აირჩიეთ საახალწლო საჩუქარი და გაიგეთ, რას მოგიტანთ ბედი უახლოეს მომავალში

0
2782

მოცემულ სურათზე ერთ–ერთი საახალწლო საჩუქარი აირჩიეთ. შემდეგ წაიკითხეთ, თუ რას მოგიტანთ ბედი უახლოეს მომავალში.

თუ აირჩიეთ:

1–ლი საჩუქარი

ბედი კუდით დაიჭირეთ, რომ 2021 წელს არ გაგექცეთ. იღბლის მოზიდვის უნარით ბევრს დააეჭვებთ: მაღალ ძალებთან კავშირში ხომ არაა? ეს კი კარგი ნიშანია, რომ თავი აზარტულ თამაშებში გამოცადოთ: ასეთი ნიჭით ჯეკპოტის დიდი შანსი გაქვთ.

თუმცა ცივი გონებით იმოქმედეთ: ხაფანგში მხოლოდ ასე არ გაებმებით. გულსა და გონებას შორის ბალანსი იგრძენით: ცალ–ცალკე ხშირად შეცდომას უშვებენ, ერთად კი ყოველთვის სწორ გზაზე მიდიან.

მე–2 საჩუქარი

ბედნიერებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგით. როგორც იქნა, ყველა ვალის დაფარვას და სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ.

ფული ქაღალდის წვიმასავით არ მოდის. თქვენ მაღალ ანაზღაურებად სამსახურს იპოვით. კუთხე–კუნჭული მოიარეთ: სადმე განძი ხომ არაა? თავგადასავლების მოყვარულები საკუთარი ბიზნესის დაწყებას მოისურვებენ: მთავარია, ფინანსები სწორ საქმეში ჩადოთ და ტყუილად არ დაკარგოთ.

ალბათ, პროექტების გასახორციელებლად სჯობს მეგობრებთან ითანამშრომლოთ: მეგობრული მხარდაჭერა რთულ წუთებში ნამდვილ შვებას მოგგვრით.

მე–3 საჩუქარი

პირად ფრონტზე ცვლილებები გელოდებათ. თქვენს ცხოვრებაში შემოვა საბედო, რომელიც დიდი ხნით მოგიტაცებთ.

ზოგიერთ მათგანს პარტნიორი უკვე დიდი ხანია ჰყავს: ამ ურთიერთობას ახალი სტიმული მიეცით (დაფიქრდით, შემოთავაზების მიღება ან გადავადება ღირს თუ არა). მტკიცე ურთიერთობა ძალას შეგმატებთ: დაკარგული ვნება ახალი ძალით გაჩაღდება.

მე–4 საჩუქარი

პროფესიულ ფრონტზე ცვლილებებს ელოდეთ. კარიერულ კიბეზე გზა ნაკლებად დახვეული იქნება. მალე ახალ თანამდებობაზე ან პროექტზე მუშაობის შემოთავაზებას მიიღებთ, რომელიც ადრე თქვენთვის მიუწვდომელი იყო.

თუ ახლანდელი სამსახური არ მოგწონთ, რაღაც ახალი, მომგებიანი ჰობი იპოვეთ, რაც ნამდვილად მოგეწონებათ. ვარსკვლავები აუცილებლად დაგეხმარებიან და თავის წვლილს შეიტანენ.

მე–5 საჩუქარი

პირდაპირ ოჯახურ კერაზე ახდენს გავლენას. მოსალოდნელია ოჯახის ახალი წევრის დაბადება, ქორწილი ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

მალე ახლო ნათესავი გესტუმრებათ, რომლის მოსვლასაც დიდი დღესასწაულით აღნიშნავთ. დროა გაერთიანდეთ და ბედნიერი იყოთ იმით, რაც გაქვთ: კომფორტი, პატარა ბედნიერება, ოჯახური კავშირების ძალა.

მე-6 საჩუქარი

ჯანმრთელობაზე მეტად იზრუნეთ. თქვენ სასიცოცხლო ენერგიების მოზღვავებას იგრძნობთ, რომელიც დაავადებებს ნაცარტუტად აქცევს. მალე კარგ ექიმებს იპოვით, რომლებიც ფეხზე დაგაყენებთ.

მავნე ჩვევის მოშორებაზე დაფიქრდით. დაე, სიგარეტის კვამლი შორს გაფრინდეს და დაიკარგოს. გამოკვლევები ჩაიტარეთ და ორგანიზმში არსებული ყველა პრობლემის შესახებ გაიგეთ. მტერს სახეზე უნდა იცნობდეთ! დაფიქრდით, თქვენს ცხოვრებაში ღირებული მნიშვნელობა რას აქვს.

მშობლებსაც მიხედეთ: მათ მკურნალობაში დაეხმარეთ, თუ უსიამოვნებები აწუხებთ.