მკითხაობა ქმრის შესახებ: გაიგეთ ყველაფერი ყოფილი ან მომავალი მეუღლის შესახებ.

0
1260
Photo credit: Legion-Media

ქმართან დაკავშირებული მკითხაობის უამრავი სახეობა არსებობს. მაგიისა და უმაღლესი ძალების დახმარებით, მარტოხელებს შეუძლიათ მომავალი მეუღლის სახელის, გარეგნობის ან პროფესიის გაგება. დაქორწინებულებს კი შეუძლიათ იმის გაგება, თუ რაში მდგომარეობს ურთიერთობის პრობლემა და ღალატობს თუ არა მას მეუღლე, აგრეთვე, შეიძლება ყოფილის დაბრუნების ალბათობის განსაზღვრაც. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ამ ყველაფერს არ დაუჯეროთ, თუმცა, წმინდანების დღეებზე რაღაც ხომ უნდა აკეთოთ!

სპეციალურად მათთვის, ვისაც აინტერესებს, ჩვენ მოვაგროვეთ საუკეთესო საშუალებები მკითხაობისთვის და შევადგინეთ ინსტრუქციები: როდის და როგორ უნდა იმკითხაოთ, რომ არ მოგეწყინოთ, პასუხები კი მაქსიმალურად ჰგავდეს სიმართლეს.

სწორი მკითხაობა საბედოზე: როდის უნდა შეასრულოთ რიტუალი:

მკითხაობა ნებისმიერ დღეს შეიძლება, თუმცა, ახალი მთვარის დღეებში უკეთესია მკითხაობის ის სახეობა, რომელსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი სჭირდება (არა, კი, იქნება, არ იქნება), ხოლო მითხაობა საბედოს ან ყოფილის დაბრუნების შესახებ ყველაზე კარგ შედეგს იზრდება მზარდ მთვარეზე. აგრეთვე, გამოცდილი მკითხავები თვლიან, რომ უფრო დიდია სწორი პასუხის მიღების შანსი, თუ კითხვებს გარკვეულ პერიოდებში დასვამთ. ეს პერიოდებია:

  • მისი ან თქვენი დაბადების დღე;
  • შობის ღამით (როგორც კათოლიკურ, ისე მართლმადიდებლურ შობას);
  • ახლით და ძველით ახალი წელი;
  • წმინდა დღეები (7-19 იანვარი).

ამ დღეეში წინა მკითხაობის შედეგის დაზუსტებაც შეიძლება.

როგორ გავიგოთ საბედოს სახელი

გოგონებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეჰხვედრიან მეორე ნახევარს, ყოველთვის აინტერესებთ, რა იქნება მათი საბედოს სახელი. ცნობისმოყვარეობით, თანამედროვე გოგონები საერთოდ არ განსხვავდებიან გასული საუკუნეების გოგონებისგან, რომლებიც საქორწინო ბეჭედს თავიანთ თმებზე აგებდნენ და ჭიქის თავზე ჰკიდებდნენ. დღეს ბევრი ეს გზა უკვე მოძველებულად ითვლება. თუმცა, როგორც 1, ისე რამდენიმე საუკუნის წინ, მომავალ ქმარზე მკითხაობა რტული არ იყო. საბედოს სახელის გასაგებად მრავალი გზის გამოყენება შეიძლება, ძველებურიდან თანამედროვემდე, მათ შორის, შემთხვევითი ციფრებისა და სახელების გენერატორით.

ქმრის სახელზე ყველაზე მარტივი მკითხაობაა ქაღალდების გამოყენება, რომლებზეც სახელები წერია. თქვენ უბრალოდ დაჭერით ქაღალდები, დააწერეთ მამაკაცის სახელები, რომლებიც აზრად მოგივათ, და დაიდეთ ისინი ღამით ბალიშის ქვეშ. დილით რომელ სახელსაც გამოიღებთ ბალიშიდან, ის ერქმევა თქვენს მომავალ ქმარს. ექსპერიმენტის სისწორისთვის სთხოვეთ სახელების დაწერა დაქალს: წინასწარმეტყველებას შემთხვევითობის აუცილებელი ელემენტი დაემატება, თქვენ ხომ ვერ გეცოდინებათ, რომელი სახელები გაახსენდება მას.

Photo credit: Legion-Media

კარტებით მკითხაობა

კარტებით ქმრის სახელიც გაგებას ვერ შეძლებთ, თუმცა, იმას მაინც მიხვდებით, თუ როგორი იქნება მომავალი ქმარი, რას ფიქრობს მიმდინარე ან რას აკეთებს ახლა თქვენი ყოფილი. კარტებზე ქმრის შესახებ მკითხაობის საუკეთესო ვარიანტია ძილის წინ, ბალიშის ქვეშ ოთხი “მეფის” დადება ბალიშის ქვეშ, ამ დროს კი უნდა წარმოთქვათ: “ვინ ხარ, ჩემო საბედოვ, ვინ ხარ, ჩემო ბედისწერავ, დამესიზმრე!” დილით კი გაიხსენეთ სიზმრები, გამოიღეთ კარტი და ჩართეთ ფანტაზია.

ითვლება, რომ გულის მეფის შემთხვევაში, საქმრო ახალგაზრდა იქნება (თქვენზე ოდნავ დიდი), აგურისა – დიდი სიყვარული გექნებათ, ყვავისა – მომავალი ქმარი ეჭვიანი აღმოჩნდება, ხოლო ჯვრისა – დიდი ალბათობით, ბიზნესმენი ან ჯარისკაცი იქნება.

ასეთი მკითხაობა პრიმიტიულად გეჩვენებათ? არსებობს უფრო რთულებიც. წიგნებსა და ინტერნეტში იპოვით კარტების სხვადასხვა ტიპის განლაგებას, შეგიძლიათ პასიანსის დალაგება, ჩვეულებრივი სათამაშო ან ბოშური კარტის, ტაროს ან სხვა სამკითხაო ნაკრების გამოყენება.

ტაროზე მკითხაობა

ესაა ქმარზე მკითხაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწორი მკითხაობა. ითვლება, რომ ტაროს უძველესი კარტებით მართლა შეიძლება მომავალსა და ადამიანის სულში ჩახედვა. შეგიძლიათ, გამოიყენოთ რაღაც ინტერნეტ-სერვისი, რომელშიც განლაგება იქნება მოცემული, აგრეთვე, შეიძლება ტრადიციული საშუალებების გამოყენებაც (კარტის წყობისა და მისი ამხსნელი წიგნის დახმარებით).

თუ ტაროთი ქმრის შესახებ გინდათ წინასწარმეტყველება, წყობა 7 კარტისგან უნდა შედგებოდეს. პირველი კარტი გიჩვენებთ თქვენს მდგომარეობას მკითხაობის მომენტში. მეორე გიპასუხებთ კითხვაზე, თუ როდის შეხვდებით თქვენს მომავალ ქმარს. მესამე გეტყვით, რა გარემოებაში შეხვდებით საბედოს. მეოთხე აღწერს მეუღლის გარეგნობას, მეხუთე გეტყვით, იქნება თუ არა ეს ადამიანი თქვენი ცხოვრების მეგზური, მეექვსე გიპასუხებთ, როგორ წარიმართება თქვენი ოჯახური ცხოვრება, ხოლო მეშვიდეში დამალული იქნება რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედოთ. ის, თუ როგორ წარიმართება ოჯახური ცხოვრება, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოუსმენთ ამ რჩევას.

Photo credit: Legion-Media

მკითხაობა იმის შესახებ, დაბრუნდება თუ არა ქმარი ოჯახში

ტაროს კარტით შეიძლება მომავლის გაგება უკვე არსებული ურთიერთობების თვალსაზრისით. მაგალითად, პოპულარული მკითხაობის ერთ-ერთი ვარიანტია “სამი კარტი”, რომლებიც დაგეხმარებათ აწმყოს (პირველი კარტი), უახლოესი მომავლისა (მეორე კარტი) და ურთიერთობის პერსპექტივის (მესამე კარტი) გაანალიზებაში.

ტაროლოგებს აქვთ ისეთი მკითხაობაც, რომელიც პასუხს გაგცემთ კითხვებზე: გღალატობთ თუ არა ქმარი, არსებობს თუ არა ყოფილის დაბრუნების ალბათობა – მათთვის, ვისაც უნდა, რომ დაბრუნდეს. არსებობს “ქმარი დაბრუნდება თუ არა” მკითხაობის უამრავი ვარიანტი. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანისთვის გამოიყენება ტაროს 9 კარტი, რაც ყველაზე მეტ ინფორმაციას იძლევა. პირველი და მეორე კარტი ამ დროს დაშორების ჭეშმარიტ მიზეზზე ისაუბრებს – არამხოლოდ მკითხავი ქალის, არამედ წასული ყოფილის აზრითაც, მესამე და მეოთხე მოგცემთ რჩევას, რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ. მეხუთე გიპასუხებთ კითხვაზე, უნდა თუ არა ქმარს დაბრუნება, მეექვსე – კითხვაზე, თუ რა ან ვინ უშლის ხელს მის დაბრუნებს, მეშვიდე გეტყვით, არსებობს თუ არა მისი ოჯახში დაბრუნების ალბათობა. მერვე მიგანიშნებთ ამ ურთიერთობის პერსპექტივაზე, მეცხრე კი გეტყვით, როგორ მოიქცეთ ახლა.

მღალატობს თუ არა ქმარი?

როგორ გავიგოთ, გღალატობთ თუ არა ქმარი? მკითხაობით ამ კითხვასაც გასცემთ პასუხს. მკითხავები, ხშირად, სანთლებს იყენებენ – ითვლება, რომ ისინი აღებენ “კარს” იმქვეყნიურ სამყაროში და იჭერს იმ ადამიანის აზრებსა და ენერგიას, რომლისკენაც ეს რიტუალია მიმართული.

არსებობს ძველი რუსული მკითხაობა ქმრის ღალატის გასაგებად, ორი სანთლის გამოყენებით. მისი ჩატარება მზარდ მთვარეზე იქნება უკეთესი. დაგჭირდებათ მეუღლის პერანგი, 2 სანთელი და 2 ფინჯანი: ერთ-ერთ მათგანს ყოველდღე უნდა იყენებდეთ, ხოლო მეორე ახალი უნდა იყოს, სპეციალურად მეუღლისთვის შეძენილი. ღამით დააფინეთ იატაკზე პერანგი და დაალაგეთ მასზე ფინჯნებში, შიგნით სანთლებით, რომლებიც ერთდროულად უნდა დაანთოთ (ამას როგორ აკეთებდნენ რუსი ქალები, არ ვიცი, ახლა კი ორივე ხელში ასანთის დაჭერა შეიძლება). თუ პირველი სანთელი ახალ ფინჯანში ჩაქრება, ქმარი თქვენი ერთგულია, ხოლო თუ ჯერ თქვენს ფინჯანში ჩაქრება სანთელი, როგორც ჩანს, თქვენი ეჭვები გამართლებულია.

აგრეთვე, ქმრის საყვარელზე მკითხაობა შეიძლება ერთი სანთლითაც, უფრო სწორად, მისი ცვილით. აიღეთ თეთრი ლამბაქი, დაასხით მასზე ცივი წყალი და აანთეთ ცვილის წვრილი სანთელი. როცა ცვილი დნობას დაიწყებს, დააწვეთეთ წყალში სიტყვებით: “ცვილი დადნეს, მეტოქე გაჩნდეს”. შემდეგ ყურადღებით დააკვირდით წვეთებით წარმოქმნილ სილუეტს: თუ იგი ქალის სილუეტს ან სახეს ჰგავს, კარგად დაიმახსოვრეთ იგი, რომ იცოდეთ, როგორ გამოიყურება თქვენი მეტოქე.

მკითხაობა ყოფილ ქმარზე

ასეთი მკითხაობისთვის შეიძლება როგორც 36-კარტიანი ნაკრების (ლენომარნის), ისე ჩვეულებრივი სათამაშო კარტის გამოყენებაც, ოღონდ, ისინი გამოუყენებელი უნდა იყოს. მთავარია, გაერკვეთ იმაში, თუ რომელი კარტი შეესაბამება მარია ლენორმანის სისტემის კარტს. მაგალითად, გულის მეფის მნიშვნელობაა სახლი, ხოლო ჯვრის მეფე ლენორმანის კარტში გველია.

ამ მკითხაობისთვის, დაალაგეთ სამი შემთხვევით ამოღებული კარტი. პირველი გიპასუხებთ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა თქვენზე ყოფილი ქმარი, მეორე – უნდა თუ არა დაბრუნება და მესამე – გიწერიათ თუ არა ერთად ყოფნა.

რა თქმა უნდა, ასეთი მკითხაობების შედეგებს ზედმეტად სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ. ხანდახან, კარტიც ცდება, ხოლო ნიშნები, რომლებსაც, თითქოს, ზეციური ძალები გვაძლევს, შესაძლოა, არასწორად გვესმოდეს და სრულიად ბანალური, არამისტიკური ახსნა ჰქონდეს.

წყაროcosmo