საყვარელი გოგოდან უცხოპლანეტელი სტილის ვარსკვლავამდე: რა გაუკეთა საკუთარ თავს ანია ტეილორ–ჯოიმ

0
1038

მისი კარიერა ბევრი ცნობილი მსახიობის მსგავსად ტიპიურად დაიწყო: ბავშვობაში ქორეოგრაფიული წრე, სამოდელო სკოლა, ფოტოსესიები რეკლამებისთვის, როლები კინოში და პრესტიჟული ნომინაციებიც კი. ყველაფერი დატრიალდა, როცა სერიალმა „ლაზიერის გამბიტმა“, სადაც ანია მთავარ როლს ასრულებდა, რამდენიმე კვირაში ნახვების ყველა რეკორდი მოხსნა (62 მლნ პირველ 4 კვირაში) და 24 წლის გოგომ ცნობილმა გაიღვიძა.

სინამდვილეში, ანიამ კინომოყვარულებს თავი ჯერ კიდევ Netflix–ის ბრწყინვალე დებიუტამდე შეაყვარა. ის დაიმახსოვრეს ფილმიდან „გახლეჩილი“, „შუშა“ და საშინელებათა ფილმში „ალქაჯი“ მთავარი როლის შესრულებით.

ქერა თმა და მაკიაჟის არ ქონა (უფრო სწორად, მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე) ახალგაზრდა გოგონას სტილს შესანიშნავად ხაზს უსვამს, მაგრამ მას ცნობადს არ ხდის – ჯერ კიდევ 5 წლის ადვილად შეიძლება იგივე ელ ფენინგში აგრეოდათ. ამის მიუხედავად, „საფირმო“ დიდი გამოხატული თვალები და ტუჩები უკვე ფიგურირებს.

მაგრამ რამდენიმე წლით უკან გადავახვიოთ! შეამჩნიეთ, რომ გოგონა აქ ცოტა განსხვავებულად გამოიყურება? რა თქმა უნდა, მთავარია დეტალებს ჩახედოთ. პირველ რიგში, ყურადღება თვალის ფორმას მიაქციეთ – ის ნაკლებად ფართოა. ტუჩებსაც სხვა ფორმა აქვს: ჯერ ნაკლებად გამოკვეთილია. ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ანიამ ქირურგების და კოსმეტოლოგების მომსახურებას მიმართა, რომ გარეგნობა დასამახსოვრებელი და ეგზოტიკური გამხდარიყო. დიდი ალბათობით, მსახიობმა გაიკეთა ბლეფაროპლასტიკა და ტუჩის ფორმის კორექცია ინექციებით ან ბულჰორნის დახმარებით. როგორც არ უნდა იყოს, კარგია რომ „მელის თვალები“ და ტუჩი „პელმენი“ არ გაიკეთა!

ის, რაც მსახიობს თავდაპირველად ჰქონდა, სახის არქიტექტურაა. ოვალური სახის ფორმა Baby-face სტილში გამოყვანილი ნიკაპით (გამარჯობა, მირანდა ქერს და ემა სტოუნს), ლოყები, რომელთაც ფილერი არ სჭირდებათ და გამოხატული მყვრიმალები – კომბინაცია, რომელზეც დღეს კოსმეტოლოგების ათასობით პაციენტი უარს არ იტყოდა.

ყველაზე თვალშისაცემი იმიჯი, რომლის წყალობით ანია ტეილორ–ჯოი წლის მთავარი კინემატოგრაფიული აღმოჩენა გახდა – მოჭადრაკე ელიზაბეტ ჰარმანის როლი მინი სერიალში „ლაზიერის გამბიტში“, რომელმაც მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუპოვა. თავად მსახიობი გმირის გარეგნობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა და წითური თმის იდეა სწორედ მას ეკუთვნის. მოკლე ვარცხნილობა 50-60–იანი წლების რეტრო სტილში, რომელიც ამელს გვახსენებს, სწორი სქელი ჩოლკით და გვერდზე ტალღებად დაწყობილი თმით გამოხატულად გამოიყურება.

მოკლედ, მსახიობი მხოლოდ ისრებს არ იყენებს – ანია მაკიაჟში ექსპერიმენტებზე გიჟდება და არაინსტაგრამული სახე მაყურებლებს აღაფრთოვანებს. მუქი იისფერი მარგალიტისფერი ტუჩსაცხი „ბადრიჯნის“ შეფერილობით და ღია ფერის თმა მოყვითალო ქერა ან მუქი თმით, ნაცრისფერი ჩრდილები და ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი ბარბის სტილში? კვლავ ქერა თმა მოცულობითი ხვეულებით და ჩოლკით ბრიჯიტ ბარდოს სტილში ან მუქი ხვეულები და მსუბუქი smoky? ექსტრემალური წითური კარე ულტრამოკლე ჩოლკით ან პლატინისებრი თმა გრძელი ჩოლკით? ან იქნებ ვარიაციები შეკრული თმით და წითელი ტუჩსაცხით? მგონი, ამ გოგონას ყველაფერი უხდება!

„ქალები, რომელთა როლის შესრულებაც პატივად მერგო და ის, ვისზეც ვკითხულობ, ყოველთვის რთული, იდუმალი და არაამქვეყნიურია“ – ამბობს ანია ერთ–ერთ ინტერვიუში და აღიარებს, რომ თითქოს მათ ხასიათის თვისებებს ირგებს. მსახიობის თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ გამოიყურება კადრში და განსაკუთრებით კარგია ამის მოსმენა გოგონასგან, რომელმაც არასრულფასოვნების კომპლექსი გადალახა და ჯერ კიდევ სკოლაში განიცდიდა, თუ როგორ გამოიყურებოდა. ველოდებით ახალ როლებს და ვიმედოვნებთ, რომ ტეილორ–ჯოის გარეგნობა დაკოპირებულით არ შეიცვლება“

ავტორიPhoto Credit: Getty images, Legion media, Instagram
წყაროcosmo