7 პოპულარული საშუალება შინაურული სახის ნიღაბისთვის, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ.

0
922

შინ მომზადებულმა ნიღბებმა და სახვევებმა, შესაძლოა, თქვენი კანის მდგომარეობა გამოასწოროს ან… სერიოზულად ავნოს მას. არასდროს გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ინგრედიენტები მაშინაც კი, თუ კოსმეტიკაზე ფულის დაზოგვა ძალიან გინდათ.

1. საკვები სოდა

მას ხშირად იყენებენ სახლის სკრაბის ინგრედიენტად, რადგან იციან, რომ ექსფოლიაცია კანის მოვლისას ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე! სოდა თითქმის სუფთა ტუტეა, მისი pH 9-ს უდრის, მაშინ, როცა ჩვენი კანის pH 4.5-5 ფარგლებში მერყეობს. სოდა ანადგურებს კანის დამცავ ბარიერს, გახსნილს უტოვებს მას ბაქტერიებს, რომლებიც კანს აუწყლოებს და იწვევს სერიოზულ გაღიზიანებებს, ამიტომ, მისი გამოყენება სახის ნიღბის მოსამზადებლად არ შეიძლება.

2. ლიმონი

მედლის მეორე მხარეა ზედმეტად მჟავე ინგრედიენტების გამოყენება. ლიმონის pH 2-ს უდრის, ესე იგი, კანზე მის მოქმედებაა “ამჟავება” ეწოდება. ქიმიის გაკვეთილებიდან გემახსოვრებათ, რომ ნებისმიერი ჟანგვა/ამჟავება თითქმის განადგურებაა. ლიმონის ნაჭრის ჩაწუწნვა ანადგურებს კბილის ემალს, რომ აღარაფერი ვთქვათ კანზე. გარდა ამისა, ლიმონის კოსმეტიკურ ინგრედიენტად გამოყენების დროს, იზრდება კანის ფოტომგრძნობელობა, თქვენ კი, შესაძლოა, ჰიპერპიგმენტაცია მიიღოთ.

3. კბილის პასტა

რჩევა, რომ ღამით მუწუკზე კბილის პასტა უნდა წაისვათ, დილით კვალიც რომ აღარ დარჩეს, დღემდე საკმაოდ პოპულარულია. ეს ხრიკი მართლაც მოქმედებს. მაშინ, რატომ არ შეიძლება კბილის პასტის გამოყენება ნიღბებში? მუწუკის გარდა, ეს პროდუქტი აუწყლოებს და ანადგურებს კანის ლიპიდურ ბარიერს არამხოლოდ გამოყენების ადგილას, არამედ მის გარშემოც. ხოლო, თუ პასტა მათეთრებელ კომპონენტებს შეიცავს, შეიძლება კანის დამწვრობაც კი მიიღოთ. ამიტომ, წაისვით მუწუკზე ჩაის ხის ზეთი.

4. ვაზელინი

კიდევ რისი გამოყენება არ შეიძლება სახის ნიღაბში? ვაზელინის ერთჯერადი გამოყენება სასარგებლო შეიძლება იყოს: კანი სწრაფად აღიდგენს სითხის ნაკლებობას, გლუვდება და უკეთ გამოიყურება. თუმცა, ვაზელინს აქვს უსიამოვნო უნარი: შეაღწიოს კანის სიღრმეში და იქ დაგროვდეს. რამდენადაც შეწოვის უნარი ამ დროს არ ქრება, კანქვეშა საფარში დაგროვებისას, ვაზელინი იწყებს ჭუჭყის, კანის ქონის, ბაქტერიების შესრუტვას… ხვდებით, არა?

5. წყალბადის ზეჟანგი

შესანიშნავი დეზინფექტორი შეუცვლელია წვრილი ჭრილობების, ნაფლეთებისა და ნაწოლების დასამუშავებლად, თუმცა, მისი გამოყენება არ შეიძლება მუწუკების საწინააღმდეგო ნიღბებში. როგორც ძლიერი მჟანგველი, კანში იწვევს ე.წ. ოქსიდატიურ სტრესს – აჩქარებს თავისუფალი რადიკალების გამრავლებად და, ამრიგად, ხელს უწყობს კანის დაბერებას.

6. შაქარი

კანის შესანიშნავი სკრაბი, შაქარი ზედმეტად უხეშია იმისთვის, რომ სახით ჰომაჟისთვის გამოიყენოთ. თუ მოგწონთ ეფექტი, რომელსაც შაქრისა და ზეითუნის ზეთის სკრაბი სხეულის დამუშავებისას იძლევა, შეგიძლიათ მოამზადოთ ცალკეული კოქტეილი სახისთვის, მხოლოდ შაქრის პუდრის გამოყენებით.

7. სპირტი

იგი არამხოლოდ კლავს კანის დამცავ ბარიერს, არამედ შლის კანის უჯრედების მემბრანას, რაც მათ დროზე ადრე ხოცავს, ამასთან, არ იქერცლება, ეწებება კანს მკვრივი მკვდარი ფენის სახით. ეს იწვევს ნასვრეტების ჩახერგვას, კანის ქონის სიჭარბეს, სახის არაჯანსაღი ფერისა და კომედონების გაჩენას.

ავტორიPhoto Credit: Shutterstock
წყაროcosmo