
მომავლის გასაგებად მკითხაობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება შეიძლება – ციფრების ძველი ცხრილით და ტაროს არკანების განლაგებით დაწყებული და თანამედროვე ონლაინ მომსახურებით დამთავრებული.
Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, ტაროს და სხვა კარტის შესახებ, ასევე გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდებს მომავლის განსაჭვრეტად.
მომავალზე მკითხაობა საკუთარი თავისთვის: რომელი მეთოდები გამოვიყენოთ
მომავლის გასაგებად ბევრი ეფექტური მეთოდი არსებობს. შეგიძლიათ იმკითხაოთ სხვადასხვა კარტით, წიგნით, სანთლით, აქსესუარით, ყავის ფინჯნით და სხვადასხვა ნივთებით, პროცესში მეგობრების ან უცნობი ხალხის ჩართვით. ინტერნეტ სივრცეში ბევრ უფასო ონლაინ მომსახურებას იპოვით, სადაც შეგიძლიათ შესაბამისი ვარიანტი აირჩიოთ და ონლაინ გაიგოთ უახლოეს მომავლის შესახებ.
„ახლო“ და „შორეული“ მომავლის გასაგებად ძველ, გამოცდილ მკითხაობასა და თანამედროვე მეთოდებს რაღაც საერთო აქვთ: თქვენ კითხვას სვამთ, რომელზეც პასუხის გაგება გსურთ. შემდეგ კი კარტა, ყავის ნალექი, სინათლის ალი ან ინტერნეტ ტექნოლოგია პასუხს გაძლევთ. ზოგჯერ პირდაპირ პასუხს, ზოგჯერ „კი“ ან „არას“, ზოგჯერ პასუხის გაშიფვრა გიწევთ. თუმცა მიღებულ პასუხს ზედმეტად სერიოზულად ნუ მიუდგებით. ყველაზე ზუსტი კარტიც კი შეიძლება შეცდეს, ხოლო ყველაზე ბრძენმა და გამოცდილმა მკითხავმა არასწორი პროგნოზი გააკეთოს.
მომავალზე მკითხაობა წიგნით
მარტივი, გავრცელებული და ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია მომავლის გასაგებად. სპეციალური ცოდნა ან ატრიბუტები არ დაგჭირდებათ. საკმარისია სწორად ჩამოაყალიბოთ კითხვა, რომელზეც პასუხის მიღება გსურთ. შემდეგ კარადა გამოაღოთ და აირჩიოთ წიგნი, გვერდი და სტრიქონი. ახლა პასუხი წაიკითხეთ და განსაზღვრეთ, თუ რას ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ პასუხის აზრი შეიძლება დაუყონებლივ ვერ მიხვდეთ. შესაძლოა, წიგნში დაშიფრული პროგნოზი მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ მიხვდეთ.

მკითხაობა მამაკაცთან მომავლის შესახებ სანთლით
დამოუკიდებელი მკითხაობისთვის, რომელიც მამაკაცთან ურთიერთობას ეხება, სჯობს ისეთი კითხვა ჩაიფიქროთ, რომელზეც კონკრეტული პასუხის მიღება შეიძლება: „კი“ ან „არა“. პასუხი ერთ სიტყვიანი უნდა იყოს. ძალიან რთული, ბუნდოვანი პასუხის გაშიფვრა დამწყებს გაუჭირდება.
ერთ–ერთი მარტივი მკითხაობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ, აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას მომავალი და მასთან დროის ხარჯვას აზრი თუ აქვს. სანთელზე სამკითხაოდ კითხვა ჩაიფიქრეთ, რომელზეც კი–არას პასუხი შეიძლება (მაგალითად: ვუყვარვარ? ხვალ შევხვდები? და ა.შ.) სანთელი აანთეთ და მის ალს ყურადღება მიაქციეთ. თუ ზემოთ მიიწევს და თანაბრად იწვის, პასუხია „კი“. თუ ალი ციმციმებს ან ქრება – პასუხია „არა“. ახალი კითხვის დასმამდე სანთელი ჩააქრეთ და შემდეგ კვლავ აანთეთ.

როგორ გავიგოთ მომავლის შესახებ: ზუსტი მკითხაობა ციფრების ცხრილით
უცნობია, თუ როდის გამოჩნდა ცნობილი შუასაუკუნეების ცხრილი, მაგრამ ეს ძალიან ძველი მეთოდია მომავლის შესაცნობად. ის ერთ–ერთ ყველაზე ზუსტად ითვლება. თქვენ ქაღალდზე 10 ჰორიზონტალური ხაზი და 10 ვერტიკალური უნდა დახაზოთ, 100 უჯრად დაყოთ და შემთხვევითი წესით 1–დან 100–მდე რიცხვები ჩაწეროთ. ამის შემდეგ სურვილი ჩაიფიქრეთ, თვალები დახუჭეთ ან გაბრუნდით, შემთხვევითი მეთოდით თითის ან კალმის დადებით უჯრა აირჩიეთ.
არჩეული რიცხვი თქვენ კითხვაზე გიპასუხებთ. მაგალითად, 1 ნიშნავს, რომ მალე არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, 2– ყველა წვრილმანი მოვლენა, რომელიც მომავალი 7 დღის განმავლობაში მოხდება, მომავალში დიდად მნიშვნელოვანი იქნება, 3 – საბედისწერო შეხვედრისთვის მოემზადეთ. თუ თითის წვერი ორ უჯრას შორის აღმოჩნდა – ორივეს მნიშვნელობა დააზუსტეთ. ამასთან თითოეული უჯრა საკმაოდ ფართო უნდა იყოს. რიცხვების მნიშვნელობა შეგიძლიათ ინტერნეტში ან თემატურ წიგნებში იპოვოთ. მკითხავები და წინასწარმეტყველები, რომლებიც რიცხვების ცხრილს იყენებენ, თვლიან, რომ ჩვეულებრივ წინასწარმეტყველება 1 კვირაში, მაქსიმუმ 2 თვეში ახდება. თუმცა ზოგჯერ ვადა შეიძლება გაიწელოს.

მომავალზე მკითხაობა სათამაშო კარტით
ამისთვის გამოიყენეთ კარტის დასტა, რომლითაც არასდროს გითამაშიათ. „გაფუჭებული“ კარტი მოგატყუებთ და მკითხაობის შედეგი მართალი არ იქნება. ამავე მიზეზით არ არის რეკომენდებული ახალ მთვარეზე კარტის გაშლა და დღის განმავლობაში ერთი და იმავე მეთოდით მრავალჯერ მკითხაობა. დასტა იმ კარტით უნდა გაშალოთ, რომელიც გულთან უფრო ახლოსაა (ანუ მარცხენა ხელით) და მხოლოდ თქვენკენ მოძრაობით.
კარტებით მკითხაობის უამრავი მეთოდი არსებობს. შეგიძლიათ 3, 6, 9, 13 და სხვა განლაგება გამოიყენოთ. მკითხაობა კარტების მნიშვნელობაზე, მათ ასაკსა და კომბინაციაზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, „გული“ ყოველთვის სიყვარულს და ურთიერთობას არ უკავშირდება – ის შეიძლება მოგებაზე, უკეთეს ცვლილებებზე, მოულოდნელ შეხვედრაზე საუბრობდეს, ხოლო „ყვავი“ ყოველთვის უსიამოვნებას და ცრემლებს არ პროგნოზირებს. ინტერნეტში, ასევე წიგნებში შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი ინსტრუქცია, ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც კარტით მკითხაობას გასწავლით.
ტაროს კარტით მკითხაობა უახლოეს მომავალზე
ტაროს კარტით უძველესი მკითხაობა მომავალზე, სიყვარულსა და ურთიერთობაზე, ფულსა და ცხოვრების სხვა ასპექტებზე წარმოუდგენლად პოპულარულია. ასეთ მკითხაობას 5 საუკუნეზე მეტია იყენებენ. მას უფრო ზუსტად თვლიან, ვიდრე სათამაშო კარტით მკითხაობას. თითქოსდა, ტაროს კარტი შეცდომას არ უშვებს. მასზე მკითხაობა რომ ისწავლოთ, დრო და მოთმინებაა საჭირო. თქვენ დასტის 78 კარტის გაშიფვრა უნდა იცოდეთ, რომელთაც პირდაპირ და გადაბრუნებულ მდგომარეობაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, მნიშვნელობა იცვლება იმის მიხედვით, თუ რაზე მკითხაობთ: სიყვარულზე, სიტუაციაზე და ა.შ.
დაინტერესებული საკითხის მიხედვით კარტების განლაგება იცვლება. უახლოეს მომავალზე ტაროს კარტით მკითხაობა „დღის კარტი“ ძალიან ადვილია. ასე გაიგებთ, თუ რა გელოდებათ უახლოეს 24 დღეში. ამისთვის მხოლოდ 1 კარტი დაგჭირდებათ. „3 კარტის“ განლაგებით წარსულის გაანალიზებას, აწმყოს გაგებას და მომავლის განჭვრეტას შეძლებთ. სამ კარტს მამაკაცთან მომავალი ურთიერთობის გასაგებად შლიან: პირველი კარტი მიმდინარე სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარებათ, მეორე – გეტყვით, თუ რა გელოდებათ უახლოეს მომავალში, მესამე – რა მოხდება რამდენიმე თვეში ან წელში.
თუ ტაროს კარტით მკითხაობა გადაწყვიტეთ – დასტასთან ერთად შეიძინეთ წიგნიც, სადაც ძირითად დეტალებში გაერკვევით. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ყველაზე ზუსტი და მართალი მკითხაობა შეიძლება არ ახდეს – მაგალითად, გარკვეული გარემოება ჩაერევა. ან ახდება, მაგრამ მოგვიანებით, როცა უკვე მკითხაობის პროგნოზი აღარც გახსოვთ.