
სურვილი ჩაიფიქრეთ და არ იცით, ახდება თუ არა? ტაროს კარტები თქვენს სურვილზე კონცენტრირებაში და შედეგის გაგებაში დაგეხმარებათ.
აირჩიეთ კარტი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ და გაიგეთ, ახდება თუ არა თქვენი სურვილი.
კარტის არჩევაზე დიდხანს არ იფიქროთ. ენდეთ მეექვსე გრძნობას!
კარტი 1: მთვარე
თქვენი ფიქრები ძლიერ და მყარ ძვირფას ქვას ჰგავს, რომელთაც მშვიდი გონებით უნდა მიუდგეთ. მთვარე მიგითითებთ, რომ თქვენი სურვილის ასრულება უკვე დაიწყო. ახლა საწყის ეტაპზე ხართ. მოვლენების განვითარების მიხედვით ახალი იდეები გაგიჩნდებათ. ყოველი ნაბიჯით კიბეზე მაღლა ახვალთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა აზრები გაწუხებთ ამ მომენტში. ყველაფერზე კარგად დაფიქრდით.
კარტი 2: შეყვარებულები
რომელიღაც ადამიანი ჯერ სიმართლეს ვერ აცნობიერებს. ობიექტურად შეაფასეთ, თუ რომელ თქვენგანს აქვს უფრო სერიოზული განზრახვები. ეს ცუდი არაა. შეყვარებულები შეიძლება საუკეთესო მეგობრები გახდნენ, სადაც სწორი ბედი დაუმთავრებელ ცეკვას ჰგავს. თუ თქვენთვის ეს სიყვარულში ან ცხოვრების სხვა სფეროში ნაცნობია, ეს ადამიანი გაათავისუფლეთ, თუნდაც ის, თავად თქვენ იყოთ.
კარტი 3: იმპერატორი
თქვენ აღარ გჭირდებათ დაუსრულებლად იმის გამეორება, თუ აქამდე რა გააკეთეთ. თქვენ ტრანსფორმაციის პროცესში ხართ და სწორ გზაზე ხართ. თუ თქვენი სურვილი ურთიერთობას ეხება, საჭირო არაა სიყვარულის ტყვე გახდეთ, თუ გადაწყვიტეთ, რომ ასეთი არ იყოთ. თქვენი სურვილის ასრულების ალბათობა 50/50.
კარტი 4: ურთიერთობა
თქვენი სურვილი მიუთითებს, რომ ოცნება გიყვართ. რაღაცამ დაგაინტერესათ. ოცნებების ახდენა შეგიძლიათ და ახლა რაღაც ახლისთვის საჭირო მომენტი დადგა. ეს სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ. თუ საქმე სიყვარულს ეხება, მაშინ სურვილის ასრულება მხოლოდ დროის საკითხია. თქვენი სურვილის შედეგი მწიფდება. ახალი შეხვედრა გელოდებათ.
კარტი 5: სასამართლო
სასამართლოს კარტი მიგითითებთ, რომ სურვილის ასრულებას რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით, როცა წინა ვალს გაისტუმრებთ. თავად იცით, რაზეა საუბარი. შესაძლოა, მომხდარის გამო ბოდიში ჯერ არ მოგიხდიათ? თქვენ და სხვა ადამიანი თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. შესაძლოა, ვინმეს გაწეული სიკეთისთვის მადლობა უნდა გადაუხადოთ. ვიღაც გულწრფელად თქვენი მადლიერი იქნება. გააკეთეთ ის, რაც უნდა გააკეთოთ.
კარტი 6: სიკვდილი
სიკვდილი კოლოსალური პირადი აღორძინებისა და ტრანსფორმაციის ნიშანია. ახალი და გაუმჯობესებული ვერსია გაშლილი ხელებით მიიღეთ. გადაწყვეტილება თქვენს სურვილებს უკავშირდება. როცა შედეგს მიიღებთ, დიდ ბედნიერებას განიცდით. კარტი ამბობს, რომ დაუფიქრებლად არ უნდა იმოქმედოთ. ერთადერთი, რაც უნდა დააფასოთ: გაკვეთილი, რომელიც წარსული გამოცდილებიდან მიიღეთ.
კარტი 7: კოშკი
თქვენ ბრწყინვალე პერსპექტივები და ახალი შესაძლებლობები გელოდებათ. ძველი სურვილები, რომლებიც დაუსრულებელ მიზნებად და პროექტებად დარჩნენ, ახალი მიზნების არჩევაში ხელს გიშლიან.
დრო მოვიდა სურვილებს გადახედოთ, რადგან რაღაც მოვლენა გიახლოვდებათ. რა მოგიტანთ კმაყოფილებას ცხოვრების ამ ეტაპზე? მხოლოდ თქვენ იცით სწორი პასუხი და საკუთარ თავს ნუ ატყუებთ.
კარტი 8: ქურუმი
ეს ინტუიციური კარტია. თქვენი სურვილი არის ხილვა, რომელიც გიზიდავთ. სურვილის ასრულება შესაძლებელია, რადგან ამ მომენტამდე მის ასასრულებლად საჭირო პირობები შექმენით.
გვიანი არაა უკან დაიხიოთ, თუ გადაიფიქრეთ. თქვენ ინსტინქტურად იცით, თუ რა გახდება თქვენი წარმატების გასაღები. თუ საქმე სიყვარულს ეხება, თქვენზე ვიღაც საუბრობს და შეიძლება იგრძნოთ, თუ რა სიგნალებს გიგზავნით ეს ადამიანი.