადაპტირების უნარს გასცემს. სიყვარულში ვარსკვლავების მფარველობას მიიღებთ. 2021 წლის მმართველი სიყვარულზე ფასდაკლებას გაგიკეთებთ, მაგრამ პატრნიორთან გრძელვადიან პერსპექტივაზე დაგაფიქრებთ. თუ სერიოზული განზრახვა არ გაქვთ, უბრალოდ ერთმანეთს დაშორდებით და თითოეული თავის გზას დაადგება. აი, ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ. გაზაფხულზე კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტარეთ და სუსტი ადგილები გააძლიერეთ.
დრაკონი
დრაკონი ხარს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს. მის გაკვირვებას ვერ შეძლებს. თუ ეს თქვენი ნიშანია, დიდი ალბათობით, 2020 წლის გაკვეთილი უკვე მიიღეთ და ყველაფრისთვის მზად ხართ. შეზღუდვები ვერ შეგაჩერებთ, რადგან მომავალი მოვლენებისთვის რამდენიმე გეგმა უკვე შეადგინეთ და უბრალოდ ელოდებით, თუ რომელი სცენარი განვითარდება. დრაკონს სიღარიბე არ ემუქრება: მას უყვარს ფული, ხოლო ის საპასუხოდ მას ეკვრის, ასე რომ ნავში იმ ადამიანებთან ერთად აღმოჩნდებით, ვინც კრიზისის გადალახვა შეძლო. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეგაწუხებთ, აი, სასიყვარულო ფრონტზე შეიძლება კარგად ჩაიძიროთ. თუ ძლიერი ვნება არ გაქვთ, ფსონს ანგარიშით პარტნიორობაზე გააკეთებთ და უფრო მომგებიან პარტიას აირჩევთ. საჭირო წრეში იმოძრავეთ, სადაც კავალერს იპოვით.
გველი
გველი ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ ბრძენი ნიშანია, თუმდა დამდეგ წელს შეიძლება დაეჭვების საფუძველი გაგიჩნდეთ. 2021 წელს ემოციები დაგიპყრობთ და უცნაურად მოიქცევით. თუ ადრე კარიერასა და ფულის გამომუშავებაზე იყავით კონცენტრირებული, აქცენტს პირად ცხოვრებასა და შვილებზე გადაიტანთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს ძიძების და დიასახლისების იმედად დატოვებთ და კარიერას ააწყობთ, რომელიც წარმოუდგენლად მდიდარ ადამიანად გაქცევთ. ყველაზე მეტად საყვარელ მამაკაცს გაუჭირდება, რადგან თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება რთული იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადრე პრეტენზიებს არ გამოთქვამდით. გრძნობა მშვენიერია, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ ქოხში სამოთხე და ხმამაღალი დაპირებები საკმარისი არაა. ის ან შესაბამის პირობებს შექმნის, ან დაშორდებით. ჯანმრთელობის კუთხით ნერვულ სისტემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ – სტრესს და დაძაბულობას მოერიდეთ.
ცხენი
თეთრი მეტალის ხარი შემოქმედებით და შთაგონებით აგავსებთ. კარიერულ მწვერვალს ყოველგვარი ძალისხმევის და ხარჯის გარეშე მიაღწევთ. უკვე ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულის დასაწყისში ძალიან ძლიერი მფარველები გამოგიჩნდებათ, რომლებსაც დაუმეგობრდებით. ისინი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. საოცნებო გუნდში ადვილად აღმოჩნდებით, თუ მომხიბვლელობას გამოიყენებთ. იგივე პირად ცხოვრებას ეხება. სიყვარულსა და მეგობრობაში თქვენთან თავს კარგად და კომფორტულად იგრძნობენ. თქვენ ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი გახდებით და ირგვლივ საინტერესო ხალხს მოიზიდავთ. ერთადერთი სირთულე უფროს თაობასთან ურთიერთობაა. მათთან კონტაქტი გაგიჭირდებათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავად არიან. ეს თქვენს განწყობაზეც გავლენას იქონიებს – ხანგრძლივ, მორალურ კონფლიქტს გადაიტანთ.
ცხვარი (თხა)
ძლიერი ხარის წელში ცხვარი თავს საიმედოდ და დაცულად იგრძნობს. თუ ეს თქვენი ნიშანია, უკან გადადით და მშვიდად დაემორჩილეთ გარემოებებს, რომლებიც თქვენი ჩარევის გარეშე განვითარდება. არაპროგნოზირებადი 2020 წლის შემდეგ ერთფეროვანი და მოწყენილი ცხოვრებით ისიამოვნებთ. მიწიერი არსება ხართ, რომელსაც სჭირდება, რომ გაოცებამ გვერდი აუაროს. სტაბილურობა და მომხდარ მოვლენებებში გაგება გჭირდებათ, რასაც სრულად მიიღებთ. ეს კარგია: არანაირი შფოთვა და მღელვარება. სამსახურში განახლება არ მოხდება. ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო, მათ შორის ფინანსები და თანამდებობა. სიყვარულში დარჩით ისეთი, როგორიც ხართ და ნაცნობი ნივთებით ისიამოვნეთ. გაძლიერდით და მშვიდი, მოზომილი ნაბიჯებით სვლა გააგრძელეთ. აქედან, შიდა რესურსებს და ძლიერ ჯანმრთელობას მიიღებთ.
მაიმუნი
თქვენს ნიშანს წლის მმართველთან პოლარული ღირებულებები აქვს: მაიმუნი ეშმაკი და საქმიანია, რაც ხარს საერთოდ არ მოწონს და სამყაროს შენარჩუნებას შეძლებთ, თუ წესიერად მოიქცევით. ხარი თქვენს გამოხტომებზე თვალს არ დახუჭავს. სამსახურში მოგეჩვენებათ, რომ მინის ჭერს მიაღწიეთ და წასასვლელი აღარსად გაქვთ. მოწყენილობას, დახუთულობას და სივიწროვეს იგრძნობთ, მაგრამ თუ ფული გსურთ, გაზაფხულამდე მოითმინეთ – მოთმინება უნდა ისწავლოთ და რესურსები სწორად შეაფასოთ. სიყვარულში მეორე ნახევრის ქცევა შეგაშინებთ. ის უპასუხისმგებლოდ მოგეჩვენებათ, თავად რომანი კი უპერსპექტივოდ. ყველაფერს ფულით და პირადი მოგებით ნუ გაზომავთ: შემოდგომაზე სერიოზულად ავად გახდებით და მხოლოდ შეყვარებული დაგეხმარებათ. საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებით გაუფრთხილდიით და შინაგან შფოთვას გაუმკლავდით. ის ცხოვრებაში ხელს გიშლით.
მამალი
ხარი მუდმივად გამძლეობაზე შეგამოწმებთ, მაგრამ არ დანებდეთ: მამლის წელში დაბადებულს ხართან გასაყოფი აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან დანებდება. საქმე დალაგდება, თუ პროვიცირებას შეწყვეტთ: ბედი მამაც ხალხს უღიმის და არა უგუნურებს, სარისკო საქმეს შეეშვით და დამშვიდდით. დროებით სპორტის ექსტრემალური სახეობა, სხვის მამაკაცთან კეკლუცობა, სამსახურში სიზარმაცე დაივიწყეთ და ჯანმრთელობას მიხედეთ. ადრე ყველაფერს გპატიობდნენ, მაგრამ ხარი თქვენს ცხოვრებაში წესრიგს შემოიტანს და შეგახსენებთ, რომ დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა. დროა, კარიერაში ცვლილებები შეიტანოთ, რაღაც ახალი შეისწავლოთ და კვალიფიკაცია აიმაღლოთ. სიყვარულსა და მეგობრობაში მხოლოდ ერთი რამ გელოდებათ: ბევრს დაშორდებით, მაგრამ მათ ადგილს ახალი დაიკავებს. ცვლილებებისთვის მზად იყავით.
ძაღლი
ძაღლი ხარის ერთგული მეგობარია, მისი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თუ გულწრფელობას და წესრიგს აფასებთ, ოჯახს პირველ ადგილზე აყენებთ, წარმატება გაგიღიმებთ. კარიერაში წარმატებას რომ მიაღწიოთ, საკუთარი თავი უკანა პლანზე არ გადაწიოთ და გუნდურ თამაშზე დროებით უარი თქვით. პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავეთ. ამის გაკეთება ძაღლისთვის რთულია, მაგრამ ფინანსური პრივილეგიები გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. სამართლიანი და ბრძენი ხელმძღვანელი გახდებით, ასე რომ თამამად იმოქმედეთ. სასიყვარულო საქმეში გაწონასწორებული და ჰარმონიული ურთიერთობა გელოდებათ. ცვლილებები დიდად არ გიყვართ, ასე არც იქნება, სანამ თავად არ ისურვებთ.
ღორი
კონსერვანტი ღორი ხართან ბევრ საერთოს იპოვის და მშვენიერ კავშირს შექმნის. ორივე მგრძნობიარე, ვნებიანი ნიშანია და ერთ ტალღაზე იმყოფება. ხარი მოგცემთ საჭირო რესურსებს, რასაც მიზნების მისაღწევად სწორად გადაანაწილებთ. ეს კი ფინანსებსა და აქტივების დაგროვებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მცირე რისკიც არსებობს – ხარის წყალობით ისეთ კომფორტის ზონას შეიქმნით, რომ მასში ჩაეფლობით და მის დატოვებაზე უარის იტყვით. ერთ ადგილას ჯდომით კი წინსვლა გაგიჭირდებათ. შეიძლება მოიწყინოთ. არჩევანის წინაშე დადგებით, რომლის გაკეთებაც მარტივი არ იქნება: იმით სიხარული, რაც გაქვთ, თუ მომავლისთვის გარისკვა. ჯანმრთელობის მხრივ კანს ყურადღება მიაქციეთ: ის შეიძლება გამოგიშრეთ და აგექერცლოთ, ცხიმიანი და პრობლემური გახდეს. 2021 წელს კოსმეტოლოგის მომსახურებაზე ფულს ნუ დაზოგავთ!