როგორ მოვიშოროთ აკნე ზურგზე: პრობლემის სამუდამო გადაჭრა

0
1399
Photo credit: GettyImages

ზურგზე აკნე დელიკატური პრობლემაა, რომელიც ბევრს ეხება. საქმე ისაა, რომ სწორედ ეს ზონაა ყველაზე მეტად მიდრეკილი აკნეს გაჩენისკენ – აქ ქონის ჯირკვლები ყველაზე უფრო აქტიურად მუშაობს, კანის ნასვრეტები კი ჭუჭყიანდება. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და დატკბით თანაბარი, გლუვი კანით!

ზურგზე გამონაყარი მხოლოდ ზაფხულში როდი გვაწუხებს – წელიწადის ნებისმიერ დროს გვსურს ლამაზად ამოჭრილი კაბის ჩაცმა, განსაკუთრებით, საშობაო დღესასწაულებზე! სამწუხაროდ, ხანდახან ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გვიწევს, რამდენადაც კანი შეუდარებლად არ გამოიყურება.

როგორ მოვიშოროთ აკნე ზურგზე

1. დაიწყე მარტივით

ზურგზე აკნეს გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს გარეგანი (მაგალითად, კანის არასწორი მოვლა) ან შინაგანი (ჰორმონალური დისბალანსი). ამ საზიზღარი გამონაყარის მოსაშორებლად, დაიცავით ჰიგიენისა და სხეულის მოვლის მარტივი წესები.

2. დაიბანე თავი სწორად

ხანდახან, ზურგზე აკნე იმიტომ ჩნდება, რომ თავს შხაპის ქვეშ იბანთ. სად მიდის ჭუჭყიანი წყალი? სწორია, ზურგზე. ბალზამ-კონდიციონერები კი კანის ნასვრეტებს საშინლად აჭუჭყიანებს.

დაიბანეთ თავი დახრილმა – ეს მარტივი და მოსახერხებელია მათთვისაც, ვისაც გრძელი თმა აქვს – ასე თმა ნაკლებად ჩაიხლართება. დააკვირდით რამდენიმე კვირის განმალობაშო – იქნებ გამონაყარი განაწყენდეს და გაქრეს.

3. უარი თქვი სხეულის ცხიმიან ლოსიონებზე

სამწუხაროდ, ყველაზე ხარისხიან ლოსიონსაც კი შეიძლება ჰქონდეს კომედონური თვისებები, თუ იგი ძალიან ცხიმიანია, ან უბრალოდ არ ესადაგება თქვენი კანის ტიპს. ეცადეთ, რაღაც დროით თქვათ უარი ლოსიონის წასმაზე მხრებსა და ზურგზე – არსებობს ალბათობა, რომ გამონაყარს სწორედ ის იწვევს, მაშინაც კი, თუ სხეულის დანარჩენი ნაწილი ამ საშუალებაზე არ რეაგირებს.

4. ნუ გაიხეხავ ტანს უხეში ღრუბლით

მრავალი ქალის უხეში შეცდომა: გამონაყარი თუ გაჩნდა, ზურგს კარგად იხეხავენ უხეში ღრუბლით. ასე უკუღმა ეფექტს იღებენ – აზიანებენ კანს იქ, სადაც აკნეა, ესე იგი, ამ საზიზღრობას მთელ ზურგზე ანაწილებენ და აუარესებენ ანთებას. თუ ასეთი პრობლემა არსებობს, უხეშ ღრუბელზე საერთოდ უნდა თქვათ უარი.

5. გამოიყენე სალიცილის მჟავა

სალიცილის მჟავის შემცველ ლოსიონებს დერმატოლოგები ხშირად გვირჩევენ სახის აკნეს დროს. რეალურად, ეს საშუალება სახის ნაზი კანისთვის საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს, თუმცა, ზურგზე მისი გამოყენება ნამდვილად კარგი იქნება წაისვით ასეთი ლოსიონი პრობლემურ მონაკვეთებზე, მუწუკები რომ გახმეს.

6. დაიხმარე თიხის ნიღაბი

სხვა, უფრო ფაქიზი, თუმცა, არანაკლებ ეფექტური მეთოდია ლურჯი თიხის ნიღბები. წაისვით იგი ზურგსა და მხრებზე კვირაში 1-2-ჯერ. ასეთი ნიღაბი ღრმად წმენდს კანის ნასვრეტებს და აშრობს გამონაყარს. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ გადადით სკრაბზე!

7. გამოიყენე სკრაბი

უკვე ვთქვით, რომ უხეში ღრუბელი ზურგს აკნესგან ვერ გაწმენდს, თუმცა, ნიღბებით ან სალიცილის მჟავით გამონაყარის გახმობის შემდეგ, სკრაბის გამოყენება საუკეთესო ვარიანტი იქნება. ყურადღება! არ შეიძლება ნედლი მუწუკების სკრაბირება – ასე კანს დააზიანებთ, აკნეს მთელ ზურგზე გაავრცელებთ და წვრილ შრამებსაც შეიძენთ.

მაშ ასე, დაიმახსოვრეთ სწორი ალგორითმი: ჯერ დაელოდეთ აკნეს გახმობას, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ სხეულის სკრაბი.

8. თუ არაფერი გეხმარება

თუ ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროცედურები სახლის პირობებში შედეგს არ გაძლევთ, დიდი ალბათობით, ზურგზე გაჩენილი აკნეს მიზეზი შინაგანია, ანუ, ექიმს უნდა მიმართოთ. ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეთ ექიმ-კოსმეტოლოგს, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ აკნეს ზურგზე.

“ზურგზე ანთებითი პროცესებისა და არაანთებითი ელემენტების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს როგორც გარეგანმა, ისე შინაგანმა ფაქტორებმაც.

გარე ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • უხარისხო, სინთეტიკური ქსოვილის ან ძალიან ვიწრო ტანსაცმელი / სხვისი ნივთების (საწოლის თეთრეულის, სააბაზანო ღრუბლის და ა.შ.) გამოყენება;
  • გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების გავლენა – კანზე მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება (ამ შემთხვევაში, კანის ადგილობრივი იმუნიტეტი ქვეითდება);
  • გარდა ამისა, ზედმეტად ტენიანი ან, პირიქით, მშრალი ჰაერიც ნეგატიურად ისახება კანის მდგომარეობაზე;
  • არასწორი მოვლა – სწორი ჰიგიენის ნაკლებობა (იშვიათი ან, პირიქით, ზედმეტად ხშირი ბანაობა).

შიდა ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • სებუმის (ქონის ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტი) ჭარბი გამოყოფა, მისი შემადგენლობის ცვლილება ან ნასვრეტების ჩახერგვა;
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა ან დისბალანსი (სქესობრივი მომწიფების პერიოდი);
  • გენეტიკური წინასწარგანწყობილება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
  • დაუბალანსებელი კვება;
  • მავნე ჩვევები;
  • ჭარბი სტრესი;
  • ავიტამინოზი (ვიტამინების დეფიციტი).

სალონური პროცედურები ბაკნეს (ზურგის აკნეს) წინააღმდეგ

თუ ამ პრობლემას გადაეყარეთ, გირჩევთ, მიმართოთ ისეთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, როგორებიცაა:

  • ქიმიური პილინგი;
  • კრიოთერაპია (ე.წ. “სიცივით მკურნალობა”);
  • ფონოფორეზი (სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების კანის ღრმა ფენებში შეყვანა ულტრაბგერის ზემოქმედებით);
  • მეზოთერაპია (კანის გამდიდრება ვიტამინებით – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიკროდოზების კანშიდა ან კანქვეშა შეყვანა);
  • პლაზმოთერაპია (სისხლის პლაზმის პრეპარატების ვენებში შეყვანა).”
წყაროcosmo