ერთხელ გაჭერი, შვიდჯერ დაივარცხნე: ერთი და იმავე ჩოლკის დავარცხნის 7 მეთოდი

0
1300

გოგოები, რომლებიც ჩოლკას ატარებენ, ხშირად წუწუნებენ, რომ მათ თმის ვარცხნილობას მრავალფეროვნება აკლიათ. Girl.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა, რომ ჩოლკა ფანტაზიისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არაა, მაშინაც კი, თუ გრძელი, სწორი ჩოლკა გაქვთ და გარკვეულ საზღვრებს ქმნის. ბრენდ Sebastian–ის სტილისტი გიჩვენებთ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ჩოლკით.

1. გლუვი, სწორი ჩოლკა

პირველი და ყველაზე მარტივი მეთოდი: სწორი ჩოლკა. თმა უთოთი დაისწორეთ, რომ ვარცხნილობა იდეალურად გლუვი გახდეს. შედეგი მსუბუქი ლაქით დააფიქსირეთ.

2. კულული ჩამოუშვით

ძალიან მოდური გადაწყვეტილება. თმა კვლავ დაისწორეთ, მაგრამ ამჯერად ცხენის კუდად შეიკარით ან უბრალოდ თმის სარჭებით დაიმაგრეთ, ხოლო სახესთან კულული ჩამოუშვით.

3. ირიბი ჩოლკა

ასე შეგიძლიათ სამსახურშიც წახვიდეთ და პაემანზეც! თუ სწორი ჩოლკა მოგბეზრდათ, ორ ნაწილად გაყავით და გვერდზე გადაწიეთ, დასაფიქრებლად თმის ლაქი გამოიყენეთ. დანარჩენი კულულები დაიტალღეთ, რომ ქალური ვარცხნილობა მიიღოთ.

4. მსუბუქი დაუდევრობა

თუ ჩოლკა მოგბეზრდათ, სტრუქტურირებული ცვილით ან გელით ბუნებრივად დაივარცხნეთ. ჩოლკა უკან გადაივარცხნეთ, ოდნავ აურიეთ, სტრუქტურირება შემატეთ და ლაქით დააფიქსირეთ. შესანიშნავი ვარიანტი ყოველდღიურად! თმის დანარჩენი მასა დაიხვიეთ, რომ ზედმეტად მოწყენილი ვარცხნილობა არ მიიღოთ. სიტყვაზე, ასეთი ვარცხნილობა უხდება მათ, ვინც ჩოლკას იზრდის და არ იცის, რა მოუხერხოს.

5. თავხედურად აჩეჩილი

საღამოს წვეულებისთვის როკ–ენ–როლის სტილში თმა აიჩეჩეთ. ამისთვის წვრილკბილებიანი სავარცხლით ჩოლკა და თხემიდან თმის ნაწილი აიჩიჩეთ, თმა უკან გადასწიეთ და დააფიქსირეთ. ცუდი გოგონას სტილი მზადაა!

6. მთლიანად გლუვი

შეგიძლიათ პირიქით! ოფისის და საქმიანი შეხვედრისთვის სჯობს „ბალერინას სტილი“ შეარჩიოთ: კონად შეიკარით და თმა გლუვად გადაივარცხნეთ. სპეციალური ცვილით დააფიქსირეთ, რომ თმის ღერები არ ამოიწვეროს. მოკლედ, შეგიძლიათ უხილავი სამაგრები გამოიყენოთ, ასე უფრო საიმედოა.

7. ვარსკვლავური ომებით შთაგონებული

ეს ვარცხნილობა შთაგონებულია „ვარსკვლავური ომების“ ბოლო ნაწილით. ასეთი ვარცხნილობა თემატური წვეულებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩოლკა კვლავ აიჩეჩეთ, უკან გადაივარცხნეთ და დააფიქსირეთ, კეფაზე ორი კონა გაიკეთეთ და ტყავის ლენტით შეკარით.