7 მოდური საშუალება იმისთვის, რომ თავი უფრო მოხდენილად იგრძნოთ.

0
876
Photo credit: Shutterstock

თითოეულ ქალს აქვს თავისი ხრიკები იმისთვის, რომ თავი უფრო გამხდრად იგრძნოს, მიუხედავად რეალური ზომებისა და ცხოვრებისეული გარემოებებისა. დიზაინერი ვიქტორია ირბაიევა, ბრენდ VIKTORIA IRBAIEVA-ს დამფუძნებელი, თავის საყვარელ მოდურ ხრიკებს გვიზიარებს.

დიზაინერმა ვიქტორია ირბაიევამ მოამზადა 7 ხრიკი, რომლებიც ნებისმიერ ქალს დაეხმარება, გამოჩნდეს უფრო გამხდარი. ჩაინიშნეთ!

1. კაბა-ტომარა

Photo credit: Shutterstock

ყველაზე მარტივი და ჩემთვის საყვარელი მეთოდი – ტომრისებრი კაბა! ვიცი, სასაცილოდ ჟღერს, თუმცა, კარგად გამოიყურება ტანზე.

რას ნიშნავს “ტომარა” და რატომ ის? პირველ რიგში, ესაა რაღაც მსუბუქი და დახვეწილი კაბა, რომელიც ხაზს უსვამს თხელ მაჯას, კისერს, ლავიწს… ასეთი კაბა თავისუფალი უნდა იყოს წელისა და ბარძაყების არეში, ხელებსა და მხრებზე კი აკურატულად უნდა ეკრას, აჩენდეს მაჯებსა და მუხლქვემოთ ფეხებს.

2. ნახშირწყლებზე უარის თქმა

საღამოობით, 16:00-ის შემდეგ, დილამდე, უარი თქვით ნახშირწყლებზე და მიირთვით მხოლოდ ცხიმები და ცილები: ჩაანაცვლეთ ძეხვი და მაიონეზი კრევეტებიანი ავოკადოთი. პირველი ჯგუფის სისხლის გამო, ამ დროს მე კუჭში დაუყოვნებლივ საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება მიჩნდება. ხოლო, თუ ასე 2-3 დღე ზედიზედ გააკეთებთ, სიგამხდრის შეგრძნება რეალურ სიგამხდრედ იქცევა. და, ზოგადად, ნუ “ჩახეთქავთ”! ჩემთვის ეს ასე გამოიყურება: კაფეში მხოლოდ იმ საკვების შეკვეთა, რომლის ცქერისას თავს გამხდარ მოდელად აღვიქვამთ.

3. აქცენტი თვალებზე

კიდევ ერთი იდეა: გაიკეთეთ ისეთი მაკიაჟი და ვარცხნილობა, რომლებიც გაზრდის თმის მოცულობასა და თვალის ზომას – ასე გაჩნდება მცირე ზომის ახალგაზრდა გოგონას გარეგნობა.

4. სწორი მოდელები

Photo credit: Shutterstock

კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ თავი გამხდრად იგრძნოთ – არ ჩაიცვათ ჯინსები და შარვლები თეძოებამდე. ჩემი გამხდარი დაქალები მუდმივად მიმეორებენ (ან, იქნებ, მორალურად მიჭერენ მხარს), რომ ისინიც კი ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად დაბალწელიან შარვლებში.

5. უნივერსალური კომპლექტი

კომპლექტი, რომელიც თანაფარდობას ასწორებს: შავი, უნაკერო ლეგინსები, უზარმაზარი ჩექმები და over-size ტუნიკა (ჯემპრი/კარდიგანი/მაისური). ამ დროს დეტალებია მნიშვნელოვანი: აუცილებელია ვიზუალური კონტრასტი დიდი ზომის ზედა და მოგრძელებულ, ვიწრო ქვედა ნაწილებს შორის. ზედა ნაწილი არ უნდა “ეხუტებოდეს” თეძოებსა და მკერდს, ზოგადად, ფიგურას არ უნდა უსვამდეს ხაზს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცას ქვედა ბოლოს ჩაცმა დაავიწყდა.

6. კარგი ფუძე

ჩაიცვით მხოლოდ და მხოლოდ ის თეთრეული და კოლგოტები, რომლებიც არ წელავს სხეულს არც ერთ ადგილას და არ ქმნის ზედმეტ ნაკეცსა და ნაოჭს. და, რაღა თქმა უნდა, თეთრეულიცა და კოლგოტიც თქვენი ზომისა უნდა იყოს.

7. პატარა შავი კაბა

Photo credit: Shutterstock

დავუბრუნდეთ კლასიკას: შავი კაბა – ესაა ფერი და სილუეტი. თუ შავი ფერი გიხდებათ და კისრის ან სახის კანის ნაკლს არ უსვამს ხაზს, უთხარით შავ კაბას “კი”. თუმცა, თუ თქვენი სილუეტი იდეალისგან შორსაა, აირჩიეთ “ტრაპეციის” ფორმის კაბა, რომელიც მკვეთრ სილუეტს იძლევა, მალავს უსწორმასწორობებსა და ზედმეტ შვერილებს. უარი თქვით კაბა-ფუტლარებზე! თუ გახსოვთ, შავი პატარა კაბა კოკო შანელმა მოიგონა: მას ჰქონდა ქვემოთ დაწეული წელის ზოლი, თავისუფალი ზედა და მუხლქვედა ნაწილები.

წყაროcosmo