მშვიდობით, ცელულიტო: იდეალური პროგრამა გლუვი ფეხებისთვის

0
553
photo credit: glamourmagazine.co.uk

ცელულიტი, თითქოს, ნებისმიერ გოგოს აქვს, რაც აბსოლიტურად ნორმალურია. სხვა საკითხია, რამდენად გსიამოვნებთ მისი დანახვა საკუთარ თავზე. მისი რაოდენობის შემცირება და გაუფერულება გსურთ? მაშინ მიმართეთ კომპლექსურ მოვლას, რომელიც მოიცავს კანის კვებას, საშინაო მოვლასა და ფიტნესს. ამ ყველაფერზე დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

ალბათ, უკვე დარწმუნდით, რომ თქვენს სხეულზე სასწაულებრივად არ მოქმედებს არც დიეტა, არც ანტიცელულიტური მასაჟი. თუ ცელულიტი პირადად თქვენ არ მოგწონთ და მისი ფაუფერულება გსურთ, ამ “პრობლემას” ყველა მხრიდან უნდა ებრძოლოთ. ჩვენი მარტივი და ხელმისაწვდომი ანტიცელულიტური კომპლექსი დაზოგავს თქვენს დროს, ფულსა და ნერვებს და მოგცემთ ნანატრ შედეგს!

კვება

სწორედ ის, რასაც ჭამთ, დიდ გავლენას ახდენს ბარძაყებზე ცელულიტების არსებობაზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ცელულიტის სიმკვეთრეზე მაინც.

დაიცავით 4 მარტივი წესი და “ფორთოხლის ქერქი” ნაკლებად შესამჩნევი გახდება:

  1. არ დაიცვათ დიეტა. წონის დაკარგვა, რა თქმა უნდა, აისახება სხეულის მასაზე, თუმცა, ცელულიტის ბორცვები ამით არ გაქრება! ჯანსაღი კვება ცელულიტის წინააღმდეგ გულისხმობს 2 ბოსტნეულს, 2 ხილს, 1 ულუფა ბურღულსა და 1 ლ სასმელ წყალს დღეში. შეამოწმეთ, იქნებ, რამე გაკლიათ? ცელულიტებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ თაფლი, რძე, უცხიმო ყველი, ვაშლი, გრეიფრუტი, ცერეცო და ისპანახი.
  2. დაივიწყეთ ბანანის, შოკოლადის, ტკბილეულის, ცხიმიანი ხორცისა და ალკოჰოლის შესახებ. ისინი პირველი დამხმარეები არიან ცხიმიანი ბორცვებისთვის, მათ მოცულობაში ზრდის.
  3. არ მიირთვათ გასახდომი ჩაი ან ყავა. მათი შარდმდენი ეფექტი გააუწყლოებს კანს, ცელულიტი კი ისევე ამოყოფს თავს, როგორც მიქცევის დროს კენჭები ზღვაზე.
  4. ეცადეთ, ნაკლები მოწიოთ ან სულაც დაანებოთ ამ მავნე ჩვევას თავი. ნიკოტინი ანადგურებს C ვიტამინს თქვენს ორგანიზმში, არადა, სწორედ ეს ვიტამინი შლის ცელულიტურ წარმონაქმნებს.

მასაჟი და გახვევა

მაშინაც კი, თუ მისაბაძად იკვებებით, მავნე ჩვევები კი საერთოდ არ გაქვთ და არც არასდროს გქონიათ, კანის დამატებითი მოვლის გარეშე, ვერაფერს გახდებით.

  1. შხაპის მიღების დროს, ყოველ ჯერზე დაიზილეთ ბარძაყები ჯაგრისით, ღრუბლით ან სპეციალური გორგოლაჭებით. რაც უფრო უკეთ მიმოიქცევა სისხლი პრობლემურ ზონაში, მით უფრო ნაკლებად პრობლემური გახდება ეს ზონა.
  2. გაიკეთეთ თაფლის მასაჟი. არავითარი განსაკუთრებული ტექნიკა: უბრალოდ წაისვით თაფლი და დაიზილეთ, შემდეგ გაიჩერეთ თაფლი, აცადეთ ოდნავ შეშრობა და ჩამოიბანეთ ზელვითი მოძრაობებით. უფრო უხეში ვარიანტი: წაისვით თაფლი ფენად, შემდეგ კი დაადეთ ხელისგული, მიაჭირეთ და მყისიერად ააცალეთ.
  3. გახვევა შესანიშნავი რამაა ანტიცელულიტურ ბრძოლაში. თაფლის თანაბარი ფენა საკვები ცელოფნის ქვეშ და ეგაა – დაჯექით, სერიალს უყურეთ!

სპორტი

შეცვალეთ თქვენი ფიტნეს-პროგრამა:

  1. იარეთ ფეხით დღეში არანაკლებ 1 საათით, თანაც, არა 6-ჯერ 10-10 წუთით, არამედ ერთბაშად.
  2. იხტუნეთ! ვერ წარმოიდგენთ, რა მაგარი შედეგი აქვს დღეში ლახტთან ერთად გატარებულ 15 წუთს.
  3. გააკეთეთ ჩაჰდომები. გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე და ეცადეთ, უხილავ სკამზე ჩამოჯდეთ. აკონტროლეთ თავი სარკეში: მუხლები არ უნდა სცდებოდეს ფეხის თითების ზოლს.
  4. აკეთეთ ცალმხრივი ჩაჯდომები (ლანჯები). გადადგით დიდი ნაბიჯი უკან, მოხარეთ ორივე მუხლი ისე, რომ 90-გრადუსიან კუთხეებს ქმნიდეს დამოუკიდებლად, უკანა კი იატაკს ეხებოდეს. გაასწორეთ ფეხები, გადადგით ხელახლა. თითო ფეხზე 10-10-ჯერ.

თქვენ გქონიათ მსგავსი პრობლემა? როგორ გაუმკლავდით მას?

წყაროcosmo